საქართველომ რუსეთთან შეთანხმების ფარგლებში უწყებათაშორისი კომისია შექმნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა და გერბი
საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს მიღწეული შეთანხმების რეალიზების საკითხზე უწყებათაშორის კომისიას შემოსავლების სამსახურის მოადგილე უხელმძღვანელებს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოში უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზებით დაკავდება, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ტვირთების მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთის შეთანხმების რეალიზაცია დაიწყო>>>

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ. 

საბაჟო პუნქტი „ყაზბეგი - Sputnik საქართველო
ზალკალიანი: საქართველო რუსეთთან 2011 წლის შეთანხმებას პირნათლად ასრულებს

მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტოლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, კონკრეტულად კი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალებზე.

ქართულ უწყებათაშორის კომისიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი იქნება შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.

კომისიაში ასევე შევლენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, ფინანსთან სამინისტროს სხვა თანამშრომლები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

რუსეთი: საქართველოსთან საზღვარზე საქონლის მონიტორინგის საკითხში წინსვლა შეინიშნება>>>

კომისიის ამოცანა იქნება SGS-თან დადებული შეთანხმების ეფექტურად განხორციელება, რუსეთთან შეთანხმების ეფექტურად შესრულებისთვის ღონისძიებების კოორდინაცია და წინადადებების წარმოდგენა, პრობლემების გამოვლენა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

კომისიას უფლება ექნება სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან აუცილებელი ინფორმაცია მოითხოვოს. ასევე იგი შექმნის სამუშაო ჯგუფებს და მოიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით.

კომისიის სხდომა სამ თვეში ერთხელ გაიმართება.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება სურს. საქართველოც მომხრეა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0