https://sputnik-georgia.com/20210711/evropis-chempionatis-kulminacia-252278688.html
ევროპის ჩემპიონატის კულმინაცია! - იტალია და ინგლისი პირველობისთვის იბრძვიან
ევროპის ჩემპიონატის კულმინაცია! - იტალია და ინგლისი პირველობისთვის იბრძვიან
Sputnik საქართველო
ევროპული საფეხბურთო დღესასწაული დასასრულს უახლოვდება. ფინალურ მატჩში ერთმანეთს უძლიერესი იტალია და ინგლისი დაუპირისპირდებიან, სადაც კონტინენტის საუკეთესო... 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T15:45+0400
2021-07-11T15:45+0400
2021-07-11T15:35+0400
სპორტი
მიმოხილვები
ანალიტიკა
ავტორები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111847_0:276:3133:2048_1920x0_80_0_0_9bdddd39c59cda9480b6ab1040a85fd7.jpg
გზა ფინალამდეიტალია - „სკუადრა აძურამ“ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით დაძლია. იტალიელებს ტურნირის პირველ ეტაპზე შვეიცარიის, უელსისა და თურქეთის ნაკრებებთან მოუწიათ დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი იტალიამ გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა. მათ ჯერ თურქეთი და შვეიცარია სამბურთიანი უპირატესობით დაჯაბნეს, შემდეგ კი უელსის ნაკრებს ერთი უპასუხო გოლით მოუგეს. „სკუადრა აძურამ“ მიმდინარე ტურნირზე პირველი გოლი ავსტრიის ნაკრებთან დამატებით დროში 114-ე წუთზე გაუშვა. მიუხედავად ამისა, იტალიელებმა აღნიშნული შეხვედრა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს და უძლიერეს ბელგიის ნაკრებზე გავიდნენ.მეოთხედფინალურ ეტაპზე იტალიასა და ბელგიას შორის ფავორიტის გამოკვეთა უკვე გართულდა. დაძაბული საწყისი წუთების ფონზე უპირატესობა ამ შემთხვევაშიც იტალიელებმა მოიპოვეს და 44-ე წუთზე ისინი უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევრის ბოლოს ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ მეტოქეს ბურთი გასახდელში გაატანა, თუმცა ეს შეხვედრის უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა და შედეგად იტალია ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე გადაერთო.იტალიის ნაკრებს ყველაზე მეტად სწორედ ესპანური ბარიერის დაძლევა გაუჭირდა. ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის სტატისტიკა საბოლოო შედეგს ყველაფრით ეწინააღმდეგება. მიუხედავად ესპანელების გაუთავებელი შეტევებისა, იტალიელებმა მომენტების რეალიზება უკეთ შეძლეს, რასაც კიეზას მიერ გატანილი პირველი გოლიც მოჰყვა. შეხვედრის მე-80 წუთამდე „ფურია როხას“ ფეხბურთელები უშედეგოდ უტევდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ალვარო მორატამ ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს დამატებითი 30 წუთი აჩუქა. საბოლოოდ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა, სადაც იტალიელებმა მეტოქეს აჯობეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.ინგლისი - განსხვავებით იტალიელებისგან ინგლისელებმა ჯგუფური ეტაპი დიდი გაჭირვებით დაძლიეს. ბრიტანელებს ჯგუფში ხორვატიის, შოტლანდიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან მოუწიათ დაპირისპირება. ინგლისელებმა ხორვატებისა და ჩეხების დამარცხება მინიმალური სხვაობით შეძლეს, ხოლო შოტლანდიასთან მხოლოდ ფრეს გამორჩნენ. არც თუ სახარბიელო შედეგის მიუხედავად ინგლისი მერვედფინალურ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრები დახვდა.შეხვედრა ბოლო წუთებამდე გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა 75-ე და 86-ე წუთებზე რაჰიმ სტერლინგისა და ჰარი კეინის გოლებით გერმანია ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, ინგლისი კი მეოთხედფინალში ანდრეი შევჩენკოს მიერ გაწვრთნილ უკრაინაზე გავიდა.