უფლებადამცველები ბელარუსში 245 ადამიანის დაკავებაზე საუბრობენ

© photo: Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშიაქცია მინსკში
აქცია მინსკში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
სამართალდამცველებმა ჩაატარეს წერტილოვანი დაკავებები, რომლებიც, როგორც სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს უკავშირდება, მათ შორის - პიკეტირებას.

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბელარუსში ხელისუფლების მიერ დაურეგისტრირებელი უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ იუწყება, რომ აქვს ინფორმაცია შაბათს 245 დაკავებულის შესახებ. დაკავებები უკავშირდება მინსკში ოპოზიციის მიერ არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობას. ამის შესახებ წერს РИА Новости.

ბელარუსის ოპოზიციამ შაბათს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მინსკში მასობრივი არასანქცირებული საპროტესტო აქციები დააანონსა. მაგრამ, როგორც რესპუბლიკის შსს აცხადებს, მასობრივი უკანონო ღონისძიებები არ დაფიქსირებულა, საპროტესტო აქტივობა ნულს უახლოვდება. სამართალდამცველებმა ჩაატარეს წერტილოვანი დაკავებები, რომლებიც, როგორც სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს უკავშირდება, მათ შორის - პიკეტირებას.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2020
ბელარუსის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

როგორც „ვესნას“ ვებგვერდზეა აღნიშნული, დაკავებულია 245 ადამიანი. მინსკის გარდა, რამდენიმე დაკავებულია ბრესტში, ნოვოგრუდკაში, სოლიგორსკში, ნოვოპოლოცკში, ბარამოვიჩებში და მოგილევში.

ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს შემდეგ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ცესკოს მონაცემებით 80,1%-ით ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, ქვეყანაში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, მინსკსა და რეგიონებში მათ თან ახლდა არეულობები. მათი დაშლის დროს ძალოვანებმა სპეცსაშუალებები და სპეცტექნიკა გამოიყენეს. ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა სამი აქტივისტის დაღუპვის ფაქტი. თანდათანობით აქციებმა ლოკალური და მცირერიცხოვანი ხასიათი მიიღო. ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა, პროტესტების პიკი გადავლილია და თითქმის აღარ ვლინდება.

ოპოზიცია არჩევნებზე გამარჯვებულად სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიიჩნევს, მოითხოვს ხელახალ არჩევნებს და მინსკის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ ადრე მიღებული საერთაშორისო სანქციების გაფართოების ინიცირებით გამოდის. ბელარუსში ტიხანოვსკაიას ინიციატივით შექმნილი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. საქმეები უკავშირდება ძალაუფლების დამხობის მოწოდებებს, ექსტრემისტული ფორმირების შექმნას, შეთქმულებას არაკონსტიტუციური გზით სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. ტიხანოვსკაიაზე, რომელიც არჩევნების შემდეგ ლიეტუვაში გაემგზავრა, მინსკმა ძებნა გამოაცხადა, ის ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეებში.

ყველა ახალი ამბავი
0