https://sputnik-georgia.com/20210720/Jurnalistebi-Tbilisis-merobis-kandidatis-wardgenas-aqciiT-Sexvdnen-252374708.html
ჟურნალისტები თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას აქციით შეხვდნენ
ჟურნალისტები თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას აქციით შეხვდნენ
Sputnik საქართველო
აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T20:38+0400
2021-07-20T20:38+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352201_0:242:2400:1600_1920x0_80_0_0_3e245d0518167d535faac99da07b4619.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური მასმედიის ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე მთაწმინდის პარკთან, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა მიმდინარეობს.ახლახან მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.სამი ოპოზიციური ტელეარხი: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ უკვე ერთი კვირაა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მიზეზი „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის, მასმედიის წარმომადგენლები მის გარდაცვალებაში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასტიკად სცემეს. ხოლო ხელისუფლებას – რომ არ დაიცვეს ჟურნალისტები ამ ჯგუფების თავდასხმებისგან.აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ. ისინი მთაწმინდის პარკთან რამდენიმე ასეულ მეტრში ტრასაზე დგანან. მმართველი პარტიის შეკრების ადგილზე მათ პოლიცია არ უშვებს.კახა კალაძე გახდა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პირველი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი.2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მერებს და ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210720/dazaralebulis-statusi-kidev-ramdenime-Jurnalists-mieniWa-252373505.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352201_88:467:1891:1600_1920x0_80_0_0_5a289c5c1a6d0a55b677aa5c7e9efe5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჟურნალისტები თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას აქციით შეხვდნენ
20:38 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური მასმედიის ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე მთაწმინდის პარკთან, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა მიმდინარეობს.
ახლახან მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.
სამი ოპოზიციური ტელეარხი: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ უკვე ერთი კვირაა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მიზეზი „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის, მასმედიის წარმომადგენლები მის გარდაცვალებაში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასტიკად სცემეს. ხოლო ხელისუფლებას – რომ არ დაიცვეს ჟურნალისტები ამ ჯგუფების თავდასხმებისგან.
აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ. ისინი მთაწმინდის პარკთან რამდენიმე ასეულ მეტრში ტრასაზე დგანან. მმართველი პარტიის შეკრების ადგილზე მათ პოლიცია არ უშვებს.
კახა კალაძე გახდა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პირველი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი.
2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მერებს და ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.