შეხვედრა თეირანში: ავღანელ ტერორისტებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო

© AP Photo / Rahmat Gulავღანელი მეამბოხეები თავდაცვის ძალებთან ერთად
ავღანელი მეამბოხეები თავდაცვის ძალებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
რადიკალური მოძრაობა „თალიბანისა“ და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ირანში აწარმოებენ.
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. თეირანში ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებები დაიწყო, იუწყება სააგენტო ISNA.
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
„გავრცელდა უსაფუძვლო ინფორმაცია“: თალიბები მთავრობასთან დაზავებას არ აპირებენ
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა გახსნა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა მარცხი განიცადა რეგიონში, რითიც აიხსნება კიდეც ამერიკული ჯარების გაყვანა ავღანეთიდან.
დიპლომატს მიაჩნია, რომ აშშ-ის ყოფნამ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზარმაზარი ზიანი მიაყენა ავღანეთს და ამ ზარალის კომპენსაციის მიზნით ახლა ავღანელ პოლიტიკოსებს „რთული გადაწყვეტილებების მიღება“ და დიალოგზე წასვლა მოუწევთ.
მანამდე სააგენტო Reuters-მა თალიბების წარმომადგენელ ზაბიულუ მუჯაჰედზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ მოძრაობა მომავალ თვეში წერილობითი ზავის შეთავაზებას გეგმავს ავღანეთის ხელისუფლებისთვის. თუმცა როგორც სააგენტო РИА Новости-ს „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა ნაიმ ვარდაკმა განუცხადა, „ასეთი რამ არ არსებობს“.
ტაჯიკეთის საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
„თალიბანი“ უტევს: ავღანელმა სამხედროებმა ტაჯიკეთში დაიხიეს – ვიდეო
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ 2020 წელს მოაწერეს ხელი შეთანხმებას დაზავების შესახებ, რაც პირველად მოხდა ომის 18 წლის განმავლობაში. შეთანხმება ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გაყვანას ითვალისწინებს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე.
ქვეყნიდან აშშ-ის და ნატოს ძალების გასვლის ფონზე ამ დროისათვის ქვეყანაში კვლავ მიმდინარეობს დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის. თალიბებმა მაისის შემდეგ დაახლოებით 150 რაიონზე დაამყარეს კონტროლი.
ყველა ახალი ამბავი
0