ბრიტანელებისთვის უკრაინის ბარიერი ყველაზე მარტივი გამოდგა. მათ შევჩენკოს გუნდს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და ნახევარფინალური მატჩისთვის ხასიათი გამოიკეთეს. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ამჯერად ინგლისს დანიის ნაკრები უნდა დაემარცხებინა. „ვიკინგებმა“ მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა დამატებით დროში რაჰიმ სტერლინგის წინააღმდეგ საჯარიმოში წესების უხეში დარღვევა დანიელთათვის საბედისწერო გამოდგა. ჰარი კეინმა გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს თავადვე დაამატა და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა.შემადგენლობებიფინალური დაპირისპირებისთვის გუნდებში შემადგენლობის კუთხით სავარაუდოდ დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რობერტო მანჩინი საკუთარ გუნდს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძირითადად ერთი შემადგენლობით ათამაშებდა. გამონაკლისი იყო სპინაცოლა, რომელმაც მეოთხედფინალურ ეტაპზე მძიმე ტრავმა მიიღო და ის ემერსონმა შეცვალა. მიუხედავად ამისა იტალიის ნაკრების შეტევითი ხაზი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება, თუ არ ჩავთვლით ჩირო იმობილეს ბოლო უსახურ შეხვედრას. გუნდს ამ დროის განმავლობაში ლორენცო ინსინიე ლიდერობს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და მეტოქეთა კარს ყველაზე ხშირად ემუქრება. უნდა აღინიშნოს ჟორჟინიოს გამორჩეული თამაშიც, ის ნახევარდაცვიდან თავდამსხმელებსა და მცველებს თანაბრად კარგად ეხმარება, რითაც იტალიელი გულშემატკივრის გული უკვე მოიგო.ამგვარად სავარაუდოა, რომ „სკუადრა აძურა“ ფინალურ მატჩისს შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი (C), ემერსონი - ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი - კიეზა, იმობილე, ინსინიე.ცვლილებები უფრო მეტად მოსალოდნელია ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტისგან, რომელსაც საკმაოდ მდიდარი სათადარიგო სკამი უმაგრებს ზურგს.დიდი ფუფუნებაა, როდესაც ნაკრებს სკამიდან უნიჭიერესი ფილ ფოდენი, მარკუშ რაშფორდი ან ჯეიდან სანჩო აძლიერებენ. ფინალს ასევე შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან ჰარი კეინი, მეისონ მაუნტი, ბუკაიო საკა და რაჰიმ სტერლინგი. გამომდინარე აქედან, ფურცელზეც ნათლად ჩანს თუ როგორი დიდია ინგლისის შეტევის პოტენციალი.მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესი ფინალის წინ ნაკლებად სავარაუდოა საუთგეიტმა ექსპერიმენტებს მიმართოს. ინგლისი ფინალს კი დიდი ალბათობით შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - რაისი, ფილიპსი - საკა, მაუნთი, სტერლინგი - კეინი (C).ფაქტებისაინტერესო და გასათვალისწინებელია, რომ იტალიას ზედიზედ 33 თამაში არ წაუგია. აქედან „სკუადრა აძურამ“ 27 მატჩი მოიგო და ექვსი ფრედ დაასრულა. იტალიის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაა.თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა ლონდონში ლეგენდარულ „უემბლის“ მოედანზე გაიმართება, სადაც ინგლისს ყველა ტურნირის ჯამში ბოლო 17 მატჩიდან 15 გამარჯვება აქვს.იტალიისა და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთს ამ დრომდე 27-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც იტალიელებმა მეტოქის დამარცხება 11-ჯერ მოახერხეს, რვა შემთხვევაში დაპირისპირება ფრედ დასრულდა, ასევე რვაჯერ დასრულდა მატჩი ინგლისის გამარჯვებით.ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა დღეს, 11 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დასრულდა. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი „პირველი არხი“ გადმოსცემს.
