ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiyმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად რუსეთი მზად იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 გამოეყო

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს ხელისუფლებას ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა.

ხანძარი ბორჯომის ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრს ჩაქრობას ხელს უშლიდა ტერიტორიის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. წინასწარი მონაცემებით, 100-ზე მეტი ჰექტარი ტყე დაიწვა.

„ამ სეზონზე რუსეთის მაშველებზე მთელი რეგიონშის მაშტაბით დიდი დატვირთვა იყო (ახლახან მათ სომხეთში ტყის ძლიერი ხანძრის ჩაქრობაში მიიღეს მონაწილეობა, ვოლგოგრადის ოლქის სტეპებში ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება). ამის მიუხედავად, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში დახმარების შესახებ. ამ მიზნით, გამოიყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76. თუმცა, შემდეგ, ქართულმა მხარემ, მადლობა გადაიხადა და შეგვატყობინა, რომ კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარების აუცილებლობა არ იყო", — ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

ზახაროვამ საქართველოს ხანძრის სწრაფი ლიკვიდირება უსურვა.

კვირიკაშვილი ხანძრის ადგილზე - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: რუსეთის მხრიდან დახმარების მზადყოფნა მისასალმებელია

„ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ხანძრის ლიკვიდირება, ხოლო მათი არაჯანსაღი ფანტაზიის კომენტირებას, ვისთვისაც ბუნებრივი კატასტროფა თავის ქვეყანაში მორიგი საბაბია ანტირუსული ინსინუაციებისთვის, ზედმეტად მივიჩნევთ", — განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რთული ქართულ-რუსული ურთიერთობების პირობებში რუსეთის წინადადება მისასალმებელია. ამასთან, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა და მედიამ საქართველოში მომხდარი ხანძრები რუსეთს დაუკავშირა.

ბოლო მონაცემებით, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ახალი კერების გაჩენის საფრთხე არსებობს. ადგილზე რჩებიან საგანგებო შტაბის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ 1500-მდე მეხანძრე, შსს-ს თანამშრომელი და სამხედრო მოსამსახურე. ხანძარს ექვსი ვერტმფრენი აქრობდა: ორი — საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ორი — თურქეთის, ერთი — აზერბაიჯანის და ერთი — ბელარუსის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოში სახანძრო ბრიგადები გამოგზავნეს.

ყველა ახალი ამბავი
0