ბიუჯეტში გარღვევაა?!.. ანუ კიბეებზე დასაწევი ამბავი...

© Sputnik / STRINGERსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
საბიუჯეტო ბალანსი... რა იყო დაგეგმილი და როგორია მოცემულობა... გაზრდილი ხარჯები და შემცირებული შემოსავლები... მზარდი ექსპორტი, კლებადი უცხოური ინვესტიციები, გაზრდილი ფულადი გზავნილები და ლარის გამყარების ტენდენცია...

სამსონ ხონელი

მეათე მოწვევის პარლამენტი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შედეგებს განიხილავს... ახალი და სასიკეთო რა არის? − შესაძლოა ჩამეძოთ და მეც მოკრძალებულად მიგანიშნებთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მისივე ეკონომიკის სარკეა და წესთ, საკუთარ ჯიბეზე დაკვიირვებით, თქვენივე რეპლიკაზე თავად უნდა გქონდეთ პასუხი... თუ ასე არ არის, რა გაეწყობა, განვაგრძობ თხრობას და ყურადღებას რამდენიმე პარამეტრზე გავამახვილებ.

SOCAR - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
რატომ ძვირდება ბენზინი და რა არის შესაძლო ბოლო ნიშნული?

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მარტის თვეში ქვეყანა პირველად გამოვიდა რეცესიიდან და ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტს გაუტოლდა... თუმცა პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.2 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, ის დაგეგმილ მაჩვენებელზე 69.2 მლიონი ლარით ნაკლებია, რაც პირველ კვარტალში მოსალოდნელიც კი იყო. სამაგიეროდ ამავე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 8.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც ეკონომიკაში რეალურად არსებულ ვითარებას ასახავს. აქციზის გეგმა 83.3 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა, საშემოსავლო გადასახადიდან 16.5 მილიონი ლარის კლება გვსქვს., ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში დანაკლისი 21.6 მილიონი ლარია...“ − განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
რა „სარგებლობა“ მოაქვს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას?

მთავრობის მიერ პარლამენტარებისთვის განსახილველად წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 527.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსავლებმა 3.010 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯებმა 3,102 მილიარდი ლარი შეადგინა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ქვეყანას პირველ კვარტალში ბიუჯეტის ამ მოცულობის დეფიციტი ჯერ არ ჰქონია.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მიზეზი ეკონომიკური კრიზისია, რის გამოც ქვეყნის ბიუჯეტს შემოსავლები შეუმცირდა, ხოლო ხარჯები, პირიქით, გაეზარდა. მათი თქმით, ეკონომიკაში რთული მდგომარეობაა, რაც დიდწილად გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიითა და გარე ეკონომიკური ფაქტორებით.

ქუთაისი - ლიბერთი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
ახდენილი ვარაუდი და დამძიმებული საკრედიტო ტვირთი...

„უნდა გვახსოვდეს, სანამ პანდემია საბოლოოდ არ დამარცხდება, მანამდე ჩვენი ეკონომიკა და შესაბამისად, ყოველი ჩვენგანის ეკონომიკური კეთილდღეობა მისი მძევალი იქნება. რა თქმა უნდა, სასურველია, უკეთესი შედეგი გვქონდეს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რესურსის მოცულობაზე, რომელიც ქვეყაას კონკრეტულ მომენტში გააჩნია. საქართველო სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა, რომლს რესურსები საკმაოდ შეზღუდული იყო. ის იძულებული გახდა ფინანსები გარე წყაროებიდან მოეზიდა. შედეგად, სახელმწიფო ვალი თითქმის 16 პროცენტული მუხლით გაზარდა, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ფაქტობრივად გადალახა სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ადრე თუ გვიან, სახელმწიფოს მოუწევს ამ ვალების გასტუმრება, რომლის სიმძიმე კიდევ უფრო მეტად საგრძნობი იქნება...“, - განაცხადა ანალიტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ფასები ისევ გარბის... ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციას?

რაკი სიტყვა საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალზე ჩამოვარდა, ვფქრობ, ურიგო არ იქნება, დამატებით მოგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი მარტში 500 მილიონი დოლარით შემცირების შემდეგ, აპრილში 284.2 მილიონი დოლარით ისევ გაიზარდა და მაისის დამდეგს 8 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოებისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს. ექსპერტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საგარეო ვალის ზრდა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება. დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 1.5 მილარდი დოლარი მოიზიდა.

ვალუტის კურსი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
საგარეო ვალი იზრდება... ემუქრება თუ არა ქვეყანას დეფოლტი?

სავარაუდოდ, მკითხველი დაინტერესდება, როგორია მაკროეკონომიკური პარამეტრები? კითხვაზე საპასუხოდ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოვიშველიოთ.

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 19.6 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 5.3 პროცენტით აღემატება. მარტსა და აპრილში გაიზარდა ტურიზმიც, მაგრამ ოთხთვიანი ჯამური მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83 პროცენტით, 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით კი 89 პროცენტით ნაკლებია.

უცხოური ინვესტიციები? − ჩამეძიება მკითხველი და რა გაეწყობა, განვმარტავ, პირველი კვარტლის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში ეკონომიკა დამატებით კიდევ 4.2 პროცენტით შემცირდა, შეიძლება ითქვას, რომ ზრდის, მით უფრო მნიშვნელოვანი ზრდის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თუ შევცდი, ეს მხოლოდ გამიხარდება...

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია... ანუ სად არის ეკონომიკური კრიზისის გასაღები?

ამასობაში, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ გასულ წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამს 12.3 პროცენტით გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ფულადი გზავნილების მოცულობამ 693 მილონ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 48 პროცენტით მეტია. საგულსხმოა, რომ მხოლოდ აპრილის თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა 145 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი რაც ქვეყნის ეკონმიკაში გასულ წელსაც გაიზარდა, ეს ფულადი გზავნილები იყო. 2019 წელთან შედარებით მოცულობამ 8.8 პროცენტით მოიმატა და 1.886 მილიარდ დოლარი შეადგინა. ფინანსისტების განმარტებით, ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა. პირველი − საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა უფრო მეტი თანხა გადმორიცხეს და მეორე − საზღვრების ჩაკეტვისა თუ სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის გამო გზავნილები მთლიანად გაოფიციალურდა და საკომისიოს დაზოგვის მიზნით ახლობლისთვის ნაღდი ფულის ხელზე გატანება შეუძლებელი გახდა.

დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
რატომ და რამდენით გაგვიძვირდა ცხოვრება?

მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლისას ფულად გზავნილებს არ ითვალისწინებენ, თუმცა რადგადნ ის მის ერთ-ერთ კომპონენტზე − მოხმარებაზე პირდაპირ აისახება, საბოლოოდ მაინც ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია...

და ბოლოს, არ გამკვირდება, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე შუქფარების შემხედვარე მკთხველმა მიმანიშნოს, − რატომ არაფერს ამბობ?!... რამდენმე დღეში ეროვნული ვალუტა ისე გამყარდა, რომ 100 ამერიკული დოლარის შეძენა 18 ლარით იაფად არის შესაძლებელი...

უნდა ვაღიარო, რეპლიკა სამართლიანია... პასუხად ვიტყვი, არ შევიმჩნიე, თვალი არ ეცეს. ეს ისე, ხუმრობით... თუმცა, მოდით, ეროვნულ ვალუტას რამდენიმე დღე კიდევ ვაცალოთ,

ცოტა დრო ანალტიკოსებსაც მივცეთ და ლარის ვარდობისთვის თავგადასავალს უახლოეს მომავალში დავუბრუნდეთ...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური