კორონავირუსის გამო: ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი გადაიდო

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიევრო–2020
ევრო–2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატი მოქმედი ფორმულით ევროპის 12 ქალაქში 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მიმდინარე ზაფხულში 12 ქალაქში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების გამო ერთი წლით გადაიდო. 

ევრო 2020-ის ოფიციალური ბურთი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო: უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები შეაჩერა

ევროპის ჩემპიონატის მატჩები ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო. თავიდან ტურნირის გამართვა ივნისი–ივლისში იყო დაგეგმილი.

ადრე უეფამ განაცხადა, რომ სამშაბათს, 17 მარტს ვიდეოკონფერენცია გაიმართებოდა, რომელზეც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველა ევროპული შეჯიბრების, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატის ჩატარების საკითხებზე იმსჯელებდნენ.

მანამდე ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერდა ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატების მატჩები, ასევე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0