ფასები ისევ გარბის... ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციას?

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცენტრი
თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ცხოვრება ძვირდება, ინფლაცია იმატებს, საარსებო მინიმუმი იზრდება... ანალიტიკოსები მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას პროგნოზირებენ, ამასვე ვარაუდობენ სახელისუფლებო კულუარებშიც.

სამსონ ხონელი

საკამათო არ არის, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოება ცხოვრების გაძვირებას უჩივის. იშვიათი გამონაკლისის გარდა ფასები ყველა მიმართულებით რამდენჯერმე გაიზარდა, რაც მოქალაქეების ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. ამიტომაც მომდევნო სტრიქონებში ვეცდები ამ გაუსაძლისი ყოფის გამომწვევ მიზეზებზე მოგახსენოთ. წინამდებარე სტატია ყველა კითხვაზე პასუხს ვერ დაიტევს. ამჯერად − პური ჩვენი არსობისა, ანუ საკვები პროდუქტები. სანახაობა, მოგეხსენებათ, არ გვაკლია!

რატომ ძვირდება სურსათი და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს უახლოეს მომავალში? ძალიან ბანალური კითხვაა – შესაძლოა მიმანიშნოს მკითხველმა და არც ის გამიკვირდება, რომ პასუხის საკუთარი ვერსიაც შემომთავაზოს. მიზეზთა მისეული ჩამონათვალიც ადვილად წარმოსადგენია. მკითხველი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, საწვავის გაძვირებას, ბიზნეს-სექტორისთვის კომუნალური გადასახადების ზრდას დაასახელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის არც საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირებას დაივიწყებს. გავბედავ და ვიტყვი, რომ პასუხი – სწორია!

ვალუტის კურსი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
საგარეო ვალი იზრდება... ემუქრება თუ არა ქვეყანას დეფოლტი?

ანალიტიკურ წრეებშიც ფასების ზრდის ამავე მიზეზებზე მიანიშნებენ. კერძოდ, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ფასი იზრდება, რაც, ბუნებრივია, აძვირებს კონკრეტულ პროდუქციას და ყველა იმ პროდუქტსაც, რაშიც ის, როგორც ინგრედიენტი გამოიყენება. შესაბამისად, იზრდება პროდუქციის თვითღირებულება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დახლზე პროდუქციის ფასიც იზრდება. ბიზნესს ხარჯები მნიშვნელოვნად გაუზარდა საწვავის ფასის ცვლილებამაც. ეს, თავის მხრივ, აისახება ლოჯისტიკურ ხარჯებზე, რაც, ასევე ბუნებრივია, საბოლოო ჯამში პროდუქციის ფასში იყრის თავს. გასულ ერთ თვეში საქართველოში საწვავი საშუალოდ 9.4 პროცენტით გაძვირდა. რა თქმა უნდა, პროდუქციას აძვირებს გაზრდილი კომუნალური გადასახადებიც. 

იმედია, ცხოვრების გაძვირების ძირითად მიზეზებზე შევთანხმდით. ბუნებრივია, სხვა მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორიც არსებობს, მაგრამ მათ შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს და არც ის არის გამორიცხული, წარსულში დაშვებული შეცდომების მოძიება-განსჯისთვის დიდი ისტორიული ექსკურსიც დაგვჭირდეს. ახლა საინტერესოა, თუ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში? კითხვაზე პასუხს დროსა და სივრცეში მივიღებთ, თუმცა გარკვეულ ტენდენციაზე საუბარი უკვე დღესვე შეიძლება.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია... ანუ სად არის ეკონომიკური კრიზისის გასაღები?

საკუთარ შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ: ორიოდე დღის წინ სურსათის რამდენიმე ქსელურ მაღაზიას ვესტუმრე. დაკონკრეტება არ არის საჭირო. ფაქტია, აპრილის თვის პირველი დეკადის მიწურულთან შედარებით, ერთისა და იმავე დასახელებისა და რაოდენობის პროდუქტში ამჯერად რამდენიმე ლარით მეტი გადავიხადე. მარტივად დავასკვენი – სურსათი კიდევ უფრო გაძვირდა! ნუ მკითხავთ – რამდენით, პროცენტებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაითვლის და უკვე მომდევნო თვის პირველ რიცხვებში გაასაჯაროვებს. დაველოდოთ. თუმცა, ვიცი, რომ ჩემეული დასკვნა უსაფუძვლო არ არის. როგორც ანალიტიკურ წრეებშიც აცხადებენ, ინფლაციური ზეწოლა მიმდინარე თვეშიც გაზრდილია. Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ეს ისევ და ისევ ლარის არასტაბილურობის, მსოფლიო ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდისა და კომუნალური გადასახადის გაძვირების შედეგია.

