აბაშიძე კარასინის განცხადებამ 2011 წლის შეთანხმებაზე გააკვირვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან ტვირთების მონიტორინგის საკითხს შესაძლოა კიდევ განიხილავს

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2011 წელს რუსეთთან მიღწეული შეთანხმება გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით სავაჭრო დერეფნების, და არა საბაჟო საზღვრების შექმნას საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებთან.

„არანაირ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის… შეთანხმების თანახმად იქმნება ე.წ. სავაჭრო დერეფნები, და ამ დერეფნების ორივე ბოლოში შვეიცარიული ფირმის წარმომადგენლები დადგებიან. ისინი არ განახორციელებენ არანაირ საბაჟო პროცედურებს. მათ მხოლოდ დაკვირვების და ტვირთების ნაკადის ფიქსირების უფლება ექნებათ“, — განაცხადა აბაშიძემ რუსეთის გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
რუსეთი მზადაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს: კარასინმა პირობები დაასახელა

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებსა და ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებამ „ნათელი მოჰფინა“ საკითხს იმის თაობაზე, თუ სად გადის ქართული მხარის საბაჟო საზღვრები.

„ეს არის ყაზბეგის რაიონი რუსეთის საზღვარზე, ადგილი მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება) და გორის მიდამოები“, — განაცხადა კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

პოზიციებში არსებული უთანხმოების გამო ამ საკითხებს საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე დასვამს, რომელიც პრაღაში 31 იანვარს არის დაგეგმილი.

როგორც აბაშიძემ მანამდე „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, პრაღაში იგეგმება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ტურიზმისა და ჰუმანიტარული თემების განხილვა. პოლიტიკური საკითხების განხილვას ჟენევის ფორმატი ითვალსიწინებს.

საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვერდების ფორმატში ნარჩუნდება. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველო უკმაყოფილოა რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების რატიფიცირებით

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

არჩევანი შეჩერდა შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე, რომელთანაც შეთანხმების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველომ კონტრაქტი გააფორმა. რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა კონტრაქტის ხელმოწერას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, SGS-თან ხელშეკრულება ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას რუსეთში თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის გავლით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ გზაზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება.


ყველა ახალი ამბავი
0