https://sputnik-georgia.com/20210303/saqarTvelos-axalgazrduli-nakrebis-metoqeebi-cnobilia-251058280.html
https://sputnik-georgia.com/20201201/saqarTvelos-fexburTis-qalTa-nakrebma-EURO-2022-is-yvela-SesarCevi-matCi-waago-250224880.html
https://sputnik-georgia.com/20200819/kaxa-kalaZe-Catardeba-Cempionati-moyvarulTaTvis-249244023.html
https://sputnik-georgia.com/20200803/aleqsandre-CivaZe-moskovis-olimpiadas-ixsenebs-249126303.html
https://sputnik-georgia.com/20200317/COVID-19---2020----247999400.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111847_0:78:3133:2048_1920x0_80_0_0_b1485f6167e957d0c7bc352af1af4869.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
სპორტი, მიმოხილვები, ანალიტიკა, ავტორები
სპორტი, მიმოხილვები, ანალიტიკა, ავტორები
ევროპის ჩემპიონატის კულმინაცია! - იტალია და ინგლისი პირველობისთვის იბრძვიან
ევროპული საფეხბურთო დღესასწაული დასასრულს უახლოვდება. ფინალურ მატჩში ერთმანეთს უძლიერესი იტალია და ინგლისი დაუპირისპირდებიან, სადაც კონტინენტის საუკეთესო ნაკრები გამოვლინდება.
იტალია - „სკუადრა აძურამ“ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით დაძლია. იტალიელებს ტურნირის პირველ ეტაპზე შვეიცარიის, უელსისა და თურქეთის ნაკრებებთან მოუწიათ დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი იტალიამ გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა. მათ ჯერ თურქეთი და შვეიცარია სამბურთიანი უპირატესობით დაჯაბნეს, შემდეგ კი უელსის ნაკრებს ერთი უპასუხო გოლით მოუგეს. „სკუადრა აძურამ“ მიმდინარე ტურნირზე პირველი გოლი ავსტრიის ნაკრებთან დამატებით დროში 114-ე წუთზე გაუშვა. მიუხედავად ამისა, იტალიელებმა აღნიშნული შეხვედრა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს და უძლიერეს ბელგიის ნაკრებზე გავიდნენ.
მეოთხედფინალურ ეტაპზე იტალიასა და ბელგიას შორის ფავორიტის გამოკვეთა უკვე გართულდა. დაძაბული საწყისი წუთების ფონზე უპირატესობა ამ შემთხვევაშიც იტალიელებმა მოიპოვეს და 44-ე წუთზე ისინი უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევრის ბოლოს ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ მეტოქეს ბურთი გასახდელში გაატანა, თუმცა ეს შეხვედრის უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა და შედეგად იტალია ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე გადაერთო.
იტალიის ნაკრებს ყველაზე მეტად სწორედ ესპანური ბარიერის დაძლევა გაუჭირდა. ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის სტატისტიკა საბოლოო შედეგს ყველაფრით ეწინააღმდეგება. მიუხედავად ესპანელების გაუთავებელი შეტევებისა, იტალიელებმა მომენტების რეალიზება უკეთ შეძლეს, რასაც კიეზას მიერ გატანილი პირველი გოლიც მოჰყვა. შეხვედრის მე-80 წუთამდე „ფურია როხას“ ფეხბურთელები უშედეგოდ უტევდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ალვარო მორატამ ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს დამატებითი 30 წუთი აჩუქა. საბოლოოდ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა, სადაც იტალიელებმა მეტოქეს აჯობეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ინგლისი - განსხვავებით იტალიელებისგან ინგლისელებმა ჯგუფური ეტაპი დიდი გაჭირვებით დაძლიეს. ბრიტანელებს ჯგუფში ხორვატიის, შოტლანდიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან მოუწიათ დაპირისპირება. ინგლისელებმა ხორვატებისა და ჩეხების დამარცხება მინიმალური სხვაობით შეძლეს, ხოლო შოტლანდიასთან მხოლოდ ფრეს გამორჩნენ. არც თუ სახარბიელო შედეგის მიუხედავად ინგლისი მერვედფინალურ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრები დახვდა.
შეხვედრა ბოლო წუთებამდე გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა 75-ე და 86-ე წუთებზე რაჰიმ სტერლინგისა და ჰარი კეინის გოლებით გერმანია ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, ინგლისი კი მეოთხედფინალში ანდრეი შევჩენკოს მიერ გაწვრთნილ უკრაინაზე გავიდა.
ბრიტანელებისთვის უკრაინის ბარიერი ყველაზე მარტივი გამოდგა. მათ შევჩენკოს გუნდს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და ნახევარფინალური მატჩისთვის ხასიათი გამოიკეთეს. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ამჯერად ინგლისს დანიის ნაკრები უნდა დაემარცხებინა. „ვიკინგებმა“ მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა დამატებით დროში რაჰიმ სტერლინგის წინააღმდეგ საჯარიმოში წესების უხეში დარღვევა დანიელთათვის საბედისწერო გამოდგა. ჰარი კეინმა გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს თავადვე დაამატა და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა.
ფინალური დაპირისპირებისთვის გუნდებში შემადგენლობის კუთხით სავარაუდოდ დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რობერტო მანჩინი საკუთარ გუნდს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძირითადად ერთი შემადგენლობით ათამაშებდა. გამონაკლისი იყო სპინაცოლა, რომელმაც მეოთხედფინალურ ეტაპზე მძიმე ტრავმა მიიღო და ის ემერსონმა შეცვალა. მიუხედავად ამისა იტალიის ნაკრების შეტევითი ხაზი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება, თუ არ ჩავთვლით ჩირო იმობილეს ბოლო უსახურ შეხვედრას. გუნდს ამ დროის განმავლობაში ლორენცო ინსინიე ლიდერობს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და მეტოქეთა კარს ყველაზე ხშირად ემუქრება. უნდა აღინიშნოს ჟორჟინიოს გამორჩეული თამაშიც, ის ნახევარდაცვიდან თავდამსხმელებსა და მცველებს თანაბრად კარგად ეხმარება, რითაც იტალიელი გულშემატკივრის გული უკვე მოიგო.
ამგვარად სავარაუდოა, რომ „სკუადრა აძურა“ ფინალურ მატჩისს შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი (C), ემერსონი - ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი - კიეზა, იმობილე, ინსინიე.
ცვლილებები უფრო მეტად მოსალოდნელია ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტისგან, რომელსაც საკმაოდ მდიდარი სათადარიგო სკამი უმაგრებს ზურგს.
დიდი ფუფუნებაა, როდესაც ნაკრებს სკამიდან უნიჭიერესი ფილ ფოდენი, მარკუშ რაშფორდი ან ჯეიდან სანჩო აძლიერებენ. ფინალს ასევე შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან ჰარი კეინი, მეისონ მაუნტი, ბუკაიო საკა და რაჰიმ სტერლინგი. გამომდინარე აქედან, ფურცელზეც ნათლად ჩანს თუ როგორი დიდია ინგლისის შეტევის პოტენციალი.
მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესი ფინალის წინ ნაკლებად სავარაუდოა საუთგეიტმა ექსპერიმენტებს მიმართოს. ინგლისი ფინალს კი დიდი ალბათობით შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:
პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - რაისი, ფილიპსი - საკა, მაუნთი, სტერლინგი - კეინი (C).
საინტერესო და გასათვალისწინებელია, რომ იტალიას ზედიზედ 33 თამაში არ წაუგია. აქედან „სკუადრა აძურამ“ 27 მატჩი მოიგო და ექვსი ფრედ დაასრულა. იტალიის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაა.
თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა ლონდონში ლეგენდარულ „უემბლის“ მოედანზე გაიმართება, სადაც ინგლისს ყველა ტურნირის ჯამში ბოლო 17 მატჩიდან 15 გამარჯვება აქვს.
იტალიისა და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთს ამ დრომდე 27-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც იტალიელებმა მეტოქის დამარცხება 11-ჯერ მოახერხეს, რვა შემთხვევაში დაპირისპირება ფრედ დასრულდა, ასევე რვაჯერ დასრულდა მატჩი ინგლისის გამარჯვებით.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა დღეს, 11 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დასრულდა. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი „პირველი არხი“ გადმოსცემს.