კვირიკაშვილმა რუსეთთან შეხების წერტილებზე ისაუბრა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ისევ მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით და ასევე ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებში

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ჩვენ უნდა ვეძებოთ შეხების ისეთი წერტილები რუსეთთან, რომლებიც მომავალში ურთიერთობათა დარეგულირების საფუძველი შეიძლება გახდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომოკურ ფორუმზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წლიდან მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

„ჩვენ დღესაც უნდა ვეძებოთ შეხების სფეროები, წერტილები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის შესახებ. ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი და, რასაკვირველია, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პრაღაში 31 იანვარს გაიმართება

ამასთან კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში რამდენიმე ასპექტში წინ წაიწია.

დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა იგი არ არის ერთადერთი ან დომინანტი ბაზარი საქართველოსთვის, რადგანაც ექსპორტი ქვეყნიდან დივერსიფიცირებულია, განაცხდა პრემიერმა.

„ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ დაახლოებით ერთ მილიონ ტურისტს რუსეთიდან. ჩვენ ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და არ ფიქსირდება არც ერთი კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე რუს ტურისტებთან. ყოველივე ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ამოსავალი წერტილი, რათა წამოვიწყოთ პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: უფლება არ მქონდა, ბორჯომის ხანძრის დროს რუსეთის დახმარებაზე უარი მეთქვა

ამასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები რჩება.

„მეორე მხრივ, რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას“, როგორც ისინი ამას უწოდებენ“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარ საკითხს ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს, და რუსეთთან მოლაპარაკებები სწორედ ამას დაეყრდნობა.

„ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დღეისათვის რუსეთ-საქართველოს დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება.


ყველა ახალი ამბავი
0