რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან საბაჟო შეთანხმება უნდა ამუშავდეს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
განხილვა მიმდინარეობს შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობის ერთობლივი კომიტეტის და გადაუჭრელ საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან საბაჟო ადმინისტრირების, ვაჭრობის და საქონლის ტრანზიტის საკითხებზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

ტვირთების მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველომ (2017 წელს) და რუსეთმა (2018 წელს) ხელი მოაწერეს შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანიასთან Société Générale de Surveillance SA (SGS). მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუზე, აგრეთვე როკის გვირაბის და „ყაზბეგი–ზემო ლარსის“ გავლით. ეს უკანასკნელი დღეისათვის ერთადერთი ოფიციალურად მოქმედი საბაჟო–გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის საზღვარზე.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2018
საქართველოს და რუსეთს 2011 წლის შეთანხმება სხვადასხვანაირად ესმით

„რაც შეეხება 2011 წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ, ის ჯერ ძალაში ნადვილად არ შესულა“, – განაცხადა რუდენკომ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მისი რეალიზების დაწყებას აფერხებს დღეისათვის არსებული უთანხმოება. ამ უთანხმოების განხილვა მიმდინარეობს აღნიშნული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობის ერთობლივი კომიტეტის და გადაუჭრელ საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

„რუსული მხარე მიესალმება კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებას, ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის პოვნას, რათა 2011 წლის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად ამუშავდეს“, – დასძინა მან.

ტვირთების მონიტორინგი: SGS-მ საქართველოს და რუსეთს ანგარიში ჩააბარა >>

არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა – მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ. ასეთი შუამავალი გახდა შვეიცარიული კომპანია SGS.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0