https://sputnik-georgia.com/20210720/Zaladoba-da-siZulvili-klavs-Cvens-qveyanas-ra-uTxra-kalaZem-Jurnalistebs-252374988.html
„ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას“ – რა უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს
„ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას“ – რა უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ისევ მოქმედი მერი წარადგინა. ჟურნალისტები თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას აქციით შეხვდნენ. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T21:50+0400
2021-07-20T21:50+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/81/237848185_0:0:2000:1129_1920x0_80_0_0_d1ac1c956e394075976b49242f25d68c.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს მასმედიის წარმომადგენლებზე ძალადობდა, ქვეყნის განვითარებას და მომავალს აზიანებდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კალაძემ კიდევ ერთხელ მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დააფიქსირა.„რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.თუმცა, ამავე დროს, კალაძის თქმით, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ქართულ საზოგადოებაში.მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დღეს ხელმეორედ დაასახელა.ოპოზიციური მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები დღეს მთაწმინდის პარკთან შეიკრიბნენ, სადაც მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონია გაიმართა. ჟურნალისტებს ხელში ეკავათ „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.სამი ოპოზიციური ტელეარხი: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ უკვე ერთი კვირაა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მიზეზი „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის, მასმედიის წარმომადგენლები მის გარდაცვალებაში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასტიკად სცემეს. ხოლო ხელისუფლებას – რომ არ დაიცვეს ჟურნალისტები ამ ჯგუფების თავდასხმებისგან.აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ. ისინი მთაწმინდის პარკთან რამდენიმე ასეულ მეტრში ტრასაზე დგანან. მმართველი პარტიის შეკრების ადგილზე მათ პოლიცია არ უშვებს.კახა კალაძე გახდა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პირველი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი.2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მერებს და ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210720/Jurnalistebi-Tbilisis-merobis-kandidatis-wardgenas-aqciiT-Sexvdnen-252374708.html
https://sputnik-georgia.com/20210720/mmarTvelma-partiam-Tbilisis-meris-postze-kaxa-kalaZe-waradgina-252374623.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/81/237848185_0:0:2000:1257_1920x0_80_0_0_13bd113625ce970cea947383fcd9dadf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
„ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას“ – რა უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს
21:50 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ისევ მოქმედი მერი წარადგინა. ჟურნალისტები თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას აქციით შეხვდნენ.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს მასმედიის წარმომადგენლებზე ძალადობდა, ქვეყნის განვითარებას და მომავალს აზიანებდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კალაძემ კიდევ ერთხელ მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დააფიქსირა.
„რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თუმცა, ამავე დროს, კალაძის თქმით, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ქართულ საზოგადოებაში.
„ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დღეს ხელმეორედ დაასახელა.
ოპოზიციური მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები დღეს მთაწმინდის პარკთან შეიკრიბნენ, სადაც მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონია გაიმართა. ჟურნალისტებს ხელში ეკავათ „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.
სამი ოპოზიციური ტელეარხი: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ უკვე ერთი კვირაა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მიზეზი „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის, მასმედიის წარმომადგენლები მის გარდაცვალებაში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასტიკად სცემეს. ხოლო ხელისუფლებას – რომ არ დაიცვეს ჟურნალისტები ამ ჯგუფების თავდასხმებისგან.
აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ. ისინი მთაწმინდის პარკთან რამდენიმე ასეულ მეტრში ტრასაზე დგანან. მმართველი პარტიის შეკრების ადგილზე მათ პოლიცია არ უშვებს.
კახა კალაძე გახდა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პირველი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი.
2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მერებს და ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.