ვითარება ბორჯომის ტყეში - ბოლო ცნობები

© photo: Sputnik / STRINGERდამწვარი ტყე ბორჯომში
დამწვარი ტყე ბორჯომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში მეხანძრეები ცეცხლს 20 აგვისტოდან ებრძვიან

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მეხანძრეებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა რჩება ცალკეული კერები, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხანძარი სოფელ დაბის სიახლოვეს 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში დილის ექვსი საათიდან კვლავ ჩაერთო ავიაცია. ვითარებას ართულებს მთის რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. წინასწარი მონაცემებით, დაიწვა უნიკალური ტყის ათობით ჰექტარი ტერიტორია.

"არის ბევრი კერა, რომლებიც წყლით არის დასამუშავებელი დღეს და, შეიძლება, ხვალაც. მაგრამ მოქმედი კერები ამ მომენტში არსად არ არის", — განაცხადა ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თამაზ გამცემლიძემ.

თურქული ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად თურქული სახანძრო ვერტმფრენი წყალს ტყიბულში ავსებს

როგორც მეხანძრეები და სპეციალისტები აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში არ არის.

"ახალი კერების გაჩენა, როგორც იცით, დამოკიდებულია ქარის სიძლიერეზე. გუშინ, მაგალითად, მთელი დღე ქარი არ ჩამდგარა. ბრძოლა, როგორც ხედავთ, გრძელდება, მონაწილეობს ექვსი ვერტმფრენი, თვითმფრინავი", — განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ.

ამჟამად ცეცხლს ებრძვის 400 მეხანძრე მაშველი, 100 ტყის მცველი და შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. ცეცხლის ჩაქრობაში ასევე ჩართულია ექვსი ვერტმფრენი და სპეციალური თვითმფრინავი თურქეთიდან. ვერტმფრენებიდან ორი ქართულია, ორი — თურქეთიდან, ერთი — აზერბაიჯანიდან და კიდევ ერთი — ბელარუსიდან.

გარდა საავიაციო ტექნიკისა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს დასახმარებლად თავისი მეხანძრეები გამოგზავნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0