რუსეთი: საქართველოსთან საზღვარზე საქონლის მონიტორინგის საკითხში წინსვლა შეინიშნება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო უწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყებამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან 2011 წლის შეთანხმება შეფერხების გარეშე განხორციელდება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველომ კომპანია SGS-ს გადაუხადა თანხა საქონლის გადაადგილების მონიტორინგისთვის, რასაც 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმება ითვალისწინებს.

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, როდესაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

„კმაყოფილებით აღვნიშნავთ წინსვლას რუსეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის საქმეში", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველომ მონიტორინგის შვეიცარულ კომპანია SGS-ს თანხა გადაურიცხა ნოემბრის ბოლოს, ხოლო რუსეთმა – ივნისში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან ურთიერთობებში პოზიტივი დაგროვდა

„ამგვარად, 2018 წლის 30 ნოემბერს დაიწყო სამთვიანი ტექნიკური მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგ შვეიცარიული კომპანია მონიტორინგს განახორციელებს სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე. იმედი გვაქვს, რომ 2011 წლის შეთანხმება, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონული ვაჭრობისთვის, შემდგომი დაყოვნებების გარეშე იქნება რეალიზებული", – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია SGS-მა უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი ქართულ-რუსულ საზღვარზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაკონტროლირებად ტერიტორიებზე – მდინარე ფსოუზე და რიკოთის გვირაბის გავლით.

საქართველოს მთავრობის მონაცემებით, შეთანხმება SGS-თან უშვებს ტვირთების გადაზიდვას რუსეთში ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის გავლით, თუ „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საკონტროლო პუნქტისკენ მიმავალ გზაზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0