ზურაბ აბაშიძემ ხანძრის თაობაზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე
პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარია ზახაროვას განცხადებით,რუსეთის ხელისუფლება ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს თვითმფრინავ Ил-76-ს სთავაზობდა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თაობაზე რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა.

ტყის ხანძარი სოფელ დაბასთან ტყეში 20 აგვისტოს დაიწყო და ექვს დღეს გაგრძელდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მანამდე განაცხადა, რომ რუსი მაშველები მზად იყვნენ საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდნენ და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 გამოყვეს. ზახაროვამ საქართველოს ასევე რაც შეიძლება მალე ხანძრის ჩაქრობა უსურვა.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც", — განაცხადა აბაშიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაზე გრიგორი კარასინს ესაუბრა.

„შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას", — განაცხადა აბაშიძემ.

კვირიკაშვილი ხანძრის ადგილზე - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: რუსეთის მხრიდან დახმარების მზადყოფნა მისასალმებელია

მისი თქმით, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს, რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა.

„მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა", — დასძინა აბაშიძემ.

აბაშიძემ მსგავს სიტუაციებში საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის მაგალითები გაიხსენა.

„გასულ წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოსა და რუსეთის სამაშველო სამსახურებს ჰქონდათ შესაბამისი კომუნიკაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ", — აღნიშნა აბაშიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0