ტვირთების მონიტორინგი: SGS-მ საქართველოს და რუსეთს ანგარიში ჩააბარა

© Ministry of Finance of Georgiaსაბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების მიხედვით გაწეული სამუშაოს პირველი შედეგები წარმოადგინა

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. შვეიცარიულმა კომპანია SGS-მ წარმოადგინა მოკლე მოხსენება ამ დროისათვის შესრულებული სამუშაოს შესახებ საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ 2011 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კარასინმა ქართულ ტელევიზიასთან ჟენევის მოლაპარაკებებზე ისაუბრა >>

ნეიტრალურმა კერძო კომპანია SGS-მ ოთხშაბათს ჟენევაში წარმოადგინა ანგარიში ერთობლივი კომიტეტის პირველ შეხვედრაზე, რომელიც ქართულ-რუსული შეთანხმების შესრულებაზე დაკვირვებას ახორციელებს. ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ქვეყნებმა, რომელთა შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ცალ-ცალკე გააფორმეს - საქართველომ 2017 წლის დეკემბერში, რუსეთმა - 2018 წლის მაისში. და უკვე ამ წელს შეთანხმების თანდათანობით განხორციელება დაიწყო.

„შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები“, - განმარტეს შემოსავლების სამსახურში.

საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთთან შეთანხმების ფარგლებში უწყებათაშორისი კომისია შექმნა

საქართველოს უწყებათაშორის კომისიას, რომელიც ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზაციას ქართული მხრიდან ახორციელებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობს.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება ახლად დაარსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში“, - აღნიშნეს უწყებაში.

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ. 

მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, კონკრეტულად კი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალებზე.

პრაღაში აბაშიძე–კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება >>

საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2011 წლის შეთანხმება ითვალისწინებს საბაჟო-გამშვები პუნქტების შექმნას საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საუბარია მხოლოდ სავაჭრო დერეფნების შესახებ.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება სურს. საქართველოც მომხრეა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0