აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პრაღაში 31 იანვარს გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის დიპლომატები სავაჭრო–ეკონომიკურ და სხვა აქტუალურ, პრაქტიკულ საკითხებს განიხილავენ

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik.  რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში 31 იანვარს გაიმართება.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი მზადაა, ჟენევის მოლაპარაკებებში ჩაერთოს

 „ჩვენ ჩვენი, უკვე ტრადიციულად ქცეული დღის წესრიგი გვაქვს – სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, კომუნიკაცია ტრანსპორტის სფეროში, ტურიზმი, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. ეს ჩვენი კონკრეტული, პრაქტიკული, ფოკუსირებული დღის წესრიგია. პოლიტიკური ხასიათის უფრო რთული თემები ჟენევაში განიხილება“, – განაცხადა აბაშიძემ „Sputnik საქართველოსთან“.

აბაშიძე–კარასინის ბოლო შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ჟენევის  საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნა.  დისკუსიები  ორი  სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. პირველ ჯგუფში უსაფრთხოებისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სტაბილურობის საკითხებს განიხილავენ, მეორეში კი ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.


ყველა ახალი ამბავი
0