საგარეო უწყება: საქართველომ რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება სთხოვა

© courtesy of Giorgi Kvirikashviliსახანძრო ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში
სახანძრო ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ტექნიკით დახმარებოდა

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართულმა მხარემ რუსეთს ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით ნოტა გაუგზავნა, მაგრამ მოგვიანებით დახმარება საჭირო აღარ გახდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ბორჯომის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს დაიწყო და 100 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უფრო ადრე განაცხადა, რომ რუსი მაშველები მზად იყვნენ, საქართველოს ცეცხლის ჩაქრობაში დახმარებოდნენ და გამოეყოთ თვითმფრინავი Ил-76.

"შექმნილი უკიდურესად კრიტიკული ვითარება და ხანძრის მასშტაბი ბორჯომის ხეობაში ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს მოითხოვდა, ასევე შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებისთვის სხვა სახელმწიფოებისთვის მიემართა", — განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვერტმფრენი „მი-8“ ბორჯომის ტყის თავზე - Sputnik საქართველო
ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს - ვიდეოკადრები

ოფიციალურმა თბილისმა მიმართა გაეროს, ევროკავშირის, ნატოს წევრ, ასევე სხვა პარტნიორ ქვეყნებს. ასევე მოძიებულ იქნა სპეციალური ტექნიკა, რომელთა შორის იყო რუსეთის კუთვნილი ტექნიკა.

ამ საკითხთან დაკავშირები სატელეფონო საუბარი გაიმართა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინს შორის.

"რუსეთის მხრიდან გამოითქვა დახმარების მზადყოფნა ისეთი ტექნიკით, რომელიც, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას მოგვცემდა. ამის შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით რუსულ მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც შესაბამისი ფორმალობისა და პროცედურის ნაწილია. თუმცა, მოგვიანებით რუსეთის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ იდგა", — აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

საგანგებო მდგომარეობის დროს სამაშველო სამსახურების ურთიერთქმედება მიღებული პრაქტიკაა, აღნიშნეს სამინისტროში.

დამწვარი ხეები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ბორჯომის ტყეში ხანძარი ჩამქრალია

"ასეთივე განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხოლო შემდეგ — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა", — განაცხადეს სამინისტროში.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების წინადადება ხანძრის ჩაქრობაში დახმარების შესახებ მისასალმებელია.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0