მოსაზრება: აშშ რუსეთს უხილავ შურისძიებას დაატეხს თავს

© AFP 2024 / CECILIO M. RICARDO JR.აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბი
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
გაზეთმა The New York Times-მა მსოფლიოს აცნობა, რომ შეერთებული შტატები უახლოეს სამ კვირაში სუპერსაიდუმლო სპეცოპერაციას ჩაატარებს, რა დროსაც „ფარულ კონტრშეტევას“ მიიტანენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კიბერსისტემებზე.

ირინა ალქსნისი

ანონიმურმა წყაროებმა გამოცემას აცნობეს, რომ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგები ხილული იქნება ვლადიმირ პუტინისთვის, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებისა და არმიისთვის, თუმცა შეუმჩნეველი დარჩება ყველა სხვა დანარჩენისთვის.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2020
კიბერშეტევა სახელმწიფო ორგანოებზე: აშშ-ში რუსეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა

ეს ინფორმაცია თანხვედრაშია ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის ჯეიკ სალივანის განცხადებასთან, რომელმაც ორიოდე კვირის წინ თქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა „ხილული და უხილავი ინსტრუმენტების“ ნაკრების გამოსაყენებლად.

საუბარია იმ კიბერშეტევის საპასუხო ნაბიჯებზე, რომელიც კომპიუტერული უსაფრთხოების კომპანია SolarWinds-ზე განხორციელდა და რომლის შესახებაც გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ფირმის კლიენტთა შორის არიან აშშ-ის საკვანძო სამთავრობო დაწესებულებები. კიბერშეტევით დაზარალებულთა შორის დასახელდნენ თავდაცვის, ფინანსთა, შიდა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სამინისტროები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი.

შეერთებული შტატების სპეცსამსახურები და ხელისუფლება, ასევე მთელი რიგი კორპორაციები მომხდარში პირდაპირ ადანაშაულებენ მოსკოვს. მათი მტკიცებით, თავდასხმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებზე მომუშავე ჰაკერებმა განახორციელეს შპიონაჟის მიზნით. თებერვლის ბოლოს სენატის დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე Microsoft-ის ხელმძღვანელმა ბრედ სმიტმა განაცხადა, რომ ეს „იყო ყველაზე დიდი და ყველაზე დახვეწილი შეტევა, რომელიც ოდესმე უნახავს მსოფლიოს“.

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
მოსაზრება: ევროპამ თავის პრობლემებში დამნაშავე იპოვა

თუმცა დარგის სხვა წარმომადგენლები ესოდენ ერთმნიშვნელოვნად არ ადანაშაულებენ რუსეთს. იმავე სხდომაზე კიბერუსაფრთხოების ორი საკვანძო კომპანიის – CrowdStrike-ის და FireEye-ს წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ მათ არ აქვთ მონაცემები თავდასხმაში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ. მათი თქმით, მაქსიმუმ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ ეს შეტევა „რუსების ქცევას შეესაბამება“, ხოლო „თავდასხმისას გამოყენებული ინსტრუმენტები არ ჰგავს მათ, რომლებსაც ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა თუ ირანი იყენებენ“.

რუსეთში მომხდარს დასავლეთთან ურთიერთობის ჩვეული ტრენდის ფარგლებში განიხილავენ: დასავლეთი ხმამაღლა და დაუსაბუთებლად ადანაშაულებს რუსეთს ყველაზე საოცარ დანაშაულებში, პოულობს რა მათში ახალი სანქციებისა და შემდგომი ესკალაციის საბაბებს.

მაგრამ თუ ვითარებას აშშ-ის თვალსაზრისით შევხედავთ, ყველაფერი შესამჩნევად რთულად გამოიყურება.

აღნიშნული კიბერშეტევა სინამდვილეში მეტად ექსტრაორდინარული იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, თითქოს ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი არ მიდგომია, აშშ-ის ხელისუფლების უკიდურესად მწვავე რეაქცია მათ გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მოსაზრება: ევროპამ რუსეთთან ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა, მაგრამ ეს არ ახარებს

უნდა აღინიშნოს, რომ ჰაკერული თავდასხმის გამო თეთრ სახლში საგანგებო თათბირი მოიწვიეს, ხოლო ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენმა ევროპაში მოგზაურობაც კი შეწყვიტა და სასწრაფოდ დაბრუნდა ვაშინგტონში.

სენატში ელვისებურად გამართული მოსმენებიც ასევე ადასტურებს მომხდარის უპრეცედენტო ხასიათს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, თუ როგორ შუქდებოდა ეს ღონისძიება ამერიკულ მედიასაშუალებებში. ჟურნალისტები წერდნენ, რომ სენატმა „ცეცხლი შეუნთო Microsoft-სა და SolarWinds-ს“, ხოლო Reuters-მა მოსმენების შესახებ მასალაში მოსკოვი მხოლოდ ერთხელ და ისიც გაკვრით ახსენა, მთელი ყურადღება კი იმას დაუთმო, თუ როგორ იცავდნენ კორპორაციები თავს და ერთმანეთს აბრალებდნენ მომხდარს.

აშშ-ის კომპიუტერულ უსაფრთხოებაში იმდენად გრანდიოზული ხვრელი წარმოიქმნა, რომ ამან შოკში ჩააგდო სისტემა.

აშშ-სა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2020
მოსაზრება: ბაიდენი აშშ-ს ევროპის მარიონეტად გადააქცევს

რაღა თქმა უნდა, შტატებისთვის შეუძლებელია, წარმოუდგენელია იმის აღიარება, რომ ეს ჩვეულებრივი ბოროტმოქმედების რაღაც ჯგუფმა ჩაიდინა. თუ ვინმეს აქვს კიდეც მსგავსი მტკივნეული დარტყმის მიყენების უნარი გლობალური ზესახელმწიფოსთვის, ეს აუცილებლად სხვა სახელმწიფო უნდა იყოს — შესაბამისი კომპეტენციებითა და კოლოსალური რესურსებით აღჭურვილი, მათ შორის, ადამიანურით. რუსეთი კი ასეთი ბრალდებებისთვის ყველაზე შესაფერისი ობიექტია, რომლის მიმართ ცილისწამებების ტექნოლოგია ავტომატურობამდეა დაყვანილი.

თუმცა ამერიკელები ისე ხშირად მიმართავენ ხმამაღალ განცხადებებს უხილავი, მაგრამ სუპერეფექტური მოქმედებების შესახებ, რომ ჩნდება კითხვა: რა დონისაა მათი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სისტემა, რომელშიც ჰაკერებმა ესოდენ შთამბეჭდავი ნაპრალი გააჩინეს?

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0