კვირიკაშვილი: უფლება არ მქონდა, ბორჯომის ხანძრის დროს რუსეთის დახმარებაზე უარი მეთქვა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ერთი პატარა ჯგუფი ადამიანების მიერ ბორკილებდადებულები და ჩვენი ქვეყნის შველა როცა არის საჭირო, არ ვუშველოთ, აღნიშნა პრემიერმა

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან თუ გახდება საჭირო, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, არავითარ შემთხვევაში რუსეთის დახმარებაზე უარს არ ვიტყვი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე ბორჯომის ხანძრის დროს რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე საუბრისას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მე არ მაქვს არანაირი უფლება ასეთი უარი ვთქვა პოლიტიკური მიზეზების გამო და მზად ვიყავი, მიგვეღო ეს დახმარება", — განაცხადა პრემიერმა.

სახანძრო ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: საქართველომ რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება სთხოვა

მისი თქმით, ხანძრის დაწყების პირველივე დღეს, შვეიცარიის მეშვეობით, გაეგზავნა ნოტა რუსეთის მთავრობას. შემდეგ საქართველოს სხვა ქვეყნები დაეხმარნენ ვერტმფრენების სახით.

მოგვიანებით, როდესაც ცეცხლის კერა გაიზარდა, მან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ღამით დაურეკა და რუსეთისთვის გაგზავნილი მოთხოვნის დილითვე განახლება სთხოვა.

„იქიდან წამოვიდა თანხმობა, მაგრამ ქარის მიმართულებამ და არსებულმა ტექნიკამ დილით მოგვცა საშუალება, რომ ლოკალიზება გაგვეკეთებინა ცეცხლის და ნამდვილად აღარ გახდა საჭირო დიდი თვითმფრინავების შემოყვანა", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა ასევე ამის გამო წარმოქმნილ უარყოფით რეაქციაზე.

„მთელი ამბავი ატყდა ამაზე… ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ერთი პატარა ჯგუფი ადამიანების მიერ ბორკილებდადებულები და ჩვენი ქვეყნის შველა როცა არის საჭირო, არ ვუშველოთ", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძემ ხანძრის თაობაზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა

ხანძარი ბორჯომის ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლიდა ტერიტორიის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. დაიწვა 100-ზე მეტი ჰექტარი ტყე.

ხანძრის ჩაქრობაში 1500-მდე მეხანძრე, შსს-ს თანამშრომელი და სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ხანძარს ექვსი ვერტმფრენი აქრობდა: ორი — საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ორი — თურქეთის, ერთი — აზერბაიჯანისა და ერთი — ბელარუსის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოში სახანძრო ბრიგადები გამოგზავნეს.

ხანძრის დროს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსი მაშველები მზად იყვნენ საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდნენ და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 გამოყვეს.

ამასთან, ზურაბ აბაშიძემ იმავე პერიოდში აღნიშნა, რომ ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს და „რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას", თუმცა, მისი განცხადებით, მოგვიანებით ეს დახმარება საჭირო აღარ გახდა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი რთულია, მაგრამ აუცილებელი

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციებს 2009 წლიდან შვეიცარია ასრულებს. თბილისში შცეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მოქმედებს, ხოლო მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0