საქართველოს და რუსეთს 2011 წლის შეთანხმება სხვადასხვანაირად ესმით

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით სავაჭრო დერეფნების შესახებ რუსეთის პოზიციაზე კომენტარი გააკეთა

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა  წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან  პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 31 იანვარს გაიმართა. უფრო ადრე კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებისა და ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებამ „ნათელი მოჰფინა" საკითხს იმის თაობაზე, თუ სად გადის ქართული მხარის საბაჟო საზღვრები. საბაჟო საზღვრებში კარასინმა იგულისხმა „ყაზბეგის რაიონი რუსეთის საზღვართან, ადგილი მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება) და გორის შემოგარენი“.

„ოფიციალურ დონეზე კეთდება განცხადებები, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმებების პრინციპებსა და არსს. საუბრობენ (რუსეთის წარმომადგენლები — რედ.)  ე.წ.  საბაჟო საზღვრებზე საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. მოგეხსენებათ,  ამ შეთანხმებაში არავითარი საბაჟო საზღვრები არ არის და ფიქსირებული. საუბარია სავაჭრო კორიდორებზე და ტერმინალებზე, სადაც უნდა განთავსდნენ“, — განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.

აბაშიძის სიტყვებით, რუსული მხარე შვეიცარულ კომპანიასთან, რომელიც ტვირთების მონიტორინგით დაკავდება,  ხელის მოწერას საქართველოს კვალდაკვალ გეგმავს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე კარასინის განცხადებამ 2011 წლის შეთანხმებაზე გააკვირვა

 „ამბობენ, რომ მოაწერენ ამ კონტრაქტს ხელს, ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ“, — აცხადებს  აბაშიძე.

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

არჩევანი შეჩერდა შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე, რომელთანაც შეთანხმების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველომ კონტრაქტი გააფორმა. ახლა ჯერი რუსეთის მხარეზეა
საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში ტარდება.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციებს 2009 წლიდან შვეიცარია ასრულებს. თბილისში შცეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მოქმედებს, ხოლო მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.

ყველა ახალი ამბავი
0