„მადლობა ბაიდენს იარაღისთვის!“ — ვინ უჭერს მხარს ავღანელ თალიბებს

© AP Photo / Rahmat Gulმოლაშქრეები ქაბულში
მოლაშქრეები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
თალიბები ირწმუნებიან, რომ ოფიციალური ქაბული მხოლოდ ადმინისტრაციულ ცენტრებს აკონტროლებს, ხოლო სოფლებში „ემირატის“ ხელისუფლებაა დამყარებული.
ფილიპ პროკუდინი
ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ მთავრობა შეიარაღებული თალიბების წინააღმდეგ პირისპირ დარჩა — ისევე, როგორც 32 წლის წინ, როდესაც ავღანეთი საბჭოთა არმიის შეზღუდულმა კონტინგენტმა დატოვა. ხომ არ მეორდება ისტორია და რა ტრავმები მიაყენა ავღანეთს ომმა — მოსაზრება ამის თაობაზე წაიკითხეთ РИА Новости-ს რეპორტაჟში.
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ტრამპი ბრალს სდებს: ბაიდენი თალიბებს მილიარდობით დოლარის იარაღს უტოვებს

ბავშვობა და სიყმაწვილე 90-იანებში

ქაბულელები ერთმანეთს ფოტოს უგზავნიან: ჯო ბაიდენი „თალიბანის“ საველე მეთაურ მოლა აბდულა განი ბარადარს კოცნის. ერთი–ერთში ჰგავს ლეონიდ ბრეჟნევისა და და ერიკ ჰონეკერის ამბორს. დედაქალაქის მოსახლეობას სასაცილოდ ეჩვენება ხუმრობა იმის შესახებ, რომ ამერიკის ლიდერმა განზრახ დაუტოვა შეიარაღება და ტექნიკა მოწოლილ მოჯაჰედებს.
თალიბანის სამხედრო წარმატებები არაერთგვაროვან გრძნობებს იწვევს მოსახლეობაში: ის ფაქტი, რომ მათ შეერთებული შტატები და ნატო დაამარცხეს და ოკუპანტები კვლავ განდევნეს, მათ ეროვნულ სიამაყეს ესალბუნება, მაგრამ ბევრს ახსოვს, რა წესრიგიც დაამყარეს „მოწაფეებმა“ („თალიბანი“ პუშტუზე) თავიანთ საამიროში.
„ისინი, ალბათ, ამბობენ: მადლობა, ბაიდენო, იარაღისთვის“, — ავსიტყვაობენ ქაბულელები.
ამერიკელები ოცი წელი ეომებოდნენ თალიბებს და, რა თქმა უნდა, მათ დახმარებას არ აპირებდნენ. ავღანეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ვაშინგტონზე ორიენტაციამ სასტიკი ხუმრობა მოუწყო — ხელისუფლების წყაროდ ისინი შეერთებულ შტატებს ხედავდნენ და არა საკუთარ ხალხს. და ახლა, მოკავშირეების წასვლის შემდეგ, რეჟიმი ჰაერში გამოეკიდა, ცოტა მომხრე ჰყავს. ამის შესახებ ჩურჩულით, თუმცა ზოგჯერ ხმამაღლაც ლაპარაკობენ ადგილობრივი პოლიტიკოსები.
ავღანელი მეამბოხეები თავდაცვის ძალებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
მიმოხილვა: რა არის „თალიბანი“ - დაჯგუფება თუ უკვე სახელმწიფო?
სამანდარი 1996 წელს, როდესაც თალიბები უომრად შევიდნენ ქაბულში, ათი წლისაც არ იყო. როცა ე.წ. ავღანეთის ისლამური საამიროს დედაქალაქში გატარებულ ბავშვობასა და სიყმაწვილეს იხსენებს, ცდილობს მიუკერძოებელი იყოს. „მათ დროს წესრიგი იყო, ქურდობა არ არსებობდა. ამისთვის მაშინვე ხელს კვეთდნენ ადამიანს“, — ამბობს ის.
„საერთოდ, ეს არასწორია. მაშინვე აკავებდნენ, ვისზეც მიუთითებდნენ. არადა, ეს შეიძლებოდა უდანაშაულო ადამიანი ყოფილიყო. თანაც ქურდისთვისაც კი ხელის მოკვეთა ცუდია“, — სამანდარი მცირე ხნით დუმდება, სიტყვებს არჩევს. ავღანელები მიჩვეული არიან ენისთვის კბილის დაჭერას. ირგვლივ უამრავი დამსმენია.
მაგრამ სამანდარს თითქოს რაღაც მოაწვა და გამოარღვია: ყველაფერში ერეოდნენ. ჯინსების ჩაცმას გვიკრძალავდნენ — ტრადიციული სამოსი ჩაიცვითო, რომელიც ტრადიციული სულაც არ არის — პაკისტანიდანაა შემოსული. მოზარდი ვიყავი და ჯინსები მეცვა. დამასმინეს და გამროზგეს“.
კვლავ დადუმდა, ალბათ ნანობდა, რაც თქვა. მერე კი დაამატა: „ეს ძალიან მტკივნეულია და საწყენი — ხალხის თვალწინ მცემეს“.
მემწვადე ხალიკიც პატარა ბიჭი იყო 1996-ში. მამა მოუკლეს და შვიდი წლის ბავშვი ოჯახის უფროსი გახდა.
„მას შემდეგ ყველაზე პასუხს ვაგებ. ახლა „თალიბანი“ მოვა, როგორღაც უნდა ვიცხოვროთ“, —  ამბობს ის.
ავღანელი მეამბოხეები თავდაცვის ძალებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
შეხვედრა თეირანში: ავღანელ ტერორისტებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო
ოცი წლის წინ ამერიკელების მისვლა გაუხარდა, მაგრამ ახლა ისინი აღარ არიან. ჯობდა საერთოდ არც მოსულიყვნენ, ოხრავს ხალიკი, ყველაფერი თავისთავად აეწყობოდაო. საბჭოთა ჯარებზე კი თავაზიანობის გამო ამბობს, საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ბევრი რამ ააშენაო.

გაქცევა ტყვეობიდან

იზატულო საუბარზე მხოლოდ გარკვეული პირობებით დამთანხმდა. გზად მისი აზრით უსაფრთხო ადგილზე დამუხრუჭებას მთხოვს და ათასი წვრილმანით მოვაჭრესთან საღეჭ თამბაქოს ყიდულობს — ლეგალურ ნარკოტიკს. მძღოლის საყვედურიან მზერას ყურადღებას არ აქცევს, პაკეტს ფხრეწს და თამბაქოს პირში იდებს. შენიშვნის მიცემა არ ღირს. კამუფლაჟში გამოწყობილმა, ტიკებიანმა და ნერვიული საუბრის მქონე იზატულომ შეიძლება დაგარტყათ კიდეც.
ტაქსისტი ხურდას დიდხანს ითვლის და იზატულო ცოფდება. ეჩვენება, რომ მისი მოტყუება უნდათ, მკვეთრი მოძრაობით იღებს კუპიურებს პანელიდან. შეშინებული მძღოლი არ ეკამათება.
კაფეში მაგიდასთან ჯდება და შარფის ბოლოებს უკან იყრის, რომელიც მკერდზე მიმაგრებულ ოფიცრის სამხრეს უფარავდა. სპეცრაზმის ზოლები მოძრობილი აქვს. თალიბების მიერ მისი დატყვევების ისტორია ჩვეულებრივი ამბავია.
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
„გავრცელდა უსაფუძვლო ინფორმაცია“: თალიბები მთავრობასთან დაზავებას არ აპირებენ
„ალყა შემოგვარტყეს. ვაზნები გაგვითავდა. ტყვეები გაგვანაწილეს. ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, ამიტომ არ ვიცი, რა დაემართათ სხვებს. მერე კი ხელები შემიკრეს და გავარვარებული დანით დამიწყეს დასერვა. რატომ? არა, საიდუმლო ინფორმაცია არ სჭირდებოდათ, უბრალოდ შურს იძიებდნენ. ჩვენ იქ ბევრი ჩავხოცეთ“, — ამბობს და ემოციების შეკავება უჭირს, ყრუ ხმა ზარივით უხდება.
იზატულოს თავი მოუკატუნებია, ვითომ ტკივილისგან გონება დაკარგა. თუმცა ბევრი არც აკლდა: ნარკოტიკებით გაბრუებული მწვალებელი დიდხანს და მოხერხებულად სერავდა მას.
დაჭრილი სპეცრაზმელი მიწაზე დააგდეს, რომ გონებაზე მოსულიყო მომდევნო „გართობისთვის“. მან დანის აღება, გათოკილი ხელების გათავისუფლება და გაქცევა მოახერხა. ხელებს იმკლავებს — ნაწიბურებით აქვს დაფარული. კელოიდურ ნაწიბურებს ჰგავს. ქურთუკს იწევს — ტანიც ნაიარევებით აქვს დაფარული.
„როგორ მოვექცევი თალიბებს, ხელში თუ ჩამიცვივდნენ? — იზატულო შეკითხვამ გააკვირვა. — როგორ და ძველებურად: მოვკლავ. ისინი არავის ინდობენ. ინექციას იკეთებენ და ბრძოლაში ისე შედიან. რას უკეთებენ, არ ვიცი“. ტყვეობიდან გაქცეული ოფიცერი არავისთან არ აპირებს შერიგებას.
ამერიკული ჯარები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ვაშინგტონი ავღანეთში ათასამდე სამხედროს დატოვებს: წყაროს ინფორმაცია
საუბრისადმი ინტერესს მალე კარგავს, მხრებში იხრება და სკამზე ქანაობას იწყებს. მერე ამბობს, რომ ძალიან უჭირს: ჭრილობების შემდეგ დიდხანს ვერ დაბრუნდა მწყობრში, პენსია კი პატარა აქვს. კუპიურებს ვაძლევ, მემშვიდობება და ქუჩას ირიბად კვეთს — პირდაპირ სატრანსპორტო ნაკადში. ქაბულში ყველა ასე დადის, მაგრამ იზატულო აქეთ-იქით არც იყურება, მძღოლები თვითონ ცდილობენ გვერდის ავლას.

ხანგრძლივი ომის გმირი

ქაბული ღობეების ქალაქია — ყველა ოფიციალური შენობა შემოღობილია. ყველგან გმირების პორტრეტებია გამოფენილი, ხშირად გვხვდება აჰმად შაჰ მასუდი. „პანჯიშერის ლომი“ საკონდიტრო მაღაზიაზეც კია მიკრული მულტპერსონაჟების პრინტების გვერდით. გამყიდველი ხუმრობით დასმულ შეკითხვაზე – ვინაა ავღანელი ბიჭებისთვის უფრო მაგარი — სპაიდერმენი თუ მასუდი, სრულიად სერიოზულად მპასუხობს: „მულტფილმებს კი უყურებენ, მაგრამ ალბათ მაინც მასუდი — ქვეყანაში ომია, ის კი გმირია. ბავშვებმა იციან რაც არის ეს, მშობლები უყვებიან, ომი მათ გარს არტყავს“.
მასუდი პოლიტიკური პარტია „ავღანეთის ისლამური საზოგადოების“ მეთაური იყო, რომელიც მეორე ლეგენდარულმა პოლიტიკოსმა — ბურჰანუდინ რაბანიმ დააარსა. რაბანი ავღანეთის პრეზიდენტი იყო, მოგვიანებით კი, ე.წ. წინააღმდეგობის წლებში (1996-2001) ჩრდილოეთის ალიანსს ხელმძღვანელობდა, რომელიც „თალიბანს“ ებრძოდა. 2011 წელს ის თვითმკვლელმა მოკლა — ჩალმით შეიტანა ასაფეთქებელი. ბურჰანუდინ რაბანის ვაჟი სალაჰუდინი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ახლა მამის მიერ დაფუნებულ პარტიას ხელმძღვანელობს.
ტაჯიკეთის საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
„თალიბანი“ უტევს: ავღანელმა სამხედროებმა ტაჯიკეთში დაიხიეს – ვიდეო
სალაჰუდინ რაბანის არ მიაჩნია, რომ ქვეყანა 90-იანებში ბრუნდება. „საერთაშორისო საზოგადოება ავღანელი ხალხის მხარესაა. რაც შეეხება თალიბებს, ისინი ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ არსი ისაა, რომ ხალხი მათ სისტემას, რელიგიის ასეთ ინტერპრეტაციას არ მიიღებს. მეორე მხრივ, ინკლუზიური მთავრობა უნდა არსებობდეს, რომელშიც სხვადასხვა საზოგადოებების წარმომადგენლები შევლენ. ავღანეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა და ეს სხვადასხვაობა ჩვენი ძალაა“, — ამბობს თანამოსაუბრე.
„ავღანელებს ესმოდათ, რომ უცხოური ძალები აქ სამუდამოდ ვერ დარჩებოდნენ. მაგრამ ჯარების გაყვანა, ასე ვთქვათ, ის არ იყო, რასაც ველოდით — ეს არ იყო პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. დოჰაში [„თალიბანსა“ და აშშ-ს შორის] შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე ნაჩქარევად დაიწყეს გასვლა, ქვეყანაში კი გამამაცებული თალიბები და მთავრობა დარჩნენ, რომელიც <...> შეთანხმებაში არ მონაწილეობდა. სამშვიდობო მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი ან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ ყოფილა. მაგრამ, მიუხედავად თალიბების ამასწინანდელი წარმატებისა, მათ მაინც უკან გავწევთ. მიგვაჩნია, რომ სამხედრო მარცხი მათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს“.
ავღანური საკითხი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება — მაინც მოუწევთ შეთანხმება. „თალიბანს“ ეს ესმის.
დამშვიდობებისას რაბანი დაინტერესდა: „ბაგრამში იყავით? ისინი მართლა გაიქცნენ?“. პასუხი მოისმინდა და ხელი გამომიწოდა: „საბჭოთა ჯარები, მიუხედავად იმისა, რომ ომში დამარცხდნენ, დღის სინათლეზე წავიდნენ — ღირსეულად და დროშებით“. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ისტორია მეორდება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური