რეიკიავიკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება

© photo: press-service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation  / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრა ნათელს მოჰფენს – რამდენად შეძლებენ მხარეები უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების მიღწევას.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა არქტიკული საბჭოს ფარგლებში ოთხშაბათს, 19 მაისს გაიმართება, იუწყება РИА Новости აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ნედ პრაისზე დაყრდნობით.

„სახელმწიფო მდივან ბლინკენს შესაძლებლობა ექნება არქტიკული საბჭოს ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვალ (19 მაისს), საღამოს შეხვდეს. ორმხრივი შეხვედრა არქტიკული საბჭოს ბოლო ღონისძიების შემდეგ გაიმართება“, – განაცხადა პრაისმა.

საგარეო უწყებების პირველი პირების შეხვედრა შესაძლებელს გახდის გავიგოთ, შეუძლიათ თუ არა მხარეებს მიაღწიონ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს, აღნიშნა სააგენტოსთან თანამოსაუბრემ.

აპრილის ბოლოს სერგეი ლავროვმა РИА Новости-სთან განაცხადა, რომ მზადაა რეიკიავიკში ბლინკენს შეხვდეს, თუ იგი არქტიკულ საბჭოზე ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0