აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი რთულია, მაგრამ აუცილებელი

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ იმ თემების შესახებ ისაუბრა, რომელსაც პრაღაში გრიგორი კარასინთან ერთად განიხილავს.

რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 16 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს პროდასავლურმა ოპოზიციამ არაერთხელ დააყენა საკითხი აბაშიძე–კარასინის ფორმატის გაუქმების შესახებ.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

„იცით, მე თქვენ კოლეგებს ნატოს გენმდივნის სტოლტენბერგის ციტატა მოვუყვანე: „რუსეთთან დიალოგი რთული საქმეა, თუმცა სწორედ ამიტომაა საჭირო ეს დიალოგი". გარდა ამისა, ეს არის დიალოგი და კომუნიკაციის საშუალება. რამდენადაც რთული ურთიერთობები არ უნდა იყოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის, კომუნიკაცია აუცილებელია", — განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში პრაღაში გათვალისწინებულია ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვა. პოლიტიკური საკითხები კი, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილება.

ჟენევის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებმა ნაყოფი უკვე გამოიღო. რუსულ ბაზარზე დაბრუნდა ქართული ღვინო და „ბორჯომი", ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქცია. ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. რუსეთი ქართული პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია.

ვიზები

მომავალ შეხვედრაზე ვიზების საკითხის განხილვაც იგეგმება. საუბარია საქართველოს ავიაციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც მუდმივად უხდებათ რუსეთში ჩაფრენა.

„ეს უფრო მეტად კონკრეტული ტექნიკური საკითხია. ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხს ეკონომიკის სამინისტროსთან, სატრანსპორტო სამსახურებთან ერთად გავივლით და ამ დროისთვის, ალბათ, უკვე იქნება კონკრეტული ინფორმაცია… ვნახოთ, რამდენად აქტუალურია ეს ჩვენი, ქართული ავიაკომპანია „აირზენასთვის", — განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი აუცილებელია

რაც შეეხება საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს, აბაშიძის განცხადებით, ეს რუსულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, რამდენადაც საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჯერ კიდევ 2012 წელს გააუქმა.

„რაც შეეხება ვიზების საკითხს, ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო, უკვე გავაკეთეთ და რუსი მოქალაქეებისთვის მთლიანად გავაუქმეთ სავიზო მოთხოვნები. მათ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა და ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დარჩენა, ეს მთლიანად მათი პრეროგატივაა. თუ მათ აქვთ სურვილი, პოლიტიკური ნება, რომ გააუქმონ ან უფრო მეტად გაამარტივონ სავიზო რეჟიმი, ეს მათ უნდა გადაწყვიტონ. ეს მთლიანად რუსული მხარის პრეროგატივაა", — აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დაასახელეს.

ყველა ახალი ამბავი
0