მოსაზრება: რა მოამზადა მოსკოვმა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის

© photo: Sputnik / Michael Klimentyevაშშ-სა და რუსეთის დროშები
აშშ-სა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
რეიკიავიკში სერგეი ლავროვისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრაა. საგარეო პოლიტიკური უწყებების მესვეურებს მოუწევთ გაარკვიონ – სად ემთხვევა ერთმანეთს რუსეთისა და აშშ-ის ინტერესები.

ქსენია მელნიკოვა

ეს იოლი ამოცანა არ არის უამრავი ურთიერთპრეტენზიების გათვალისწინებით. თუმცა არსებობს რამდენიმე მიმართულება, რომლებშიც მოსკოვსა და ვაშინგტონს თანამშრომლობა შეუძლიათ. კონკრეტულად რა იქნება განხილული ისლანდიაში?

ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
რეიკიავიკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება

„ყველაფერი, რაც, ასე თუ ისე, მოქმედებს სტრატეგიულ სტაბილურობაზე — ბირთვული თუ არაბირთვული იარაღი, მოიერიშე თუ თავდაცვითი იარაღი — მოლაპარაკებათა მაგიდაზე უნდა დაიდოს“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრამდე.

რუს მინისტრს ამერიკელ კოლეგასთან „პროფესიული საუბრის“ იმედი აქვს, რა დროსაც „ნათელი მოეფინება აშშ-ის კონკრეტულ ზრახვებს რუსეთის მიმართ“.

ლავროვის თქმით, ბლინკენთან ის „საერთაშორისო ცხოვრების იმ ასპექტებს განიხილავს, სადაც ორი ქვეყნის ინტერესები შეიძლება ემთხვეოდეს და სადაც ჩვენ, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, ინტერესთა ბალანსს მოვძებნით“.

ლავროვი ბლინკენს პირველად 19 მაისს შეხვდება არქტიკული საბჭოს სხდომაზე, რომელიც ისლანდიის დედაქალაქში ჩატარდება. გამორიცხული არ არის, რომ დიპლომატები იქ პირისპირ შეხვდნენ. რეიკიავიკი საკმაოდ სიმბოლური ადგილია: სწორედ ის შეხვდნენ ერთმანეთს 35 წლის წინ საბჭოთა და ამერიკელი ლიდერები — მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სერგეი ლავროვი: არამეგობრული სახელმწიფოების სიაში ქვეყნებს განურჩევლად არ შევიყვანთ

მოსალოდნელია დაძაბული საუბარი. ვაშინგტონსა და მოსკოვს ბევრი პრეტენზია დაუგროვდათ ერთმანეთის მიმართ. ურთიერთობები უდაბლეს წერტილამდე მაშინ დაეცა, როდესაც თეთრ სახლში ის-ის იყო შესულმა ჯოზეფ ბაიდენმა, პასუხობდა რა ჟურნალისტის შეკითხვებს, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „მკვლელია“. მოსკოვმა თავისი ელჩი ანატოლი ანტონოვი გამოიწვია ამერიკიდან კონსულტაციებზე, რომელიც ალბათ კარგა ხანს არ დაბრუნდება ვაშინგტონში.

სმოლენსკის მოედანზე ამერიკელების პოლიტიკას „ჩიხური და არაგონივრული“ უწოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტში გაბრაზდნენ და ათი რუსი დიპლომატი გამოაძევეს. „საკითხავი ისაა, განაგრძობს თუ არა მოსკოვი უპასუხისმგებლო და აგრესიულ ქმედებებს. თუ კი, ამ შემთხვევაში, როგორც [აშშ-ის] პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა, შედეგები იქნება“, — ასე ხატავდა პერსპექტივას ბლინკენი.

თეთრ სახლს აშფოთებდა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარება. „იქ თავმოყრილია ისეთი რაოდენობის რუსული ჯარი, როგორიც 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა“, — ამბობდა აპრილში სახელმწიფო დეპარტამენტის შეფი ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ესკალაცია არ გვინდა, მაგრამ შედეგები იქნება: ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა

დაახლოებით მაშინვე ვაშინგტონმა ახალი შეზღუდვები დაუწესა მოსკოვს. არა ისეთი მასშტაბური, თუმცა საგრძნობი. ამერიკელ ინვესტორებს რუსეთის ცენტრობანკის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ობლიგაციების შეძენა აუკრძალეს. სანქციები შეეხო ექვს ტექნოლოგიურ კომპანიას, რომლებიც თითქოს „მხარს უჭერენ რუსეთის სპეცსამსახურების კიბერპროგრამებს, ასევე მთელ რიგ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს — „არჩევნებში ჩარევისთვის“.

გაქრა ერთ-ერთი ბოლო შეთანხმებაც, რომელიც მხარეებს აერთიანებდა — ღია ცის ხელშეკრულება. აშშ-ში მასზე უარი ნოემბერში თქვეს, რასაც რუსეთმა სარკისებურად უპასუხა.

შეხვედრის იმედი

მაგრამ ურთიერთქმედების იმედები მაინც არის. თანაც ისინი უფრო იმატებს პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის წინ, რომელიც ამერიკული მხარის შეთავაზებით გაიმართება. სამიტი, დიდი ალბათობით, ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ჩატარდება, თუმცა მისი არც თარიღი და არც ადგილი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.

ბარენცის ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
აშშ არ გამორიცხავს: არქტიკა შეიძლება ახალი კონფლიქტის ზონად იქცეს

„საკითხი ისაა, როგორ მომზადდეს სწორად ასეთი კონტაქტი, ვინაიდან გასაგებია, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა — ეს ყველაზე საპასუხისმგებლო ღონისძიებაა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. განსაკუთრებით ისეთებისა, როგორებიც რუსეთი და შეერთებული შტატებია, რომლებიც გლობალური პასუხისმგებლები არიან საერთაშორისო მშვიდობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე, და რომლებიც, სამწუხაროდ, დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემების უზარმაზარ გროვას აწყდებიან“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

მაისის შუა რიცხვებში ამ უსიხარულო სურათს კიდევ ერთი შტრიხი დაემატა: ჰაკერული შეტევა Colonial Pipeline-ზე, რომელმაც აშშ-ის ლამის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო დატოვა საწვავის გარეშე. „ჯერჯერობით ჩვენი დაზვერვისგან არ გვაქვს მოსკოვის მონაწილეობის მტკიცებულებები, თუმცა გვაქვს მტკიცებულება, რომ გამომძალველი პროგრამა, რომელიც ჰაკერებმა გამოიყენეს, რუსეთში მდებარეობს“, — ასეთი კომენტარი გააკეთა ბაიდენმა „რუსული კვალის“ შესახებ და იქვე დაამატა, რომ პუტინთან შეხვედრისას ამ თემას შეეხება.

ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
ბლინკენის განმარტება: რატომ თქვა ბაიდენმა პუტინზე ის, რაც თქვა

ამჯერად ამერიკელების რიტორიკა შეიცვალა, აღნიშნა РИА Новости-სთან საუბრისას რუსეთის საერთაშორისო საკითხთა საბჭოს ხელმძღვანელმა ანდრეი კორტუნოვმა. „ესოდენ რბილი განცხადება შესაძლოა იყოს თანამშრომლობის შესახებ ერთგვარი შეთავაზება. აშშ მიანიშნებს, რომ ჰაკერები ზიანს აყენებენ და საშიშები არიან ორივე ქვეყნისთვის. მაგრამ პრობლემა პოლიტიკური სისტემების ასიმეტრიაშია. ჩარევა ვაშინგტონსა და მოსკოვში სხვადასხვაგვარად ესმით“, — მიაჩნია ექსპერტს.

ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა ჯერ კიდევ 2013 წელს შეთანხმდნენ საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობაზე. მოსკოვმა და ვაშინგტონმა ორმხრივი მექანიზმები მოამზადეს ინფორმაციის გაცვლისთვის. ხოლო პუტინისა და ტრამპის პირველ შეხვედრაზე G20-ის სამიტზე ჰამბურგში ამერიკის ლიდერმა ორმხრივი საექსპორტო ჯგუფის შექმნის წინადადება წამოაყენა კიბერუსაფრთხოების პრობლემების ანალიზისთვის. სამწუხაროდ, ვაშინგტონში დაბრუნებულმა, გადაიფიქრა. მერე კი თანამშრომლობა სულაც შეწყდა. ინფორმაციების გაცვლა აღარც აღდგენილა.

შეხების წერტილები

სუზანა მასი და სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
რეიგანის ყოფილმა მრჩეველმა პუტინს რუსეთის მოქალაქეობა სთხოვა

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსირებას ცდილობს. ერთი მხრივ, აუცილებელია ამომრჩეველს მოსკოვის დასჯის სიმტკიცე აჩვენონ, მეორე მხრივ, საბოლოო განხეთქილების დაშვება არ შეიძლება.

„ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზულად გავაფართოვოთ ურთიერთქმედების სფერო, ვინაიდან ვიწრო ორიენტაციამ უსაფრთხოებასა და შეიარაღებაზე ჩიხში შეგვიყვანა. ნამდვილად არსებობს გლობალური პრობლემები, რომლებიც ურთიერთქმედებებისთვის სივრცედ უნდა იქცეს: ეს არის პანდემიაც, კლიმატიც, საერთაშორისო ტერორიზმიც. კიბერუსაფრთხოებაც ერთობლივად უნდა დავარეგულიროთ და არა ერთმანეთს დავდოთ ბრალი ჯერ კიდევ არარსებული წესების დარღვევაში. ამას პლუს რეგიონული კონფლიქტებიც“, — აღნიშნა РИА Новости-სთან საუბარში ჩრდილოამერიკული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ვიქტორია ჟურავლიოვამ.

რუსეთისა და აშშ-ის ინტერესები, თუ არ ემთხვევა, იკვეთება მაინც რეგიონული პრობლემების დარეგულირებაში, მიაჩნია ანდრეი კორტუნოვს. მისი აზრით, ლავროვი და ბლინკენი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის თემაზე იმსჯელებენ.

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
მოსაზრება: არის თუ არა განკუთვნილი ამერიკელების „ავღანური ბომბი“ რუსეთისთვის?

„აშშ გამარჯვებული არ გადის. „თალიბანის“ მიერ ხელისუფლების მიტაცება დროის ამბავია. ამერიკელებს სახის შენაჩუნება სურთ და შეუძლიათ ამაში რუსეთის იმედი ჰქონდეთ. კიდევ არსებობს სირიის საკითხი. აქ უფრო მეტი უთანხმოებაა. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან აქტუალურია შესაძლო ინციდენტების აღკვეთა: რუსი და ამერიკელი სამხედროების შეჯახებებისა, განსაკუთრებით, მფრინავებისა“, — აღნიშნავს სპეციალისტი.

კონტაქტები გრძელდება ბირთვული შეკავებისა და სტრატეგიული სტაბილურობის მხარდაჭერის კუთხითაც, ამბობს ექსპერტი ილია კრამკინი. „მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცოტაა ისეთი სფეროები, რომლებშიც რუსეთს და აშშ-ს საერთო ენის გამონახვა და ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება შეუძლიათ, სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი შეთანხმების ვარიანტების განხილვა მაინც შესაძლებელია“, — მიაჩნია მას.

ამასთან რუსეთი ოფიციალურად გახდება არქტიკული საბჭოს თავმჯდომარე უახლოესი ორი წლის განმავლობაში. ამ სფეროში ამერიკელებთან დიალოგი, მიუხედავად ტექნიკურ საკითხებში დავებისა, მაინც შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0