„ყველაზე დიდი გავლენა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს აქვს. როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 1 პროცენტით უფასურდება, ეს ფასების 0,25–0,35 პროცენტის ფარგლებში ზრდას იწვევს“, − აცხადებს ლაშა ქავთარაძე. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ფასების ზრდა გაგრძელდება და 8,6 პროცენტს მიაღწევს, რაც წლიურ ჭრილში 6,9 პროცენტი იქნება.

დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
რატომ და რამდენით გაგვიძვირდა ცხოვრება?

გაზრდილი ინფლაციური წნეხის პირველ შედეგს ანალიტიკოსები მომდევნო კვირას, 28 აპრილს მოელიან, როდესაც ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კერძოდ, არის ვარაუდი, რომ რეფინანსირების განაკვეთი ისევ გაიზრდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას პროგნოზირებენ სახელისუფლებო გუნდშიც. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა წლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოუწევს. მისივე შეფასებით, ეს ეკონომიკის სტიმულირებას შეაფერხებს, თუმცა ინფლაციური წნეხის შესაჩერებლად ეს დღეს გარდაუვალია.

„ბიუჯეტის ისეთი მაღალი დეფიციტის პირობებში, როგორიც 7,5 პროცენტია, არსებობს საფრთხე, შეგვექმნას მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები... ამ ყველაფერს კი შეუძლია გამოიწვიოს მონეტარული რყევები და ეროვნული ვალუტის დევალვაცია. გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 900 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყენა, წელსაც დაახლოებით იმავე მოცულობის ინტერვენციებს განახორციელებს, მაგრამ ლარის სტაბილურობისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება და ამჯერად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევაც მოუწევს“, − განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს რისკები სოციალურ, პოლიტიკურ რისკებში არ გადაიზარდოს.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
სად მთავრდება დაღმართი, ანუ ვინ დაიჭერს გაქცეულ ლარს?

მაშ ასე, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება და შესაბამისად რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთიც გაიზრდება. თუმცა ჯერ არავინ იცის, რამდენით. სამაგიეროდ წინასწარ ცნობილია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება სწორედ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პროცენტის შესაბამისად. დღეს ასეთი 120 ათასზე მეტი მომხმარებელია.

ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ მკვეთრ გაუფასურებას, რაც მზარდი ინფლაციის ერთ-ერთი პირველი ფაქტორია, ანალიტიკოსები რამდენიმე ძირითად მიზეზს უკავშირებენ. ეს არის: COVID-19-ის პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინი და შეზღუდვების შესაძლო გამკაცრება ან „ლოკდაუნი“, ვაქცინაციის ჯერ ისევ დაბალი ტემპი, რაც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ართულებს და, შესაბამისად, ტურიზმის ეტაპობრივად აღდგენასაც აფერხებს. არადა, კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ტურიზმიდან შემოსავლების მოცულობა დიდწილად განსაზღვრავს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

საბანკო ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ვის, რატომ და რამდენით გაუძვირდა კრედიტი?

„პრობლემა კომპლექსურია და არ შეიძლება ლარის გაუფასურებას მხოლოდ ერთი რომელიმე ფაქტორი განაპირობებდეს. ზოგადად ფონი არის კრიზისული, რაც გლობალურად COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია. ეს ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის სტაბილურობაზე ახდენს გავლენას. უარყოფით ფაქტორებს შორის არის მთელ მსოფლიოში ამერიკული დოლარის გამყარება და ის რყევები, რამაც ბოლო დროს თურქული ლირის გაუფასურება გამოიწვია. რა თქმა უნდა, პროცესი ლარზე პირდაპირ აისახება. თურქეთი ხომ ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. გაუფასურების მიუხედავად, ლარი ქართულ სინამდვილეში ყველაზე ჯანსაღი ერთეულია. თუმცა იმ ავადმყოფობასაც ასახავს, რაც ქართულ ეკონომიკას სჭირს“, − აცხადებს ანალიტიკოსი ლადო პაპავა.

და, ბოლოს, ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნიშნები ლარის სტაბილურობას სასურველ ფონს უქმნის. ახლა უკვე მთავარია ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების გათვალისწინება. ქვეყანაში ეკონიმიკის ჩაკეტვა სიტუაციას გააუარესებს, რაც, ბუნებრივია, ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება...

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური