კვირიკაშვილი: რუსეთის მხრიდან დახმარების მზადყოფნა მისასალმებელია

© FB / Giorgi Kvirikashviliკვირიკაშვილი ხანძრის ადგილზე
კვირიკაშვილი ხანძრის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დახმარების სურვილი სხვადასხვა ქვეყანამ გამოთქვა და მათ შორის - რუსეთმა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. იმ პირობებში, როდესაც რუსეთთან რთული ურთიერთობა გვაქვს, დახმარების მზადყოფნის წინადადება მისასალმებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებთან საუბრისას, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. ბორჯომის ხეობაში იმყოფებიან პრემიერი, მთავრობის წევრები. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

საქართველოს დახმარების სურვილი სხვადასხვა ქვეყანამ გამოთქვა და მათ შორის — რუსეთმა.

„ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე, ამის გათვალისწინებით იმ პირობებში, როცა ჩვენ გაგვაჩნია რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება მისასალმებელია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

დამწვარი ტყე ბორჯომში - Sputnik საქართველო
ვითარება ბორჯომის ტყეში - ბოლო ცნობები

პრემიერმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს და რომლებიც ეხმარებიან საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

„განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომელთაგანაც ვიღებთ დახმარებას. პირველივე დღიდან გამოთქვა დახმარების სურვილი აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და ბელორუსმა", — განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, საქართველომ დახმარების წინადადებები მიიღო აშშ-ისგან, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელის, საბერძნეთისა და უკრაინისგან, ასევე ბულგარეთისა და ირანისგან.

ამჟამად ცეცხლს ებრძვის 400 მეხანძრე მაშველი, 100 ტყის მცველი და შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. ცეცხლის ჩაქრობაში ასევე ჩართულია ექვსი ვერტმფრენი და სპეციალური თვითმფრინავი თურქეთიდან. ვერტმფრენებიდან ორი ქართულია, ორი — თურქეთიდან, ერთი — აზერბაიჯანიდან და კიდევ ერთი — ბელარუსიდან.

გარდა საავიაციო ტექნიკისა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს დასახმარებლად თავისი მეხანძრეები გამოგზავნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0