მოსაზრება: ლუკაშენკომ დასავლეთს აჩვენა, რომ გრძელი ხელები აქვს

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
ბელარუსი კვლავ ახალი ამბების ცენტრშია: ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ ჩაიდინა ის, რასაც მისგან არ ელოდნენ.

პიოტრ აკოპოვი

გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების გამო ის თანამდებობიდან არ გადადგა, რამდენიმე საათის წინ კი მინსკის აეროპორტში ბელარუსის მოქალაქე რომან პროტასევიჩი დააპატიმრეს. ლუკაშენკოს საწინააღმდეგო წამყვანი მედიასაშუალების, ტელეგრამ-არხ Nexta-ს მთავარმა რედაქტორმა და შარშანდელი საპროტესტო აქციების კოორდინატორმა ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში დატოვა სამშობლო (მოგვიანებით მან ლტოლვილის სტატუსი მიიღო პოლონეთში) და ხილულ პერსპექტივაში ნამდვილად არ აპირებდა იქ დაბრუნებას.

Ryanair-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
„შოკისმომგვრელი აქტი“: ვაშინგტონი თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს – ვიდეო

პროტასევიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობისა და ხელისუფლებისა და მილიციის მიმართ „სოციალური მტრობის აღძვრის“ ბრალდებით. ის შესულია „ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა“ სიაში. როგორ აღმოჩნდა ის მინსკში? უცნაური დამთხვევების გამო თუ ბელარუსის სპეცსამსახურების ოპერაციის შედეგად? რაღა თქმა უნდა, მეორე მიზეზით, თუმცა გასაგებია, რომ მინსკი ამას საჯაროდ არ აღიარებს. პროტასევიჩი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა ბელარუსის ტერიტორიის გავლით. თუმცა ავიაკომპანია Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავი ლიეტუვის საზღვრიდან უკან მიბრუნდა და მინსკის აეროპორტში დაჯდა − თითქოს ბორტზე ბომბის არსებობს შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო, რის შემდეგაც პილოტებმა თავად ითხოვეს მინსკის აეროპორტში საგანგებოდ დაჯდომა. სხვა ვერსიით, თვითმფრინავის შემობრუნების მიზეზი ერთ-ერთ მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა: Nexta-ს ცნობით, „ფრენის დროს ეკიპაჟთან ჩხუბი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა წამოიწყეს, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო“.

პოლიცია მინსკში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს

ლუკაშენკოს განკარგულებით, თვითმფრინავის მინსკის აეროპორტამდე გასაცილებლად ცაში МиГ-29 ასწიეს. მაგრამ დაჯდომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბორტზე არანაირი ბომბი არ იყო. თვითმფრინავი დაათვალიერეს და რამდენიმე საათის შემდეგ ის ვილნიუსში გაფრინდა − ყველა მგზავრთან ერთად, მათ შორის მყოფი პროტასევიჩის გარდა. როგორც მან მინსკში თვითმფრინავის დაჯდომამდე მეზობლებს უთხრა, ბელარუსში სიკვდილით დასჯა ელოდა. თუმცა ის მუხლები, რომლებითაც ედება მას ბრალი, მაქსიმუმ 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ბელარუსის ოპოზიციის რეაქცია პროტასევიჩის დაპატიმრებასა და თვითმფრინავის ოპერაციაზე პროგნოზირებადი იყო: ისინი მოითხოვენ, რომ მინსკის აეროპორტში იძულებით დაჯდომა „ტერორიზმის აქტად“ შეფასდეს და ამასთან დროებით შეჩერდეს ბელორუსიის თავზე  ფრენები. „რეჟიმმა საფრთხე შეუქმნა ბორტზე მგზავრებისა და მთლიანად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას იმ ადამიანისთვის ანგარიშსწორების მიზნით, რომელიც ბელარუსის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეგრამ-არხის რედაქტორი იყო“, − დაწერა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (ICAO) „მომხდარზე გამოძიების დაწყება და ბელარუსის ICAO-დან გარიცხვაც“ კი მოითხოვა.

აქცია მინსკში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
უფლებადამცველები ბელარუსში 245 ადამიანის დაკავებაზე საუბრობენ

აღშფოთებულია ევროპაც: ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლიაიენის განცხადებით, „სრულიად დაუშვებელია, აიძულო თვითმფრინავს მინსკში დაჯდომა. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ განაგრძოს მგზავრობა ვილნიუსისკენ უსაფრთხოდ“. ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა, რომ აუცილებელია „ხისტი და საყოველთაო პასუხი ევროპელების მხრიდან“. ევროდეპუტატები კიდევ უფრო ღია განცხადებებით გამოვიდნენ. ევროპული საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ (ანუ „ევროპის პრეზიდენტმა“) და ევროპარლამენტის უდიდესი ფრაქციის თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა (ეროვნებით პოლონელმა, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია) განაცხადა, რომ „ლუკაშენკო საფრთხედ იქცა არა მარტო თავისი ქვეყნის მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. მისი სახელმწიფო ტერორიზმის აქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და მტკიცე პასუხს ევროპის ყველა მთავრობისა და ინსტიტუტისგან“.

რეაქციას დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება, ბრიუსელში ხომ ხვალ ისედაც იგეგმება ევროკავშირის ლიდერთა სამიტი. ერთ-ერთი მთავარი თემა მასზე რუსეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მას ბელარუსიც დაემატა. მით უმეტეს, რომ მოკავშირე სახელმწიფოს ორივე ნაწილი დასავლეთში სულ უფრო ძლიერ აღიქმება ერთ მთლიანობად, ხოლო „ევროპული გზისთვის“ მებრძოლებს (როგორც ბელარუსსა და რუსეთში, ისე თავად ევროპაშიც) ძალიან სურთ, რომ ეს ასე არ იყოს.

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
მოსაზრება: დემოკრატიას ასწავლიან – შეერთებულმა შტატებმა ჩარევის მეთოდები განსაზღვრა

სხვათა შორის, ამაზე მუშაობდა კიდეც რომან პროტასევიჩი „თავისუფალ ევროპასა“ და „ევრორადიოში“ ბელარუსიდან ემიგრაციამდე. რესურსი Nexta კი მხოლოდ მოკლე (თუმცა ყველაზე კაშკაშა) ეტაპია მის ბიოგრაფიაში. არხს ის უკვე ემიგრაციაში მყოფი შეუერთდა 2019 წელს და გასული წლის შემოდგომაზე დატოვა. მანამდე კი, „თავისუფალ ევროპაში“ მუშაობისას, უკრაინაში დადიოდა მივლენებებით ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში, ანუ დონბასში. რუსეთი მისთვის აგრესორია, პუტინი − დამნაშავე, ხოლო ბელარუსს დასავლური ვექტორი სჭირდება (და რუსეთისგან ეტაპობრივი დაშორება). ამაში ახალი არაფერია − იმავეს ვხედავთ ჩვენებური „რეჟიმთან მებრძოლების“ შემთხვევაშიც. აი, როგორი რეაქცია ჰქონდა პროტასევიჩის დაპატიმრებაზე ლეონიდ ვოლკოვს, ნავალნისტების ბელადის მოვალეობის შემსრულებელს:

„ალექსანდრ ლუკაშენკო საერთაშორისო ტერორისტია. საერთოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის სწორი, კანონიერი, თანაბარზომიერი და ადეკვატური პასუხი უნდა გახდეს სპეცრაზმის გაგზავნა ულვაშიანი ნაძირალას ჰააგაში წასაყვანად. მაგრამ ახლა ის დრო არ არის, „მწვავე შეშფოთებით“ შემოიფარგლებიან. ამაშია ლუკაშენკოსთან, პუტინთან და სხვა შეშლილებთან დაკავშირებული უზარმაზარი პრობლემა. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს „წითელ ხაზებზე“. და რაც მეტს ლაპარაკობს (და მხოლოდ ლაპარაკობს), მით მეტი ტერორისტი ხედავს, რომ არანაირი „წითელი ხაზები“, სამწუხაროდ, არ არსებობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი მორიგ ზღვარს გადადიან და „ღრმა შეშფოთებას“ ხედავენ, ისინი იღებენ მკაფიო და ნათელ სიგნალს: საზღვრები არ არსებობს“.

ვლადიმირ პუტინი ფედერალურ კრებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
მოსაზრება: დასავლეთმა იცის, სად გაავლო რუსეთის პრეზიდენტმა წითელი ხაზები

დიახ, დიახ − გაიგზავნოს სპეცრაზმი, დაპატიმრდეს და გასამართლდეს საზღვარგარეთ. ანუ უცხოური ინტერვენცია? ხუმრობს, არა? ლუკაშენკო კი პარანოიკია, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გეგმებზე საუბრობს მის მოკვლასთან დაკავშირებით. ამერიკელები ხომ არასდროს ხოცავენ უცხელ ლიდერებს − არ აწყობენ საიდუმლო თავდასხმებს, არ იპყრობენ მათ სახელმწიფოებს. თვითმფრინავებსაც მხოლოდ „საშინელი დიქტატორი“ ლუკაშენკო აბრუნებს უკან.

რაღაცნაირად უხერხულიც კია გასულ წელს უკრაინული სპეცსამსახურების (გასაგებია, რომ ის ამერიკელ კურატორებთან ერთად მზადდებოდა) ოპერაციის ჩაშლის გახსენება. მაშინ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთის „კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლების“ დაკავება სურდათ კიევში მინსკი–სტამბულის რეისის საგანგებო რეჟიმში დაჯდომისას. იძულებითი შემობრუნების კიდევ ერთი ინციდენტი 2016 წლის ნოემბერში მოხდა კიევი–მინსკის რეისზე, როდესაც ბორტიდან ჟურნალისტი და აქტივისტი არმენ მარტიროსიანი ჩამოსვეს.

