ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს

© photo: Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია მინსკში
პოლიცია მინსკში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
გამოწერა
სამხედრო გადატრიალების განხორციელების თარიღად ოპოზიციონერებმა შეარჩიეს 9 მაისი - მინსკში გამარჯვების აღლუმის ჩატარების დღე

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში დააკავა აშშ-ისა და ბელარუსის მოქალაქე იური ზიანკოვიჩი და ბელარუსი ალექსანდრ ფედუტა, რომლებიც გეგმავდნენ სამხედრო გადატრიალებას მინსკში და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ფიზიკურ ლიკვიდაციას, იუწყება Sputnik-ბელარუსი უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან ერთად, სპეცოპერაციის შედეგად აღკვეთეს აშშ-ის და ბელარუსის მოქალაქე იური ლეონიდოვიჩ ზიანკოვიჩის და ბელარუსის მოქალაქე ალექსანდრ იოსიფოვიჩ ფედუტას უკანონო ქმედებები, რომლებიც გეგმავდნენ „ფერადი რევოლუციების“ შემუშავებული სცენარით და ადგილობრივი და უკრაინელი ნაციონალისტების ჩართვით ბელარუსში სამხედრო გადატრიალების განხორციელებას და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ფიზიკურ ლიკვიდაციას", - ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

აქცია მინსკში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
უფლებადამცველები ბელარუსში 245 ადამიანის დაკავებაზე საუბრობენ

ბელარუსი პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მესენჯერის პირად ჩატებში ზიანკოვიჩმა და ფედუტამ ბელარუსში შეიარაღებული ამბოხის გეგმის განხილვა მოაწყვეს და რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოპოზიციურად განწყობილ გენერლებთან მოსკოვში პირადი შეხვედრის გამართვა გადაწყვიტეს.

ზიანკოვიჩის მოსკოვში ჩასვლისთანავე, შეერთებულ შტატებსა და პოლონეთში კონსულტაციების შემდეგ, შედგა შეხვედრა დედაქალაქის ერთ-ერთი რესტორნის კაბინეტში. შეხვედრის დროს შეთქმულებმა განუცხადეს „ბელარუს გენერლებს", რომ მათი ჩანაფიქრის წარმატებით შესრულებისათვის აუცილებელია რესპუბლიკის თითქმის მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობის ფიზიკური განადგურება, აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახური.

მათ დეტალურად აღწერეს სამხედრო გადატრიალების გეგმა, რომელიც მოიცავდა რადიო- და ტელეცენტრების ხელში ჩაგდებას ხალხისადმი მათი მიმართვის ტრანსლირებისთვის, დედაქალაქში მოქმედი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი შიდა ჯარებისა და სპეცდანიშნულების რაზმების ქვედანაყოფების ბლოკირებას. ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებების შესაფერხებლად მზადდებოდა ბელორუსის ენერგოსისტემის სრული გამორთვა. იგეგმებოდა, რომ გარკვეული შეიარაღებული ფორმირებები აქტიურ მოქმედებაზე გადავიდოდნენ, აღნიშნავს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

Airzena Georgian Airways–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2020
ზურაბიშვილი მინსკში არ ყოფილა – პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გავრცელებული ხმები უარყო

საბოლოო მიზანს წარმოადგენდა კონსტიტუციური წყობის შეცვლა პრეზიდენტის პოსტის გაუქმებით, ხოლო ქვეყნის მართვას „ეროვნული შერიგების კომიტეტი“ იკისრებდა, ნათქვამია განცხადებაში.

„ყურადღების მისაქცევია ის, რომ სამხედრო გადატრიალების განხორციელების თარიღად ოპოზიციონერებმა შეარჩიეს 9 მაისი - მინსკში გამარჯვების აღლუმის ჩატარების დღე. აღნიშნული შეხვედრის აღბეჭდვის შემდეგ შეთქმულები რუსეთის უშიშროების ორგანოებმა დააკავეს და ბელარუს პარტნიორებს გადასცეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზიანკოვიჩის და ფედუტას წინააღმდეგ ბელარუსის საგამოძიებო ორგანოების მიერ აღძრულია საქმე ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 357-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან სხვაგვარ ქმედებებს, ჩადენილს სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0