https://sputnik-georgia.com/20210706/Talibani-dazavebas-ar-gegmavs-252224277.html
„გავრცელდა უსაფუძვლო ინფორმაცია“: თალიბები მთავრობასთან დაზავებას არ აპირებენ
„გავრცელდა უსაფუძვლო ინფორმაცია“: თალიბები მთავრობასთან დაზავებას არ აპირებენ
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის თალიბებმა უკვე დაამყარეს კონტროლი ავღანეთის 150-მდე რაიონზე, სამთავრობო ძალებთან დაპირისპირება გრძელდება. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T10:38+0400
2021-07-06T10:38+0400
2023-07-20T15:42+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251562541_0:306:3079:2047_1920x0_80_0_0_4ccee606533711600a6c833f5c468180.jpg
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. თალიბები უარყოფენ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რადიკალური მოძრაობა ავღანეთის მთავრობისთვის დაზავების შეთავაზებას აპირებს, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა ნაიმ ვარდაკმა.გუშინ სააგენტო Reuters-მა თალიბების წარმომადგენელ ზაბიულუ მუჯაჰედზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ მოძრაობა მომავალ თვეში წერილობითი ზავის შეთავაზებას გეგმავს ავღანეთის ხელისუფლებისთვის.ავღანეთიდან აშშ-ის და ნატოს ძალების გასვლის ფონზე ამ დროისათვის ქვეყანაში კვლავ მიმდინარეობს დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის. თალიბებმა მაისის შემდეგ დაახლოებით 150 რაიონზე დაამყარეს კონტროლი.
https://sputnik-georgia.com/20210705/avRanelma-samxedroebma-tajikeTSi-daixies-252213313.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251562541_0:112:3079:2047_1920x0_80_0_0_9395526630438cddb5d83034ae0877f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
„გავრცელდა უსაფუძვლო ინფორმაცია“: თალიბები მთავრობასთან დაზავებას არ აპირებენ
10:38 06.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) ამ დროისათვის თალიბებმა უკვე დაამყარეს კონტროლი ავღანეთის 150-მდე რაიონზე, სამთავრობო ძალებთან დაპირისპირება გრძელდება.
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. თალიბები უარყოფენ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რადიკალური მოძრაობა ავღანეთის მთავრობისთვის დაზავების შეთავაზებას აპირებს, განუცხადა სააგენტო
РИА Новости-ს „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა ნაიმ ვარდაკმა.
გუშინ სააგენტო Reuters-მა თალიბების წარმომადგენელ ზაბიულუ მუჯაჰედზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ მოძრაობა მომავალ თვეში წერილობითი ზავის შეთავაზებას გეგმავს ავღანეთის ხელისუფლებისთვის.
„ზოგ მედიასაშუალებაში გაჩნდა უსაფუძვლო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავღანეთის ისლამურმა საამირომ (თალიბების მიერ ჩამოყალიბებული ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო 1992-2001 წლებში − რედ.) შეიმუშავა საზავო გეგმა თუ პროგრამა, რომელსაც ქაბულის ადმინისტრაციას გადასცემს მომდევნო თვეში. ასეთი რამ არ არსებობს“, − განუცხადა ვარდაკმა სააგენტოს.
ავღანეთიდან აშშ-ის და ნატოს ძალების გასვლის ფონზე ამ დროისათვის ქვეყანაში კვლავ მიმდინარეობს დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის. თალიბებმა მაისის შემდეგ დაახლოებით 150 რაიონზე დაამყარეს კონტროლი.