რევოლუციური ვითარება დასავლეთისთვის: აშშ-ს არ შეუძლია, ევროპას არ სურს

© AP Photo / HASAN SARBAKHSHIANჯარისკაცი
ჯარისკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის პირველი ვიზიტი ევროპაში თანამდებობაზე მოსვლიდან ორი თვის შემდეგ დაახლოებით იმავე თემებზე შედგა, რაზეც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი პრესკონფერენცია.

ირინა ალქსნისი

რეალობამ უარესი მოლოდინები დაადასტურა. ბლინკენის ვიზიტის მთავარ წარმატებად, რომლის ფარგლებშიც ის ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, ტრანსატლანტიკურ პარტნორებს შორის ხაზგასმული გარეგნული მეგობრობა და ფორმალური ტრადიციების დაცვა შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ როგორც კი საქმე ზოგადი რიტორიკული შაბლონებიდან — რუსეთი ცუდია, ჩინეთი საშიშია, ირანს აღვირი უნდა ამოვდოთ და ა.შ. — კონკრეტიკაზე გადადიოდა, დაუყოვნებლივ პრინციპული უთანხმოებები იჩენდა თავს. კერძოდ, ასეთი გამოდგა ავღანეთის სამშვიდობო დარეგულირებაც.

ნატოს შტაბბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მიმოხილვა: ვინ დასახელდა საფრთხედ „ნატო 2030“-ის სტრატეგიაში

საქმე ისაა, რომ აშშ-სა და თალიბებს შორის გასული წლის თებერვალში დადებული შეთანხმებით, ამერიკულმა ჯარებმა ავღანეთის ტერიტორია 2021 წლის 1 მაისამდე უნდა დატოვონ. შედეგად – ვაშინგტონი ამ მომენტში იმყოფება მდგომარეობაში „წასვლა არ შეიძლება დარჩენა“.

აღნიშნული შეთანხმება ტრამპის დროს დაიდო და გასაგებია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებული დემოკრატები უზარმაზარი ცდუნების წინაშე დგანან, რომ დოკუმენტი დაასამარონ — უბრალოდ პრინციპის გამო. მაგრამ იმავდროულად ავღანეთის ისტორია უკვე დიდზე დიდი ხანია მართლაც ჩიხშია — შტატებს იქიდან წასვლა სჭირდება და ამისთვის სრულიად ხელსაყრელი საბაბიც არსებობს.

ამასთან, განსხვავებით ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელიც არად დაგიდევდათ აშშ-ის ზესახელმწიფოებრივ იმიჯს, ბაიდენის ადმინისტრაციას არ შეუძლია თავს რეპუტაციული დანაკარგების უფლება მისცეს, რაც გარდაუვალია, თუ ამერიკელების ავღანეთიდან წასვლის შემდეგ „თალიბანის“ დარტმების შედეგად ქაბულში ეროვნული მთავრობა დაემხობა. მოვლენების ამგვარად განვითარების ალბათობა არცთუ მცირეა — თალიბები პრაქტიკულად არ მალავენ, რომ საბრძოლო მოქმედებების გასაახლებლად ემზადებიან.

ამას პლუს არსებობს წმინდა ლოგისტიკური პრობლემები, რაც შეუძლებელს ხდის დარჩენილ ერთ თვეში ავღანეთიდან ნატოს ათიათასიანი კონტინგენტის გაყვანას. ამის შესახებ პირდაპირ ლაპარაკობენ ვაშინგტონის მაღალჩინოსანი წარმომადგენლები.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
მოსაზრება: ევროკავშირი რუსეთსა და კორონავირუსს „წვრილმანი კბენებით“ ებრძვის

მოცემულ რთულ ვითარებაში შტატები თავისთვის მისაღებ, მცირე დანაკარგების მქონე გადაწყვეტილებას ეძებს. მაგრამ ბლინკენის ევროპაში მოგზაურობისას გაირკვა, რომ პასიანსში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ამერიკელებს არ გაუთვალისწინებიათ — მოკავშირეების პოზიცია, პირველ რიგში კი გერმანიისა. მას კი პრეტენზიების მთელი გროვა აღმოაჩნდა.

ევროპა აქტიურად უჭერს მხარს მოლაპარაკებებს ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს. ამასთან ევროკავშირში არ სჯერათ, რომ შეთანხმება ელვისებურად მიიღწევა და აუცილებლად მიაჩნიათ ნატოს მისიის გაგრძელება ავღანეთში, რათა სტაბილური პოლიტიკური შედეგი დადგეს.

ნახეს რა, როგორ მხნედ ანგრევს ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაცია ტრამპის მემკვიდრეობას, ნატოელმა მოკავშირეებმა ამაში იმის „ნიშანი დაინახეს“ (სწორედ ასეთი ფორმულირება მისცა მომხდარს გერმანულმა მასმედიამ), რომ ეს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასაც შეეხებოდა. ასე რომ, გერმანიამ ოპერაციისთვის ბუნდესვერის მანდატის გაგრძელების პროცესი აამოქმედა კიდევ თითქმის ერთი წლით — შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ შეიტანეს ბუნდესტაგში დასამტკიცებლად.

და აქ მოულოდნელად შეერთებული შტატები გამოვიდა ინიციატივით, ჩატარდეს სხვა სამშვიდობო კონფერენცია — თურქეთში, აპრილში. ამასთან გამჭვირვალედ მიანიშნებენ, რომ შეიძლება იქაც იქნეს მიღწეული და ხელი მოეწეროს რაღაც შეთანხმებას, რაც უცხოური ჯარების სწრაფად გაყვანის შესაძლებლობას გააჩენს.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მოსაზრება: აშშ რუსეთს უხილავ შურისძიებას დაატეხს თავს

ევროპამ ამ წინადადების თაობაზე მედიასაშუალებებიდან შეიტყო და, რაღა თქმა უნდა, უკიდურესად გაღიზიანდა.

ტრამპი დემონსტრატიულად ამცირებდა მოკავშირეებს იგნორირებით და შეურაცხმყოფელი გამოხდომებით, მაგრამ ახალი ადმინისტრაციაც ფაქატობრივად იმავე წესებით მოქმედებს: კომუნიკაცია ნორმალურად არ მუშაობს, ვაშინგტონს არც პარტნიორებთან კონსულტაციები მიაჩნია საჭიროდ და არც მათი წინასწარ ჩაყენება საქმის კურსში, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ეს უკანასკნელებიც იძულებული არიან, ლამის ყავაზე იმკითხაონ – რას მოიმოქმედებს აშშ.

აქ შეიძლებოდა ირონიულად შეგვენიშნა, რომ ამით აღშფოთება უცნაურია, ვინაიდან შტატების მსგავსი ქცევა სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ ბოლო წლებში მათ რჩეულობისა და მიუწვდომლობის საბურველი ჩამოეხსნათ, რაც აქამდე სურათის სიმახინჯეს ფარავდა.

თუმცა არსებობს ფაქტორი, რომელიც გვაიძულებს, მომხდარს სხვა კუთხიდან შევხედოთ. საქმე ისაა, რომ იმ 10 ათასზე მეტ ჯარისკაცს შორის, რომლებიც ახლა ჰყავს ნატოს განთავსებული ავღანეთში, ამერიკელი მხოლოდ 3,5 ათასია. დანარჩენი შვიდი ათასი ნატოს სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლები არიან — აქედან ათასზე მეტი გერმანელია.  

შედეგად – ევროპის ნერვიული რეაქცია შტატების ბოლო ინიციატივაზე ასევე უკავშირდება ბანალურ საფრთხეებს, რომ ევროპელი სამხედროები ბედის იმედად მიტოვებულები არ აღმოჩნდნენ არასტაბილურ, ომის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში. სწორედ ამიტომაც ისმოდა ესოდენ გამოკვეთილად ბლინკენთან ბრიუსელში მოლაპარაკებებზე თემა „ერთად შესვლა — ერთად გასვლა“.

ალექსეი ნავალნის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
მოსაზრება: დასავლეთი ახალი სანქციებით რკინის ფარდას აფარებს

თუმცა საქმე მხოლოდ ეს არ არის. შედარებისთვის: 2011 წლის 6 ივნისისთვის ნატოს კონტინგენტი ავღანეთში 132 ათასზე მეტ სამხედროს უდრიდა, საიდანაც ამერიკელი 90 ათასი იყო. ანუ აშშ-ის ადამიანური რესურსების წვლილი ოპერაციაში მაშინ ორჯერ აღემატებოდა დანარჩენი 47 ქვეყნის მონაწილეობას. ახლა კი ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა. და ასეთი ტრანსფორმაცია ბოლო წლებში შიდადასავლურ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროებმა განიცადა.

შეერთებული შტატების ზესახელმწიფოებრივი სიძლიერე მისი რეალური შესაძლებლობების ფაქტს ემყარებოდა, რომელიც რამდენჯერმე აღემატებოდა დანარჩენების ჯამურ პოტენციალს. ახლა კი ამერიკულ უპირატესობას აშკარად შედარებითი ხასიათი აქვს — და ეჭვი არაა, რომ ამ მათემატიკას მარტო მოსკოვსა და პეკინში კი არა, ბერლინშიც, ანკარაშიც და პლანეტის სხვა დედაქალაქებშიც კარგად აცნობიერებენ.

ასე რომ, მეგობრული განცხადებების მიღმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ზუსტად ის შედეგი მიიღო ევროპაში მოგზაურობიდან, რაც მოსალოდნელიც იყო. არადემოკრატიული მოსკოვისა და პეკინის გაცხოველებული განსჯის ფონზე, გერმანია მზად არ არის უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე, ხოლო ევროპა არ აპირებს ჩინეთთან გაფორმებული სავაჭრო პარტნიორობა უარყოს. რაც შეეხება თურქეთს, მან რუსული С-400-ის საკითხი მსჯელობისთვის დახურულ თემად გამოაცხადა.

ახლა ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე დგას ამოცანა, მოიძებნოს ინსტრუმენტი, რომელიც უმცროს პარტნიორებს აიძულებს, დაუჯეროს შტატებს. თუმცა საქმე ისაა, არსებობს თუ არა ასეთი ინსტრუმენტები კოლექტიური დასავლეთის შიგნით შეცვლილი ძალთა ბალანსის ფონზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0