საქართველო უკმაყოფილოა რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების რატიფიცირებით

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ოფიციალურმა თბილისმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმამ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

2017 წლის 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება ადგენს სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეების“ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მიღებას და სამხედრო სამსახურის გავლისთვის მათ გაგზავნას სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზაზე, ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო დუმის განცხადებაში.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს განხორციელდა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყება რუსეთს ადანაშულებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფასა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეშ დარღვევაში“. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა რუსეთთან შეხების წერტილებზე ისაუბრა

„კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს, აიღოს და შეასრულოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მიზანმიმართულად უშლის ხელს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას.

ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ქართულ–რუსული ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესი ეტაპობრივად მიდის.

„გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესს პასუხობდა. ქართველ მეწარმეებს რუსულ ბაზარზე მიუწვდებათ ხელი, განახლდა სატრანსპორტო კავშირი, ხელისუფლების ცალკეულ ორგანოებს შორის პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტები მყარდება, გაუქმებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემაზე შეზღუდვები. ინტენსიურად ვითარდება კულტურული, ჰუმანიტარული და სამეცნიერო კონტაქტები“, – განაცხადა კარასინმა გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0