პუტინის მიმართვა ფედერალური კრების მიმართ - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მინიშნება დონბასზე და ლუკაშენკოს დაცვა - ექსპერტები პუტინის მიმართვას განიხილავენ

სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები პერიოდულად აბრუნებენ ან იძულებით სვამენ თვითმფრინავებს იმისთვის, რომ მათთვის საინტერესო პირი დააკავონ − ამით ცნობილი არიან არა მარტო ამერიკა, არამედ ისრაელიც, თურქეთიც, ირანიც... ხოლო იმის თაობაზე, თუ „ბორტზე ბომბის არსებობის“ შესახებ ცნობების რა ნაწილი არის შეგნებული პროვოკაცია, ამას ვერასდროს შევიტყობთ. ლუკაშენკომ ხისტად და არაცივილიზებულად იმოქმედა? მაგრამ მას ვითარებაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩვეულო აქვს: მისი მოშორება ნამდვილად სურთ ნებიემიერ ფასად. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზღვარგარეთ მომუშავე ოპოზიციისთვის იმის ჩვენება, რომ ის უბრალოდ „ულვაშებიანი კოლმეურნე“ კი არ არის, არამედ ნებისმიერამდე მიუწვდება ხელი, ისევე, როგორც მათ მფარველებს. თუ არა მიწის ქვეშ, ბელარუსის ცაში მაინც.

ლუკაშენკო ისე მოიქცა, როგორც ამერიკელები იქცევიან? არც მთლად: ისინი საკუთარ, მათთვის საჭირო თვითმფრინავს მარტო აშშ-ის ციდან კი არა, საერთოდ ყველა ადგილიდან „ხსნიან“, სადაც ხელი მიუწვდებათ. ეს კი მსოფლიოს დიდი ნაწილია. ამის ყველაზე ხილული მაგალითია 2013 წლის 2 ივლისს მომხდარი ისტორია, როდესაც შტატების ბრძანებით ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესის ბორტი ნომერი ერთი დაამუხრუჭეს.

ედვარდ სნოუდენი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2019
ედვარდ სნოუდენი აშშ-ში დაბრუნდება, თუ მისი პირობები შესრულდება

ის მოსკოვიდან მიფრინავდა, სადაც ედვარდ სნოუდენი ათი დღის ჩასული იყო. ამერიკელებმა ეროვნული უშიშროების სააგენტოს თანამშრომელს საბუთები გაუბათილეს და მისი გადაცემა მოითხოვეს. რუსეთმა ამაზე უარი უთხრა შტატებს, თავად სნოუდენმა კი რამდენიმე ქვეყანას სთხოვა თავშესაფარი და ბოლივია იყო ერთ-ერთი, რომელმაც მას ამაზე თანხმობა უთხრა.

მაშინ მართლაც დამთხვევა იყო, რომ ბოლივიის პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფებოდა. და როდესაც ის შინ ბრუნდებოდა, ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ მორალესს სნოუდენი გაჰყავდა რუსეთიდან. ამიტომაც უბრძანეს („სთხოვეს“) ნატოელ მოკავშირეებს, დაეკეტათ ცა ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის. საფრანგეთი და პორტუგალია ასეც მოიქცნენ და მორალესს ვენაში დაჯდომა მოუხდა. იქ მისი თვითმფრინავი ავსტრიის პოლიციამ გაჩხრიკა, მაგრამ ბორტზე არანაირი სნოუდენი არ იყო.

ასე რომ, ლუკაშენკო ძალიან შორსაა ამერიკელებისგან, თუმცა ის არც ისწრაფვის გლობალური კონტროლისა და მსოფლიო ბატონობისკენ. კარგი იქნება, თუ თავის ქვეყანას დაიცავს ნათელი მომავლისათვის ისეთი მებრძოლებისგან, როგორიც რომან პროტასევიჩია. არა, მას არც დახვრეტენ და არც ციხეში ამოალპობენ: ათიოდე წელს მიუსჯიან, მერე კი, მონანიების საფუძველზე, ვადამდე გათავისუფლდება ამნისტიით. თუ მანამდე ის უბრალოდ არ გააძევეს ქვეყნიდან − ბელარუსის პრეზიდენტისთვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი იმის ჩვენება იყო, რომ გრძელი ხელები აქვს. თანაც არა პროტასევიჩისთვის, არამედ მათთვის, ვინც „ბელარუსულ მიმართულებას“ კურირებს.

უახლოეს დღეებში პროტასევიჩის საქმე, რა თქმა უნდა, ახალი ხმამაღალი განცხადებებისა და ზეწოლის საბაბი გახდება − თანაც არა მარტო მინსკზე, არამედ მოსკოვზეც. თუმცა მოკავშირე სახელმწიფოს ორივე ნაწილისთვის, რომლებიც საკუთარ სუვერენიტეტს იცავენ, ეს უჩვეულო ამბავი არ არის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0