https://sputnik-georgia.com/20210721/Tbilisis-meris-arCevnebi-moZebnis-Tu-ara-opozicia-kaxa-kalaZis-sapirwones-252385324.html
თბილისის მერის არჩევნები - მოძებნის თუ არა ოპოზიცია კახა კალაძის საპირწონეს
თბილისის მერის არჩევნები - მოძებნის თუ არა ოპოზიცია კახა კალაძის საპირწონეს
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ალბათობას არც კი განიხილავენ. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების... 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T22:54+0400
2021-07-21T22:54+0400
2021-07-21T22:54+0400
მიმოხილვები
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250033881_0:0:3236:1821_1920x0_80_0_0_347224443a02b49637caa945af521a67.jpg
ქართულ ოპოზიციაში, რომელიც ბოლო დროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ერთიანობას ავლენდა, მორიგი უთანხმოება შეინიშნება. პარტიები თბილისის მერის თანამდებობაზე ერთიან კანდიდატზე ვერ თანხმდებიან.2 ოქტომბრისთვის დანიშნული თბილისის მერის არჩევნები პარტიებისთვის გადამწყვეტია მრავალი ფაქტორის გამო და, პირველ რიგში, ამომრჩევლების რაოდენობის თვალსაზრისით. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქში მთელი ქვეყნის ამომრჩევლების 37%-ია რეგისტრირებული.ამ არჩევნებზე ამომრჩევლების სიმპათიები ოპოზიციის მიმართ დიდ როლს ასრულებს, რადგან თუ მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რასაც თითქმის ნახევარი წელიწადი ითხოვდა ოპოზიცია.მმართველმა პარტიამ თბილისის მერის არჩევნებზე ძლიერი და მეტად პოპულარული კანდიდატი წარადგინა - დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე.უთანხმოება ოპოზიციაშიოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე კონსულტაციები უკვე დაიწყო.„დარწმუნებული ვარ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატზე. კონსულტაციები დაწყებული გვაქვს და ამ კვირის ბოლოს უკვე იქნება მთავარი ფორმულა, როგორ გავდივართ არჩევნებზე", - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.ამასთან, დასძინა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წამოყენებაზე.ნიკა მელია ის კანდიდატია, რომელმაც უსამართლო საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გლდანში მოუგო, - განაცხადა პოლიტიკოსმა.ამავე დროს დეკანოიძემ დაადასტურა, რომ ოპოზიცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას კანდიდატურას იხილავს.ჯერჯერობით ღია მხარდაჭერა მელიამ და ხოშტარიამ მხოლოდ პარტია „ევროპული საქართველოსგან“ მიიღეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ რიგით მეორე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ითვლებოდა, თუმცა ახალ რეიტინგებში ის პოზიციებს თმობს.პარტია „ლელოს“, რომელიც არჩევნებზე თავისი კანდიდატის წამოყენებას აპირებდა, ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთობის მომხრეა.ჩვენი პოზიცია ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში და ეს პოზიცია მიმართული იქნება ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციაზე და არა მათ დაყოფაზე, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კი ოპოზიციის კანდიდატზე თავისი შეხედულება აქვს.მისი თქმით, ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება, უკვე ყველასთვის ნათელია და ეს წინა არჩევნებმაც აჩვენა.ოპოზიციური ერთობის წარმატებას ვერ ხედავს პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.„კახა კალაძეს ის შანსები აქვს, რაც აქამდე ჰქონდა. საწყის ეტაპზე, შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია და ფავორიტად დარჩება, თუ ოპოზიციამ რაიმე არ მოიფიქრა... მთავარია არა კონკრეტული ადამიანი, ვინც კალაძეს დაუპირისპირდება, არამედ იდეა, რითაც ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე იქნება. არ მგონია, რომ ძლიერება საერთო ოპოზიციურ კანდიდატში იყოს, პირიქითაა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.ამას წინათ პარტიამ უკვე განაცხადა, რომ მერობის საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებს.მელიას პარტია „მოქალაქეებიც“ არ დაუჭერს მხარს.„ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი დასკვნები არ გაუკეთებია ოპოზიციაში ყოფნისას, მას მხოლოდ რევოლუცია უნდა, - აღნიშნა პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.არჩევნების ახალი მოთამაშევიდრე ოპოზიცია მოლაპარაკებებს მართავს, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ თავის დღის წესრიგს მიყვება.ახლახან შექმნილი პოლიტიკური ძალა რეიტინგებში უკვე მოხვდა და აპირებს, კონკურენცია გაუწიოს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც არჩევნებზე.ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებას ვერ გავმართავთ ერთიანი კანდიდატების საკითხზე. თბილისსა და რეგიონებში საკუთარი კანდიდატები გვეყოლება. უაზრო დისკუსიებზე დროს ვერ დავკარგავთ, ამიტომ უკვე გავემართეთ რეგიონებში, და ვიდრე ზოგიერთი მხარე დაკავებულია მოლაპარაკებებით და განხილვებით, ჩვენ უკვე ვმოქმედებთ და ამან კონკრეტული შედეგები უნდა გამოიღოს, - აღნიშნა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.თუმცა გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას ჯერ არ ჩქარობს.როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტიას „საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც თანმიმდევრულად მიყვება.მიზანი მხოლოდ გამარჯვებაამმართველ პარტიაში თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ალბათობას არც კი იხილავენ. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კახა კალაძე თბილისის საუკეთესო მერია და რთულია მისი ალტერნატივის წარმოდგენა. ამას ოპოზიციაც აღიარებს, ამიტომ ხელისუფლება გამარჯვებას პირველივე ტურში ელოდება, განაცხადა პაპუაშვილმა.მმართველი პარტია არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტია გეგმავს დამდეგ არჩევნებზე 48%-ის მიღებას.
https://sputnik-georgia.com/20210720/mmarTvelma-partiam-Tbilisis-meris-postze-kaxa-kalaZe-waradgina-252374623.html
https://sputnik-georgia.com/20210720/Zaladoba-da-siZulvili-klavs-Cvens-qveyanas-ra-uTxra-kalaZem-Jurnalistebs-252374988.html
https://sputnik-georgia.com/20210721/minimum-48-procenti-qarTulma-ocnebam-arCevnebis-Sedegebis-sakuTari-prognozi-dado-252375653.html
https://sputnik-georgia.com/20210720/saqarTvelos-Crdilovani-mTavroba-reaqciebi-da-lelos-iniciativis-perspeqtivebi-252374510.html
https://sputnik-georgia.com/20210714/qartuli-ocnebis-shvidi-deputati-gaxarias-sheuertda-252319272.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250033881_505:0:3236:2048_1920x0_80_0_0_585d436e4bec236db28da1e2eb7a6240.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები, ანალიტიკა
თბილისის მერის არჩევნები - მოძებნის თუ არა ოპოზიცია კახა კალაძის საპირწონეს
მმართველ პარტიაში თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ალბათობას არც კი განიხილავენ. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
ქართულ ოპოზიციაში, რომელიც ბოლო დროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ერთიანობას ავლენდა, მორიგი უთანხმოება შეინიშნება. პარტიები თბილისის მერის თანამდებობაზე ერთიან კანდიდატზე ვერ თანხმდებიან.
2 ოქტომბრისთვის დანიშნული თბილისის მერის არჩევნები პარტიებისთვის გადამწყვეტია მრავალი ფაქტორის გამო და, პირველ რიგში, ამომრჩევლების რაოდენობის თვალსაზრისით. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქში მთელი ქვეყნის ამომრჩევლების 37%-ია რეგისტრირებული.
ამ არჩევნებზე ამომრჩევლების სიმპათიები ოპოზიციის მიმართ დიდ როლს ასრულებს, რადგან თუ მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რასაც თითქმის ნახევარი წელიწადი ითხოვდა ოპოზიცია.
მმართველმა პარტიამ თბილისის მერის არჩევნებზე ძლიერი და მეტად პოპულარული კანდიდატი წარადგინა - დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე.
„დღეისათვის კახა კალაძე ამომრჩევლებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში და ხაზი გაუსვა, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ დადებით როლს შეასრულებს.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე კონსულტაციები უკვე დაიწყო.
