აბაშიძე: ქართველებსა და რუსებს შორის ღვარძლი არ არსებობს

© photo: Sputnik / Stringerრუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის სპეცწარმომადგენლის თქმით, საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას პოლიტიკური ნება და სურვილი სჭირდება

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან არსებული რთული პრობლემების გადაჭრაში, თუმცა რუსული მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას არ შეურიგდება, განუცხადა РИА Новости-ს ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. 2009 წლიდან ქვეყნებს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან ფუნქციონირებს რუსეთის ინტერესთა სექცია. ანალოგიური, საქართველოს ინტერსთა სექცია მოსკოვში გაიხსნა.

საქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგების ჩატარებისთვის - Sputnik საქართველო
თბილისში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეაფასეს

„ამ გადაწყვეტილებამ ქართულ-რუსული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ღრმა ჩიხში შეიყვანა“, — მიიჩნევს აბაშიძე.

სპეცწარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამით რუსეთმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც „მიმართულია უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მთლიანობის წინააღმდეგ, რომელსაც გამართლება არ აქვს“. მისი თქმით, ამ რეგიონების დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის რეალიზებას „პერსპექტივა არ გააჩნია“, რადგან რუსეთისა და რამდენიმე სახელმწიფოს გარდა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„საქართველო ღრმად არის დაინტერესებული შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნით როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ისე არსებული პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრაში“, — აღნიშნა აბაშიძემ.

ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გეგმებზე ისაუბრა >>

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ მტრული განწყობა და აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის აწყობის სურვილის არარსებობა საქართველოს პოლიტიკურ კლასში ღრმად არის ჩამჯდარი.

ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის კავშირების დამყარების პერსპექტივებზე საუბრისას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამისათვის საქართველოს მთავრობამ შექმნა პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოებას არ გაამყარებს

„პროექტი ითვალისწინებს საინტერესო პრაქტიკულ ინიციატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს კონტაქტების დამყარებას, მათ შორის საქმიანის. ეს სერიოზული ინიციატივაა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები უჭერენ მხარს. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივებით წინ წავიწეოდით“, — მიიჩნევს პრემიერის სპეცწარმომადგენელი.

ქართველმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ოკუპაციის პირობებში, ამ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც, ძალიან რთულია“. აბაშიძემ ასევე აღნიშნა ის დადებითი ასპექტი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რთულ პოლიტიკურ პრობლემებს ამ ქვეყნების ადამიანებს შორის ღვარძლი არ გაუჩენია.

„წელს, სავარაუდოდ, დაფიქსირდება რუსეთიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა. ჩვენს ქვეყნებს შორის აღდგენილია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ეს გარკვეულ იმედს იძლევა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები ვაქციოთ პოლიტიკურ კაპიტალად სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩიხიდან გამოსაყვანად, ამისათვის, გავიმეორებ, პოლიტიკური ნება და სურვილი უნდა არსებობდეს“, — აღნიშნა მან. (ციტატის ნაწილი მოხსნილია)

პრეზიდენტი: ვნატრობ იმ დროს, როცა რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები >>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიების და პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.


ყველა ახალი ამბავი
0