აეროპორტში მიტოვებული ლიეტუველი მორაგბეები და სანიოლის სადებიუტო გამარჯვება ნაკრებში

© photo: AFP 2020 / ANDY BUCHANANსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
გამოწერა
გიორგი მიქაუტაძემ ნაკრებში პირველი ქართული გოლი გაიტანა, რომან დოლიძემ კი UFC-ში მესამე შეხვედრა მოიგო.

კვარაცხელიას ფასი კვლავ იმატებს, სანიოლმა კი მის გარეშე რუმინეთთან გაიმარჯვა

 

მიუხედავად იმისა, რომ ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ფეხის ტრავმის გამო ბოლო პერიოდში მოედანზე წუთითაც არ გასულა მისმა ფასმა კიდევ სამი მილიონი ევროთი მოიმატა. ამ დროისთვის ხვიჩა თავისი ფასით მსოფლიოს 467-ე ფეხბურთელია და მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს. რუსეთის შიდა ჩემპიონატში კი მასზე ძვირი მხოლოდ სამი ფეხბურთელია - ნიკოლა ვლაშიჩი („ცსკა“, 30 მილიონი), სარდარ აზმუნი („ზენიტი“, 25 მილიონი), მალკოლმი („ზენიტი“, 22 მილიონი). ახალი ამბავი არ არის, რომ ხვიჩა მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბს გამოიცვლის და ეს როგორც მის კარიერაზე, ასევე სატრანსფერო ფასზეც აისახება. შესაბამისად, ზემოთხსენებულ ფეხბურთელებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ქართველი ფეხბურთელი განვითარების ამ ეტაპზე შეჩერდება. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას ბევრი ევროპული გრანდი ეპატიჟება და საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. აქტიურად იწერება ინგლისური „ლიდსის“ ვარიანტზე. ამ ტრანსფერის ალბათობა ბოლო დღეებში საკმაოდ გაიზარდა და შესაძლოა ლეგენდარული ფეხბურთელის გიორგი ქინქლაძის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ ერთი წარმატებული ქართველი „დრიბლიორი“ ვიხილოთ.

© AP Photo / Zurab Tsertsvadzeფწხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
აეროპორტში მიტოვებული ლიეტუველი მორაგბეები და სანიოლის სადებიუტო გამარჯვება ნაკრებში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
ფწხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელიას გარეშე თავისი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა. მართალია, რუმინელებთან მატჩში ჩვენი გუნდის მარცხენა ფლანგს ხვიჩას სიმწვავე საგრძნობლად დააკლდა, თუმცა მისი ღირსეულად შეცვლა ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი აბურჯანიამ და გიორგი მიქაუტაძემ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ შოთა არველაძის შემდეგ ნაკრებს კიდევ ერთი „ცივსისხლიანი“ ფორვარდი ეყოლება. ყველაფერი მატჩის 61-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ოთარ კიტეიშვილმა დაიწყო. კიტემ მეტოქის საჯარიმოსთან შესრულებული სოლორეიდის შემდეგ მის უკან დარჩენილ გიორგი მიქაუტაძეს ბურთი ტექნიკურად, ქუსლით დაუტოვა და ბელგიური „სერენის“ ფორვარდმაც არ დააყოვნა. მიქაუტაძემ რუმინელებს პორტუგალიელი კუარეჟმას სტილში, გარე ტერფით დაურტყა და მეტოქეთა კიპერი მის წინაშე უძლური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო-რუმინეთის მატჩი დატვირთული იყო საფეხბურთო ელემენტებით. მაყურებელმა რუმინეთის მხრიდან აცილებული თერთმეტმეტრიანი, ორი წითელი ბარათი და უამრავი სახიფათო მომენტი იხილა. საბოლოოდ ვილი სანიოლის შეგირდებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს და ფრანგი სპეციალისტის თაოსნობით პირველი წარმატებაც იზეიმეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე თემურ ქეცბაიასთან ერთად. - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ოთხი ქართველი სპორტსმენი, რომლებმაც საქართველო მსოფლიოს გააცნეს

ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესი მითი აღმოჩნდა - სტუმრად ჩამოსულ ლიეტუველ მორაგბეებს აეროპორტში არავინ დახვდა

ლიეტუვის შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრები საქართველოში ამხანაგური მატჩების გასამართად ჩამოდიოდა, მაგრამ მგზავრობისგან დაღლილ სპორტსმენებს აეროპორტში არავინ დახვდათ, რის შემდეგაც გაკვირვებულმა მორაგბეებმა და ლიეტუვის სამწვრთნელო შტაბის წევრებნმა სასტუმრომდე გზა თავად გაიკვალეს.

როგორც გაირკვა, საქართველოს ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირიდან ლიეტუველებს არავის უცნობებია.

აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგეები მათზე გაცილებით ძლიერი ნაკრებისგან მეტ ყურადღებასა და პატივისცემას ელოდნენ, განაწყენებულმა ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კი მალევე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებს.

გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
ვილი სანიოლი თბილისში გადმობარგდა, შერმადინი ესპანეთში კვლავ აღიარეს
„როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა. თქვეს, რომ პრობლემები ჰქონდათ გუნდში და ვერ დაგვეხმარებოდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ, სულ ეს იყო. არ მინდა, კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო და გაკვირვებული დავრჩით. ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა არა მგონია, შემდეგში კიდევ ვითანამშრომლოთ. ეს იყო უდიდესი უპატივცემულობა როგორც ჩვენი რაგბის კავშირისთვის, ასევე ქვეყნისთვის“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით საქართველოს რაგბის კავშირის გვერდზე ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. ირმანტას კუკულსკისმა განაცხადა, რომ ყველაფერი გაირკვა და გაუგებრობა აღარ არსებობს. როგორც აღმოჩნდა მხარეებს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა. უცნობია თუ რაზე ისაუბრეს საქართველოსა და ლიეტუვის რაგბის კავშირის წევრებმა, თუმცა კუკულსკისის სიტყვებში წყენა ნამდვილად აღარ სჩანდა.

ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
„ბორჯღალოსნების“ ტესტი მსოფლიო ჩემპიონებთან და მიქაუტაძის გმირობა ბელგიაში

„სიტუაციის შეფასების შედეგად, მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ლიეტუვას და საქართველოს რაგბის ფედერაციები ყოველთვის იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას, და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს კარგ ურთიერთობას საქართველოს რაგბის კავშირთან, ვინაიდან ჩვენ ვართ სარაგბო თემის წევრები და ერთმანეთთან არა მარტო ჩვენი ქვეყნების მეგობრობა გვაკავშირებს, არამედ ეს შესანიშნავი თამაში – რაგბი“, - აღნიშნა მან.

მიუხედავად დიდი გაუგებრობისა არსებობს შანსი, რომ ლიეტუველები საქართველოში სათამაშოდ კიდევ ერთხელ აგვისტოში, ჩამოვიდნენ.

რომან დოლიძემ UFC-ში გაიმარჯვა, მას დარბაზში გიგა ჭიკაძე ამხნევებდა

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში რიგით მეოთხე ორთაბრძოლა გამართა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც იზეიმა. ჩვენებური 28 წლის არგენტინელ ლაურეანო სტაროპოლს დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე ცხრა გამარჯვება და სამი მარცხი ჰქონდა. დოლიძე აქამდე ბრძოლის სანახაობრივი სტილით გამოირჩეოდა, თუმცა განცდილი მარცხის შემდეგ მან შეხვედრის მოსაგებად შედარებით ფრთხილი ტაქტიკა არჩია, რამაც გაამართლა.

გიგა ჭიკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გიგა ჭიკაძე UFC-ში თავს იმკვიდრებს, კვარაცხელია „რუბინში“ კვლავ აღიარეს

პირველი რაუნდი მთლიანად ქართველმა სპორტსმენმა გააკონტროლა და რომანის უპირატესობაც აშკარა გახდა. მეორე რაუნდი შედარებით შედეგიანი გამოდგა, სადაც მეტოქეებმა რამდენიმეჯერ სახიფათო დარტყმები გაცვალეს, თუმცა მსაჯემა უპირატესობა აქაც ქართველ სპორტსმენს მიანიჭეს. არგენტინელ სპორტსმენს რაიმე განსაკუთრებული არც მესამე რაუნდში გაუკეთებია და ქართველმა მოჩხუბარმა UFC-ში მშვიდი მესამე გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ დარბაზში იმყოფებოდა ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძეც, რომელიც დოლიძეს მთელი შეხვედრის განმავლობაში ამხნევებდა და ბრძოლის მიმდინარეობისას სასარგებლო რჩევებსაც აძლევდა.

რომანმა პირველი ბრძოლა UFC-ში რუს ხადის იბრაგიმოვთან ჩაატარა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში ნოკაუტით გაიმარჯვა. დოლიძის შემდეგი მეტოქე ბრაზილიელი ჯონ ალანი იყო, რომელსაც უპრობლემოდ აჯობა, თუმცა სამწუხაროდ ქართველი მებრძოლი მესამე ბრძოლაში ტრევინ ჯაილსითან დამარცხდა.

ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
საფეხბურთო თრილერი „ჩელე არენაზე“ და ბასილაშვილის ბენეფისი მიუნხენში

შერმადინისა და შენგელიას კლუბები ევროპაში კვლავ იგებენ

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის მაკფადენის „ბურგოსს“ კიდევ ერთი შეხვედრა მოუგო და ნახევარფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

გიორგიმ მოედანზე 27:18 წუთი ითამაშია, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. რაც შეეხება თად მაკფადენს, მას სათამაშო დროის 20 წუთი მიეცა და შეხვედრა 10 ქულით, ერთი მოხსნითა და 3 გადაცემით დაასრულა.

შერმადინის ტენერიფეს მეტოქე ნახევარფინალში „ბადალონასა“ და „ბარსელონას“
შორის გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს სერიის პირველი მატჩი მოგებული აქვთ და მეორე გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.

გასულ კვირაში ასევე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას „ცსკამ“. რუსულმა კლუბმა VTB ლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩში „უნიქსს“ ანგარიშით 85:77 მოუგო. ჩვენმა კაპიტანმა მატჩი კვლავინდებურად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 23:20 წუთის გატარება მოუწია. ამ დროში თორნიკემ 14 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და თავისი კლუბის რიგებში ერთ-ერთ საუკეთესო გახდა.

ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 7 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ერთმანეთს უკვე „ცსკას“ მოედანზე 10 ივნისს დაუპირისპირდებიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0