„დარწმუნებული ვარ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატზე. კონსულტაციები დაწყებული გვაქვს და ამ კვირის ბოლოს უკვე იქნება მთავარი ფორმულა, როგორ გავდივართ არჩევნებზე", - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, დასძინა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წამოყენებაზე.
ნიკა მელია ის კანდიდატია, რომელმაც უსამართლო საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გლდანში მოუგო, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამავე დროს დეკანოიძემ დაადასტურა, რომ ოპოზიცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას კანდიდატურას იხილავს.
ჯერჯერობით ღია მხარდაჭერა მელიამ და ხოშტარიამ მხოლოდ პარტია „ევროპული საქართველოსგან“ მიიღეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ რიგით მეორე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ითვლებოდა, თუმცა ახალ რეიტინგებში ის პოზიციებს თმობს.
პარტია „ლელოს“, რომელიც არჩევნებზე თავისი კანდიდატის წამოყენებას აპირებდა, ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთობის მომხრეა.
ჩვენი პოზიცია ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში და ეს პოზიცია მიმართული იქნება ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციაზე და არა მათ დაყოფაზე, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კი ოპოზიციის კანდიდატზე თავისი შეხედულება აქვს.
მისი თქმით, ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება, უკვე ყველასთვის ნათელია და ეს წინა არჩევნებმაც აჩვენა.
„ვმსჯელობთ როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ასევე კონკრეტულ პიროვნებებთან, რომლებიც შეიძლება, პოლიტიკაში ჩაერთონ... ჩვენ მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახი კალაძე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური ერთობის წარმატებას ვერ ხედავს პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.
„კახა კალაძეს ის შანსები აქვს, რაც აქამდე ჰქონდა. საწყის ეტაპზე, შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია და ფავორიტად დარჩება, თუ ოპოზიციამ რაიმე არ მოიფიქრა... მთავარია არა კონკრეტული ადამიანი, ვინც კალაძეს დაუპირისპირდება, არამედ იდეა, რითაც ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე იქნება. არ მგონია, რომ ძლიერება საერთო ოპოზიციურ კანდიდატში იყოს, პირიქითაა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
ამას წინათ პარტიამ უკვე განაცხადა, რომ მერობის საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებს.
მელიას პარტია „მოქალაქეებიც“ არ დაუჭერს მხარს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი დასკვნები არ გაუკეთებია ოპოზიციაში ყოფნისას, მას მხოლოდ რევოლუცია უნდა, - აღნიშნა პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
არჩევნების ახალი მოთამაშე
ვიდრე ოპოზიცია მოლაპარაკებებს მართავს, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ თავის დღის წესრიგს მიყვება.
ახლახან შექმნილი პოლიტიკური ძალა რეიტინგებში უკვე მოხვდა და აპირებს, კონკურენცია გაუწიოს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც არჩევნებზე.
ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებას ვერ გავმართავთ ერთიანი კანდიდატების საკითხზე. თბილისსა და რეგიონებში საკუთარი კანდიდატები გვეყოლება. უაზრო დისკუსიებზე დროს ვერ დავკარგავთ, ამიტომ უკვე გავემართეთ რეგიონებში, და ვიდრე ზოგიერთი მხარე დაკავებულია მოლაპარაკებებით და განხილვებით, ჩვენ უკვე ვმოქმედებთ და ამან კონკრეტული შედეგები უნდა გამოიღოს, - აღნიშნა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.
თუმცა გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას ჯერ არ ჩქარობს.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტიას „საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც თანმიმდევრულად მიყვება.
მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა
მმართველ პარტიაში თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ალბათობას არც კი იხილავენ. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კახა კალაძე თბილისის საუკეთესო მერია და რთულია მისი ალტერნატივის წარმოდგენა. ამას ოპოზიციაც აღიარებს, ამიტომ ხელისუფლება გამარჯვებას პირველივე ტურში ელოდება, განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტია გეგმავს დამდეგ არჩევნებზე 48%-ის მიღებას.