გახარიას გუნდში მატებაა: „ქართული ოცნება" შვიდმა დეპუტატმა დატოვა

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
გიორგი გახარიას ახლად დაფუძნებულმა პარტიამ ქვეყნის რიგ რაიონებში – ზუგდიდში, გორში, ფოთში, ბათუმსა და მცხეთაში უკვე ხუთი ოფისი გახსნა და მისთვის პირველი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ხაშურის საკრებულოს შვიდმა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგები დატოვა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" შეუერთდა, ნათქვამია პარტიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გახარია: საქართველოში „ნაცმოძრაობას" ჩვენ დავასრულებთ
მმართველი პარტიის დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთეს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ვაჟა ხარშილაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ ჯონდო კაპანაძემ და მისმა მოადგილემ ემზარ მურჯიკნელმა. „ქართული ოცნების" რიგები ასევე დატოვეს ირინე გელაშვილმა, მამუკა წიქარიშვილმა, ზვიად ტეფნაძემ და ანა ხარებავამ. ოთხივე მათგანს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან „ქართული ოცნება", ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად", – განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა.
გახარიამ პარტია ივნისის დასაწყისში დააფუძნა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
ყველა ახალი ამბავი
0