აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი აუცილებელია

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებას ურჩევენ.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან დიალოგის ფორმატის გაგრძელება აუცილებლად მიაჩნია.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და ასევე აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ტრადიციულად პრაღაში იმართება და გულისხმობს მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებში მოლაპარაკებებს. ზოგიერთ ექსპერტსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არაერთხელ განუცხადებია, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატმა თავისი თავი ამოწურა და ის უნდა შეწყდეს.

იზოლატორი - Sputnik საქართველო
რუსეთში შპიონაჟისთვის მსჯავრდებული საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

"რუსეთთან დიალოგის საკითხზე, მათ შორის, პრაღისა და ჟენევის ფორმატში გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ ჩვენ სპეციალურად ჩავედით ბრიუსელში, რათა მათი აზრი გაგვეგო და რჩევები მიგვეღო, მათ შორის იმაზეც, როგორ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, ან რა ფორმით. მათი მხრიდან მივიღეთ ასეთი რჩევა — აუცილებლად გააგრძელეთ ეს დიალოგი", — განაცხადა აბაშიძემ ბრიფინგზე ორშაბათს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან მსგავს კონსულტაციებს პერიოდულად ატარებენ და პრაღის მოლაპარაკებების ფორმატს ყველა მათგანი ერთხმად უჭერს მხარს, აღნიშნა აბაშიძემ.

"ჩვენი რამდენიმე ოპონენტი საწინააღმდეგოს გვირჩევს. აი, მე გეკითხებით, ვის დავუჯეროთ – საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატოს, ვაშინგტონის ადმინისტრაციას, ევროკავშირის 28 ქვეყანას, თუ რამდენიმე ოპონენტს? ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სახელმწიფო, პასუხისმგებელი ხელისუფლება, ჩვენ პასუხს ვაგებთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე, ასევე რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ერთი-ორი ექსპერტი ან ერთი-ორი ჩვენი ოპონენტი ფიქრობს", — განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის დუმა - Sputnik საქართველო
ქართველი დეპუტატები რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოლაპარაკებებს გამართავენ

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრაღის შეხვედრების წყალობით სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროში მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. ამასთან საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0