https://sputnik-georgia.com/20210720/saqarTvelos-Crdilovani-mTavroba-reaqciebi-da-lelos-iniciativis-perspeqtivebi-252374510.html
საქართველოს ჩრდილოვანი მთავრობა – „ლელოს“ ინიციატივის პერსპექტივა და მასზე რეაქცია
საქართველოს ჩრდილოვანი მთავრობა – „ლელოს“ ინიციატივის პერსპექტივა და მასზე რეაქცია
Sputnik საქართველო
კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის ინიციატივა არაერთგვაროვნად აღიქმება ოპოზიციაში, ხოლო სკეპტიკურად – მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული... 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T19:52+0400
2021-07-20T19:52+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24778/02/247780243_0:104:1984:1220_1920x0_80_0_0_44fca4fb0e65878b0caaa24bb2629e74.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ჩამოყალიბდება თუ არა საქართველოში ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა? ამ საკითხმა აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ყოფილი ბანკირი, ამჟამად კი პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების დაწყების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობაზე საუბრისას ხაზარაძემ ხაზი გაუსვა, რომ მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრების თანამდებობები არ უნდა აღმოჩნდეს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხელში.ხაზარაძის ინიციატივის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ჩრდილოვან მთავრობასა და მინისტრების ადგილების გადანაწილებაზე საუბარი. თუმცა სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოალიციას პარტიაში არ გამორიცხავენ.„ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საერთოდ არც ერთ ძალოვან უწყებაზე პრეტენზია ჰქონდეს. იცით რატომ? – ზოგადად რომ გამოვრიცხოთ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომ რაღაცნაირად ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებული არიან. ამიტომ ამ უწყებებში მაქსიმალურად უნდა იყვნენ არასამთავრობო სექტორიდან ადამიანები, ან არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი ადამიანები. ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური პროკურატურა და ა.შ.“ – აღნიშნა უდუმაშვილმა.ხაზარაძის ინიციატივას საინტერესოდ მიიჩნევს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.„თუ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მართლა გვინდა, მთავრობის შემადგენლობა უნდა დავასახელოთ. ალბათ, ხაზარაძის განცხადება აქედან არის ნაკარნახევი. რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავდეს ძალოვანი მინისტრები, ვემხრობი იმას, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ყველა ძალოვანი პორტფელი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ლელოს“ ინიციატივა ოპოზიციაში კონფლიქტს გააღვივებს.„არ მიგვაჩნია, რომ ახლა ეს გადამწყვეტი საკითხია, ზოგადად, ოპოზიციაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე მგონია, რომ ეს პრობლემურიც იქნება და კიდევ უფრო გააღვივებს ოპოზიციაში კონფლიქტებს... პერსპექტივას ვხედავთ თუ არა ზოგადად ამ მიმართულების – ამ წუთში ამ პერსპექტივის დანახვა გვიჭირს. თუმცა დავაკვირდებით, ცხადია, და ჩვენს კოლეგებს ყურადღებით მოვუსმენთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.„ლელოს“ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი.„თვითმმართველობის არჩევნებისთვის რა სახის მთავრობის ფორმირებაზეა საუბარი, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პარლამენტში უნდობლობის პროცედურის საკითხის დაწყება სურს „ლელოს“, რაშიც მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან სერიოზულად არ მიმაჩნია, დღეს ვიდგე და მინისტრების პორტფელების განაწილებაში მონაწილეობა მივიღო იმ პირობებში, როცა უნდობლობის პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა არ არსებობს“, – აღნიშნა იოსელიანმა.„პოლიტიკური თამაშები“რამდენიც უნდათ, იმდენი მთავრობა შექმნან, ჩვენ კი ქვეყნის მართვას გავაგრძელებთ – ასეთი კომენტარი გაუკეთა ხაზარაძის ინიციატივას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.„თამაში თუ უნდათ, შეუძლიათ გააგრძელონ, გინდა პარლამენტში, გინდა პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობენ, არის თამაში და არასერიოზულობა. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ვერ იქნება ვერც ძალოვანი მინისტრი, ვერც მისი მოადგილე და ვერც რომელიმე სხვა მინისტრი. რასაც ვხედავ, მათ გაერთიანების შანსი რომ არ აქვთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა სუბარმა.არასერიოზულად მიიჩნევს ხაზარაძის ინიციატივას უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძეც.„ოპოზიციის მხრიდან ეს ინიციატივა რაღაცნაირად სახლობანას თამაშს ჰგავს. დამოკიდებულება და ღირებულებების სისტემაში ნიშანწყალი იმის, რომ ოპოზიციას რაღაც რეალობის აღქმა მაინც აქვს, ეს ნამდვილად არის, ვინაიდან ისინიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა და ყოფნა საერთოდ დაუშვებელი და არანორმალურია. ეს არ ეხება მხოლოდ ძალოვან სამინისტროებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.ამასთან დასძინა, რომ სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის გაერთიანების შანსს ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირების საკითხშიც კი.„მე ამ შანსებს სკეპტიკურად შევხედავდი. ამაზე თეორიულად მსჯელობას აზრი არ აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით მე ეს დიდად პერსპექტიული ამბავი არ მგონია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.მომხრეები და მოწინააღმდეგეები„ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია მასმედიის წარმომადგენელთა პროტესტის ფონზე მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.თუმცა ეს ინიციატივა იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – უთანხმოება ოპოზიციურ ბანაკში გაჩნდა.მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორებმა უკვე დააგროვეს 46 ხმა: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 32 ხმა და 7-7 ხმა ფრაქცია „ლელოდან" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფიდან". პროცედურის დასაწყებად მათ ახლა მხოლოდ 4 ხმა აკლიათ, მაგრამ ახალი მთავრობის დასამტკიცებლად – გაცილებით მეტი – 30 ხმა.მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.ოპოზიციას პარლამენტში სულ 66 მანდატი აქვს, თუმცა იმპიჩმენტს ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება, მათ შორის „გირჩის" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები.მმართველ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" გულგრილად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების მუქარას. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მიაღწევს.
https://sputnik-georgia.com/20210713/mTavrobis-impiCmentis-sakiTxi-kiTxvis-niSnis-qveSaa-SeZlebs-Tu-ara-opozicia-gaerTianebas-252312041.html
https://sputnik-georgia.com/20210719/mamuka-xazaraZe-Crdilovani-koaliciuri-mTavrobis-Seqmnis-iniciativiT-gamovida-252364769.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24778/02/247780243_110:0:1874:1323_1920x0_80_0_0_67f6ea2d4f8b5f7b76b374d5af196b83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საქართველოს ჩრდილოვანი მთავრობა – „ლელოს“ ინიციატივის პერსპექტივა და მასზე რეაქცია
19:52 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის ინიციატივა არაერთგვაროვნად აღიქმება ოპოზიციაში, ხოლო სკეპტიკურად – მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდებიან.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ჩამოყალიბდება თუ არა საქართველოში ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა? ამ საკითხმა აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ყოფილი ბანკირი, ამჟამად კი პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების დაწყების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.
ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობაზე საუბრისას ხაზარაძემ ხაზი გაუსვა, რომ მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრების თანამდებობები არ უნდა აღმოჩნდეს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხელში.
ხაზარაძის ინიციატივის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ჩრდილოვან მთავრობასა და მინისტრების ადგილების გადანაწილებაზე საუბარი. თუმცა სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოალიციას პარტიაში არ გამორიცხავენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საერთოდ არც ერთ ძალოვან უწყებაზე პრეტენზია ჰქონდეს. იცით რატომ? – ზოგადად რომ გამოვრიცხოთ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომ რაღაცნაირად ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებული არიან. ამიტომ ამ უწყებებში მაქსიმალურად უნდა იყვნენ არასამთავრობო სექტორიდან ადამიანები, ან არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი ადამიანები. ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური პროკურატურა და ა.შ.“ – აღნიშნა უდუმაშვილმა.
ხაზარაძის ინიციატივას საინტერესოდ მიიჩნევს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.
„თუ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მართლა გვინდა, მთავრობის შემადგენლობა უნდა დავასახელოთ. ალბათ, ხაზარაძის განცხადება აქედან არის ნაკარნახევი. რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავდეს ძალოვანი მინისტრები, ვემხრობი იმას, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ყველა ძალოვანი პორტფელი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ლელოს“ ინიციატივა ოპოზიციაში კონფლიქტს გააღვივებს.
„არ მიგვაჩნია, რომ ახლა ეს გადამწყვეტი საკითხია, ზოგადად, ოპოზიციაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე მგონია, რომ ეს პრობლემურიც იქნება და კიდევ უფრო გააღვივებს ოპოზიციაში კონფლიქტებს... პერსპექტივას ვხედავთ თუ არა ზოგადად ამ მიმართულების – ამ წუთში ამ პერსპექტივის დანახვა გვიჭირს. თუმცა დავაკვირდებით, ცხადია, და ჩვენს კოლეგებს ყურადღებით მოვუსმენთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ლელოს“ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი.
„თვითმმართველობის არჩევნებისთვის რა სახის მთავრობის ფორმირებაზეა საუბარი, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პარლამენტში უნდობლობის პროცედურის საკითხის დაწყება სურს „ლელოს“, რაშიც მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან სერიოზულად არ მიმაჩნია, დღეს ვიდგე და მინისტრების პორტფელების განაწილებაში მონაწილეობა მივიღო იმ პირობებში, როცა უნდობლობის პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა არ არსებობს“, – აღნიშნა იოსელიანმა.
რამდენიც უნდათ, იმდენი მთავრობა შექმნან, ჩვენ კი ქვეყნის მართვას გავაგრძელებთ – ასეთი კომენტარი გაუკეთა ხაზარაძის ინიციატივას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
„თამაში თუ უნდათ, შეუძლიათ გააგრძელონ, გინდა პარლამენტში, გინდა პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობენ, არის თამაში და არასერიოზულობა. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ვერ იქნება ვერც ძალოვანი მინისტრი, ვერც მისი მოადგილე და ვერც რომელიმე სხვა მინისტრი. რასაც ვხედავ, მათ გაერთიანების შანსი რომ არ აქვთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა სუბარმა.
არასერიოზულად მიიჩნევს ხაზარაძის ინიციატივას უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძეც.
„ოპოზიციის მხრიდან ეს ინიციატივა რაღაცნაირად სახლობანას თამაშს ჰგავს. დამოკიდებულება და ღირებულებების სისტემაში ნიშანწყალი იმის, რომ ოპოზიციას რაღაც რეალობის აღქმა მაინც აქვს, ეს ნამდვილად არის, ვინაიდან ისინიც კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა და ყოფნა საერთოდ დაუშვებელი და არანორმალურია. ეს არ ეხება მხოლოდ ძალოვან სამინისტროებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან დასძინა, რომ სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის გაერთიანების შანსს ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირების საკითხშიც კი.
„მე ამ შანსებს სკეპტიკურად შევხედავდი. ამაზე თეორიულად მსჯელობას აზრი არ აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით მე ეს დიდად პერსპექტიული ამბავი არ მგონია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მომხრეები და მოწინააღმდეგეები
„ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია მასმედიის წარმომადგენელთა პროტესტის ფონზე მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.
თუმცა ეს ინიციატივა იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – უთანხმოება ოპოზიციურ ბანაკში გაჩნდა.
მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორებმა უკვე დააგროვეს 46 ხმა: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 32 ხმა და 7-7 ხმა ფრაქცია „ლელოდან" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფიდან". პროცედურის დასაწყებად მათ ახლა მხოლოდ 4 ხმა აკლიათ, მაგრამ ახალი მთავრობის დასამტკიცებლად – გაცილებით მეტი – 30 ხმა.
მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.
ოპოზიციას პარლამენტში სულ 66 მანდატი აქვს, თუმცა იმპიჩმენტს ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება, მათ შორის „გირჩის" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები.
მმართველ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" გულგრილად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების მუქარას. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მიაღწევს.