საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში: სამი თვალსაზრისი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მხარეებს, გააძლიერონ ძალისხმევა ერთმანეთის მიმართ ნდობის განმტკიცების კუთხით და უზრუნველყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს და რუსეთს შორის ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი შესამჩნევი გარღვევების გარეშე დასრულდა, მაგრამ მხარეები დიალოგის გაგრძელებას აპირებენ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე – ბურჯანაძე

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებს ესწრებიან დელეგაციები საქართველოდან, რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. დღეისათვის ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.

„უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური. მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის დაკავებების, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, გადაადგილების თავისუფლების და გარკვეულ ადგილებში უსაფრთხოების ჩათვლით”, - ნათქვამია მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით თანათავმჯდომარეების შეფასებაში.

ამასთან თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დღის წესრიგის საკვანძო საკითხზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობას და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებს ეხება.

„მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხზე შედგა თვალსაზრისების გულახდილი და ღია გაცვლა-გამოცვლა“, - აღნიშნავენ ისინი.

აღინიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ და დევნილ პირების შესახებ ძირითადი საკითხის განხილვა არ შედგა, რადგან მონაწილეთა ნაწილმა მოლაპარაკებები დატოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან საბაჟო შეთანხმება უნდა ამუშავდეს

„თანათავმჯდომარეებმა კვლავ მოუწოდეს მხარეებს, გააძლიერონ ძალისხმევა ერთმანეთის მიმართ ნდობის განმტკიცების კუთხით, განიხილონ ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ყველა ელემენტი და უზრუნველყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხედვა საქართველოდან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, ასევე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების უმძიმეს მდგომარეობაზე. აღინიშნა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხების შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებისა და რუსიფიკაციის გააქტიურებულ მცდელობებზე.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
აბაშიძე: საქართველო მზადაა რუსეთთან საზღვრის გახსნის საკითხზე იმსჯელოს

მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის საკითხზე. ასევე ვრცელი საუბარი შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) რეგულარულად და გამართულად ფუნქციონირების ჩათვლით.

„ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს ქართულმა მხარემ მეორე მხარე არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

„საქართველოს დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირების გარეშე განხილვა, რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ფუნდამენტური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხედვა რუსეთიდან

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე დღის წესრიგის აქტუალურ თემებზე აზრთა საფუძვლიანი გაცვლა-გამოცვლა გაიმართა.

ხილ–ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
რუსეთის ფაქტორი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში

„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა აქცენტი გააკეთეს ძალისხმევის კონცენტრირებაზე ჟენევის დისკუსიების მთავარი ამოცანის გადასაჭრელად - სამხრეთ კავკასიაში მდგრადი და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რუსეთი და მისი მოკავშირეები იქიდან გამომდინარეობენ, რომ ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ერთი მხრივ, თბილისსა და მეორეს მხრივ სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ღონისძიება შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს სასაზღვრო ზონასა და მთლიანად რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნის საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან აღინიშნა, რომ რუსეთმა ყურადღება გაამახვილა იმ ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე, რომელიც თბილისის მხრიდან გამუდმებით ისმის.

ვაქცინა Sputnik V -ს მიწოდება უნგრეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
„ეს პოლიტიკური საკითხია“ - ამირან გამყრელიძე „სპუტნიკV“-ს შესაძლო შემოტანის შესახებ

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისში მიმდინარე ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე, სოხუმისა და ცხინვალის იზოლირების მცდელობებზე. ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული ატმოსფეროს ფორმირებას, არამედ ბლოკავს მის საქმიანობას გარკვეულ მიმართულებებზე, პირველ რიგში ჰუმანიტარული ჯგუფის სრულფასოვან ფუნქციონირების მხრივ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0