https://sputnik-georgia.com/20210705/avRanelma-samxedroebma-tajikeTSi-daixies-252213313.html
„თალიბანი“ უტევს: ავღანელმა სამხედროებმა ტაჯიკეთში დაიხიეს – ვიდეო
„თალიბანი“ უტევს: ავღანელმა სამხედროებმა ტაჯიკეთში დაიხიეს – ვიდეო
Sputnik საქართველო
ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებმა მაისის შემდეგ ავღანეთის 150-მდე რაიონზე დაამყარეს კონტროლი. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T12:59+0400
2021-07-05T12:59+0400
2023-07-20T15:42+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/01/251622716_0:78:2525:1505_1920x0_80_0_0_37a24d18ee353fc243a78f76ab47d3aa.jpg
თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკების შეტევის შედეგად ავღანეთის სამთავრობო ძალების ათასზე მეტმა მეომარმა 4-5 ივლისის ღამით ტაჯიკეთის ტერიტორიაზე დაიხია, იუწყება „Sputnik–ტაჯიკეთი“ ეროვნული უშიშროების სასაზღვრო ჯარების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა სრული კონტროლი დაამყარეს ტაჯიკეთთან საზღვარზე მდებარე პროვინცია ბადახშანის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე.არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 1037 ავღანელი სამხედრო იმყოფება.ამჟამად საზღვრისპირა რაიონებში ვითარებას ტაჯიკი მესაზღვრეები აკონტროლობენ. ტერორისტული მოძრაობა „თალიბანი“ ივნისის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა ქვეყნიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლის პარალელურად.თალიბებსა და სამთავრობო ძალებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ოთხ საზღვრისპირა ოლქში. ბოევიკების კონტროლქვეშ გადავიდა პროვინცია ბადახშანის 28-დან 18 რაიონი. საერთო ჯამში თალიბებმა მაისის შემდეგ ავღანეთის 150 რაიონი მიიტაცეს.
https://sputnik-georgia.com/20210630/vaSingtoni-avRaneTidan-yvela-samxedros-ar-gaivans-252168352.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/01/251622716_0:0:2525:1587_1920x0_80_0_0_fee2653b7f773415e90e197aa0499147.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
„თალიბანი“ უტევს: ავღანელმა სამხედროებმა ტაჯიკეთში დაიხიეს – ვიდეო
12:59 05.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებმა მაისის შემდეგ ავღანეთის 150-მდე რაიონზე დაამყარეს კონტროლი.
თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკების შეტევის შედეგად ავღანეთის სამთავრობო ძალების ათასზე მეტმა მეომარმა 4-5 ივლისის ღამით ტაჯიკეთის ტერიტორიაზე დაიხია, იუწყება
„Sputnik–ტაჯიკეთი“ ეროვნული უშიშროების სასაზღვრო ჯარების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა სრული კონტროლი დაამყარეს ტაჯიკეთთან საზღვარზე მდებარე პროვინცია ბადახშანის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე.
„ვიღებთ რა მხედველობაში კეთილმეზობლობის პრონციპს და ვემხრობით ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოზიციას, ავღანეთის სამთავრობო ძალების სამხედროებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მიეცათ“, − ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 1037 ავღანელი სამხედრო იმყოფება.
ამჟამად საზღვრისპირა რაიონებში ვითარებას ტაჯიკი მესაზღვრეები აკონტროლობენ.
ტერორისტული მოძრაობა „თალიბანი“ ივნისის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა ქვეყნიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლის პარალელურად.
თალიბებსა და სამთავრობო ძალებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ოთხ საზღვრისპირა ოლქში. ბოევიკების კონტროლქვეშ გადავიდა პროვინცია ბადახშანის 28-დან 18 რაიონი. საერთო ჯამში თალიბებმა მაისის შემდეგ ავღანეთის 150 რაიონი მიიტაცეს.