კალაძე: საქართველოში ჩატარდება „მასტერ-ლიგა“ – ჩემპიონატი ფეხბურთში მოყვარულთათვის

© photo: Sputnik / STRINGERკახა კალაძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში
კახა კალაძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი 21 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში იწყება, ხოლო თამაშების სერია თბილისში 25 აგვისტოს დაიწყება.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში გაიმართება ჩემპიონატი ფეხბურთში მოყვარულთათვის – „მასტერ-ლიგა“, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საერთო ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას დაახლოებით 545 გუნდი მიიღებს.

„დაახლოებით 12 ათასამდე ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროექტში, რაც ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, იქნება საპრიზო ფონდებიც, ხელშეწყობა, მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ.

პროექტი იწყება 21 აგვისტოს რაჭაში, სადაც პირველი თამაში ჩატარდება, ხოლო თამაშების სერია თბილისში 25 აგვისტოს დაიწყება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძეს „მილანმა“ დაბადების დღე მიულოცა – ყოფილი ფეხბურთელი 42 წლის გახდა

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განხორციელდება.

პროექტს მერია მოგვიანებით დეტალურად წარმოადგენს.

თბილისის მერი თავად ყოფილი ფეხბურთელია. მან „მილანის“ შემადგენლობაში 284 მატჩი ჩაატარა. წელს კალაძე იტალიის ყველა დროის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა გამოცემა Football-Italia-ს ვერსიით, რომელმაც ნაკრები აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელებით შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0