ტვირთების მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთის შეთანხმების რეალიზაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშიზემო ლარსი
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომას ელოდებიან, რომელზეც ტექნიკური საკითხების განხილვა მოხდება.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. შვეიცარულ კომპანიასთან საქართველოსა და რუსეთის შეთანხმების რეალიზაცია საქართველო–რუსეთის საზღვარზე, მათ შორის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ დაწყებულია, განაცხადა რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქარაშვილმა პირველი არხის ეთერში.

ზალკალიანი: საქართველო რუსეთთან 2011 წლის შეთანხმებას პირნათლად ასრულებს>>>

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ. 

რუსეთის საგარეო უწყება - Sputnik საქართველო
რუსეთი: საქართველოსთან საზღვარზე საქონლის მონიტორინგის საკითხში წინსვლა შეინიშნება

„შეთანხმების რეალიზაცია რეალურად დაწყებულია. საუბარია კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და შვეიცარიაში ასევე ერთობლივად უნდა გადაწყდეს. შეთანხმების ფარგლებში ერთობლივი კომიტეტი არსებობს, რომელმაც ტექნიკური საკითხები უნდა განიხილოს. იმედი გვაქვს, ამ კომიტეტის სხდომა იანვრის მეორე ნახევარში გაიმართება. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება უფრო ნათლად როდის და როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველო ამ სხდომას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმაც და საქართველომაც შესაბამისი თანხები გადარიცხეს და ვალდებულებები შეასრულეს კომპანია SGS-ის მიმართ, შესაბამისი ინსტრუმენტები შეიქმნა ფონდის და სხვა სახით. ამის შემდეგ ქართული მხარე აუცილებლობად მიიჩნევს, რომ ერთობლივი კომიტეტის სხდომა ჩატარდეს, სადაც განიხილება საკითხები, რომლებიც შეთანხმების შემდგომი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფერი ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

აბაშიძე: ქართველებსა და რუსებს შორის ღვარძლი არ არსებობს>>>

30 ნოემბერს დაიწყო სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგ შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლები სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე მონიტორინგს დაიწყებენ.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მოსკომა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება სურს. საქართველო მომხრეა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0