მოსაზრება: ამერიკელებს ახალი ძლიერი მოთამაშე შეავიწროვებს

© photo: Sputnik / Stringer / ფოტობანკში გადასვლაამერიკელი სამხედროები
ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
„ჩინეთმა თვალი ახლო აღმოსავლეთს დაადგა“, „ოთხას მილიარდ დოლარად ღირებული კონტრაქტი გავლენას აძლიერებს“, „ჩვენი ლუკმა რუსებსა და ჩინელებს დარჩება“ — ასეთი სათაურებით გამოდის ამერიკული გაზეთები.

სოფია მელნიჩუკი

სამხედროები შეშფოთებული არიან იმით, რომ პეკინი და მოსკოვი მათ ადგილს დაიკავებენ რეგიონში, თუ კლანჭებს მოადუნებენ. შეშფოთების მიზეზები არსებობს: ჩინეთი — ახლოაღმოსავლური ნავთობის მთავარი მყიდველი და ბევრი ქვეყნის უდიდესი ეკონომიკური პარტნიორია, მაგრამ რუსეთის გარეშე პოლიტიკური პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია. ვის აქვს აშშ-ის შევიწროების უნარი, იხილეთ РИА Новости-ს საავტორო მასალაში.

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
მოსაზრება: დემოკრატიას ასწავლიან – შეერთებულმა შტატებმა ჩარევის მეთოდები განსაზღვრა

დახმარების ვაკუუმი

ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი ფრენკ მაკენზი ახლო აღმოსავლეთში ცოტა ხნის წინანდელი ტურნეს დროს ამბობდა, ჩვენი წასვლის შემდეგ ვაკუუმს რუსები და ჩინელები ამოავსებენ, ვაშინგტონი ყურადღების აღმოსავლეთ აზიაზე გადატანას აპირებს, ეს კი საუდიტების ინტერესებს ეწინააღდეგება, რომლებსაც ვაშინგტონის იმედი აქვთ ამბოხებულ ჰუსიტებთან ბრძოლაშიო.

პეკინს, გენერლის აზრით, გრძელვადიანი მიზნები აქვს ეკონომიკური ძალის გავრცელებასა და რეგიონში სამხედრო ბაზების შექმნის კუთხით. რუსეთი კი მზადაა მიჰყიდოს მას საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა შეიარაღება.

„მე სრულიად ვეთანხმები, რომ ჩინეთი ის საფრთხეა, რომელზეც ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ, — აღნიშნა მაკენზიმ. — იმავდროულად ჩვენ გლობალური ზესახელმწიფო ვართ და გლობალურად უნდა ვიაზროვნოთ. გენერალმა აღიარა, რომ მოგზაურობის დროს ადგილობრივებისგან ხშირად ესმოდა შეკითხვა – არის თუ არა აშშ პარტნიორობის ერთგული და რა სახის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

საეჭვო პარტნიორობა

სამხედროები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის ამასწინანდელმა ახლოაღმოსავლურმა ტურნემ შეაშფოთა. აპრილში ის საუდის არაბეთს, არაბეთის საამიროებს, ომანს, ბაჰრეინს, ირანსა და თურქეთს ეწვია. იქ ის პალესტინა –ისრაელის კონფლიქტზე, სირიაზე, ლიბიასა და იემენზე, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს შორის არსებულ უთანხმოებებზე საუბრობდა.

ჰუსიტების საპროტესტო აქცია იემენში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
მოსაზრება: აშშ–მა საუდიტების დასჯა გადაწყვიტა - რას მოიგებენ ირანი და რუსეთი?

მინისტრმა კონკრეტული წინადადებებიც კი წამოაყენა, რაც მანამდე არ მომხდარა. მაგალითად, ჩინეთი მზადაა გახდეს არენა მრავალმხრივი დიალოგისთვის ნავთობ-ობიექტებისა და საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, ვან იმ მადლობა გადაუხადა არაბულ ქვეყნებს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და „კონტრტერორისტული ღონისძიებების“ მხარდაჭერისთვის სინცზიან-უიღურის ავტონომიაში.

თეირანთან ხელი მოეწერა შეთანხმებას ნავთობის 25 წლით მიწოდების თაობაზე. დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა იმის შესახებ, რომ ჩინეთი მზადაა ჩადოს ირანის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროში 400 მილიარდი დოლარი, ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი დოკუმენტების შავი პირების გაჟონვის წყალობით.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, პეკინი ცდილობს არ „გამობრწყინდეს“, როდესაც საქმე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში პროექტებს ეხება. კონტრაქტებს ინიციატივა „ერთი სარტყელი — ერთი გზის“ ფარგლებში სხვა ქვეყნებში პომპეზურად წარმოაჩენენ ხოლმე, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთქმედებების შესახებ დოკუმენტების უმეტესობა არც ჩინურ, არც ინგლისურ და არც ადგილობრივ ენებზე არ ქვეყნდება ხოლმე.

სულ ცოტა რამაა ცნობილი აბუ-დაბის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ინვესტიციებზე ჩინურ კომპანიებში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იკვლევენ. მაგალითად, SenseTime-ში, სადაც, სხვა თემების პარალელურად, სახის ამომცნობ სისტემაზეც მუშაობენ. ჩინეთთან თანამშრომლობა ასეთ სფეროებში არ აღაფრთოვანებს ამერიკელებს, რომლებიც შიშობენ, რომ პეკინი რეგიონში „ციფრულ ავტორიტარიზმს“ ავრცელებს.

ამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2020
მოსაზრება: აშშ-ის ერაყული კამპანიის წარმატებები და შეცდომები

თუმცა ირანი ჩინეთის მთავარი პარტნიორი არ არის რეგიონში. საუდის არაბეთი და ერაყი თეირანს უსწრებენ ნავთობის მიწოდებებით, სავაჭრო ბრუნვის მოცულობით, პირდაპირი ინვესტიციებითა და შეიარაღების ყიდვით. ახლო აღმოსავლეთში ჩინური იარაღის გაყიდვა, მართალია, ამერიკულს ვერ უტოლდება, მაგრამ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე

ჩინელები უკვე გავიდნენ ტრადიციულ ამერიკულ ბაზარზე, აღნიშნა РИА Новости-სთან საუბრისას ექსპერტმა ვასილი კაშინმა. „საუდის არაბეთი ჩინური იარაღის მსხვილი მყიდველია, უპირველესად, საბრძოლო დრონების რაოდენობის მხრივ. იქ ამწყობი ქარხნის პროექტიც კი ამუშავდა. ხდებოდა ბალისტიკური რაკეტების შეზღუდული რაოდენობის მიწოდებაც. იყიდება არტილერია და ჯავშანტექნიკა“.

და, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი რეგიონის ბევრი ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია და ბაზა აქვს ჯიბუტიში, აშშ-ის და რუსეთის მსგავს სამხედრო როლს ჯერჯერობით ვერ ასრულებს.

ექსპერტის თქმით, ამასთან ჩინელებისთვის ახლო აღმოსავლელებთან თანამშრომლობა უფრო ძნელია, ვიდრე აფრიკასთან. „აქ შეიძლება ხისტად დაიცვან თავიანთი პოზიციები. ირანიც კი, რომელიც იზოლაციაშია მოქცეული, შეთანხმებებს აუქმებდა, როდესაც პეკინი ვალდებულებებს არ ასრულებდა“.

აშშ-სა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
მოსაზრება: რა მოამზადა მოსკოვმა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის

ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია აღიზიანებს ამერიკელებს, მაგრამ მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, აღნიშნავს ახლო აღმოსავლური პროექტების მენეჯერი რუსლან მამედოვი. „შექმნილ რეალობაში, ტრანსფორმირებად რეგიონულ და მსოფლიო წესრიგში, ყველას უწევს კომპრომისებზე წასვლა“, — ამბობს ის.

„ახლო აღმოსავლური სახელმწიფოები ჩინეთს პოზიტიურად აღიქვამენ. იქ ესმით, რომ ჰეგემონი ათობით წლის განმავლობაში იყო აშშ, რაც ბევრს ხელ-ფეხს უკრავდა: შიდა აქტორი თავის პოლიტიკას ატარებდა, რეგიონულები კი იძულებით ემორჩილებოდნენ, — ამბობს მამედოვი. — წინააღმდეგობის მცდელობები ჩავარდნისთვის იყო განწირული. ამის მაგალითია ერაყი, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანა ქაოსში ჩაძირა“.  

მეორე მხრივ, პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებები არ უნდა აღვიქვათ სერიოზული ქმედებებისკენ მოწოდებად, მით უმეტეს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამრიკელები რუსებთან ჯერჯერობით თანამშრომლობენ, მიაჩნია ექსპერტს.

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
მოსაზრება: არის თუ არა განკუთვნილი ამერიკელების „ავღანური ბომბი“ რუსეთისთვის?

პერსპექტიული ამერიკული კვლევების ცენტრის დირექტორს მაქსიმ სუჩკოვს მიაჩნია, რომ გენერალ მაკენზის არაფერი ახალი არ უთქვამს. „ახლო აღმოსავლეთში ძველი მასშტაბებით ყოფნა ვაშინგტონს ამძიმებდა, მაგრამ ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის მცდელობები, ამის ოპტიმიზაცია მოეხდინათ, სამხედროების წინააღმდეგობას აწყდებოდა, — ამბობს ის. — ამაში პროფესიონალურ-პირადიცაა: ცენტრალური სარდლობა ტრადიციულად იყო აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაციების ეპიცენტრი და მის ხელმძღვანელებს არ სურთ, დაუთმონ შიდა ლიდერობა წყნარი ოკეანის სარდლობას, არადა ამას ჩინეთის შეკავების თავად ლოგიკა მოითხოვს. აქედანაა მცდელობები იმისა, რომ ხელმძღვანელობას ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობა ჩინეთისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემის გავლით დაანახონ“.

სუჩკოვის თქმით, რეალურად არც პეკინსა და არც მოსკოვს „ამერიკულ სტილში“ დომინირებისთვის არც ამბიცია აქვთ და არც რესურსები.

„თანამედროვე მსოფლიოში ეს საჭირო არცაა: კერძოდ, ამერიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ მასშტაბური სამხედრო ყოფნა ავტომატურად არ კონვერტირდება საგარეო-პოლიტიკურ წარმატებაში“, — მიაჩნია ექსპერტს.

თუმცა, მისი აზრით, რეგიონზე ამერიკის გავლენის სრულ დასუსტებაზე საუბარი არ ღირს — აშშ-ს სიმტკიცის ძველებურად დიდი მარაგი აქვს. ამიტომ ამერიკელი სამხედროები ეშმაკობენ, როდესაც ვაშინგტონში საკუთარ პუბლიკას არწმუნებენ, რომ რუსეთი და ჩინეთი „სადილზე მიირთმევს მათ“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციებს

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური