ანატოლი ანტონოვი: აშშ-ის პოლიტიკის ალფა და ომეგა რუსეთის შეკავებაა

© photo: Sputnik / Mikhailn Turgiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი
რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა ჯო ბაიდენის პირობებში

რუსეთი განწყობილია აშშ-თან კონსტრუქციული დიალოგისთვის თეთრ სახლში ჯოზეფ ბაიდენის მოსვლის შემდეგ. ამავდროულად, მოსკოვში შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ რუსეთის შეკავება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ისაუბრა, არის თუ არა მოსალოდნელი წელს ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან, როგორია შანსი იმისა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი შეძლებენ თანამშრომლობას COVID-19-თან ბრძოლის მიმართულებით და აღნიშნა, რომ სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების შენარჩუნების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს - რუსეთი აშშ-ისგან წინადადებებს ელის.

- შედგა თუ არა არჩევნების შემდეგ წინასწარი კონტაქტი ჯო ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციასთან? რა თემების განხილვა მოხერხდა?

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
ბაიდენმა აშშ ჯანმოში დააბრუნა და ქვეყანაში შესვლა დაუშვა

- ასეთი კონტაქტი არ შემდგარა. თუმცა ახალ მთავრობაში საგარეო პოლიტიკის სფეროში ახლად დანიშნული ბევრი პოლიტიკოსი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხალხია. ისინი მუშაობდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე წინა ადმინისტრაციებში. ვიმედოვნებთ, რომ კოლეგებთან თეთრი სახლის აპარატში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვა უწყებებში აქტუალურ შეთანხმებებსა და საერთაშორისო პრობლემებზე დიალოგს დავიწყებთ. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენს ურთიერთობებში დაგროვილი არაერთი პრობლემის მოგვარების აუცილებლობას.

რუსეთის წინადადებები კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის შესახებ არაერთხელ გაჟღერებულა და კვლავაც მოლაპარაკების მაგიდაზეა. ჩვენ მზად ვართ პრაგმატული და ურთიერთხელსაყრელი დიალოგისთვის.

- ელით თუ არა, რომ ვაშინგტონი დასთანხმდება სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების გაგრძელებას? მზადაა რუსეთი 20 იანვრის შემდეგ კონსულტაციების დასაწყებად?

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა

- როგორც ცნობილია, რუსეთმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შესთავაზა აშშ-ს სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების გაგრძელება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. რესპუბლიკელთა ადმინისტრაციამ კატეგორიული უარი განაცხადა შეთანხმების გაგრძელებაზე იმ სახით, რა სახითაც მას თავის დროზე მოეწერა ხელი. წამოაყენა მიუღებელი პირობები. არსებითად, ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის ერთადერთი მოქმედი რუსულ-ამერიკული შეთანხმება გადააქცია პოლიტიკური ვაჭრობის საგნად.

გასაკვირი არ არის, რომ მსგავსმა პოზიციამ ორმხრივი კონსულტაციები სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების მომავალზე ჩიხში შეიყვანა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვაშინგტონისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია უფრო ჯანსაღი და რეალისტური პრინციპებით იხელმძღვანელებს.
რუსეთი ღიაა სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების გაგრძელების თაობაზე სუბსტანციური დიალოგისთვის. შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შანსი მისი ვადის ამოწურვამდე - 2021 წლის 5 თებერვლამდე - ჯერ კიდევ არსებობს. ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა - ველით კონსტრუქციულ წინადადებებს.

- მოსალოდნელია თუ არა 2021 წელს რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა? ბაიდენს თუ შესთავაზებთ კონსულტაციებს „2+2“ ფორმატში?

მილგამყვანი „ფორტუნა“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიისა და აშშ-ის ურთიერთობების ბედს გადაწყვეტს

- პანდემიის პირობებში ჯერ რთულია პირისპირ ღონისძიებების განახლების პერსპექტივაზე საუბარი, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ვხელმძღვანელობთ იმით, რომ პოლიტიკური კონტაქტების გრაფიკის ფორმირება დამოკიდებული იქნება ეპიდემვითარების ნორმალიზებაზე, ასეთი შეხვედრების შინაარსზე და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი გეგმა უნდა იქნეს განხილული და შეთანხმებული აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.

რაც შეეხება „2+2“ ფორმატს, ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ამერიკელებს მისი აღდგენა. თუმცა დადებითი გამოხმაურება ჯერაც არ მიგვიღია. აღნიშნული ინიციატივა ძალაშია.

- როგორ აფასებთ ბაიდენის საგარეო პოლიტიკური გუნდის დასახელებულ კანდიდატებს? თუ არსებობს იმედი, რომ მოხერხდება ირანზე, სირიასა და უკრაინაზე დიალოგის განახლება? თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე ცალკე დირექტორის დანიშვნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში?

- ბაიდენის საგარეო პოლიტიკურ გუნდში კანდიდატების შეფასება ჩვენი საქმე არ არის. აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ნებისმიერი ხელმძღვანელი, არჩევს ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც მისი ნდობით სარგებლობენ.

ბალისტიკური რაკეტა - Sputnik საქართველო
„ღია კარზე კაკუნი“ – მოსკოვი ვაშინგტონს შეცდომაზე აფრთხილებს

ვფიქრობ, ახალ გუნდს უნდა მივცეთ დრო, ჩამოაყალიბონ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და კონკრეტული საკითხებისადმი მიდგომები. და შევაფასოთ მისი საერთაშორისო კურსი პრაქტიკული ქმედებების და არა წინასაარჩევნო რიტორიკის საფუძველზე. ვიღაცამ ზუსტად შენიშნა, რომ არჩევნებამდე ორი ფერი არსებობს - თეთრი და შავი, არჩევნების შემდეგ კი მხოლოდ ერთი - ნაცრისფერი.

ამასთან, ვაცნობიერებთ, რომ თუ რუსეთის მიმართულებით რაიმე შეიცვლება კიდეც - ეს ცვლილება არსებითი არ იქნება, ალბათ უფრო ნიუანსები შეიცვლება. რუსეთის სისტემური შეკავება ამერიკული პოლიტიკის ალფად და ომეგად რჩება.

თუმცა ბევრი მაღალი თანამდებობის პირი ადმინისტრაციაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხალხია ბარაკ ობამას დროიდან. მაგალითად, ბრეტ მაკგურკი, რომელიც, სავარაუდოდ, თეთრ სახლში ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკის კოორდინატორის თანამდებობას დაიკავებს. ჩვენ მასთან ვთანამშრომლობდით ანტიიგილის (იგილი - ტერორისტული ორგანიზაცია, აკრძალული რუსეთში) კოალიციაში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის თანამდებობაზე მისი საქმიანობის დროს.

აზია-წყნარი ოკეანის მიმართულებით ჩვენი დიპლომატებისთვის ნაცნობია პრეტენდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში რეგიონული კოორდინატორის პოსტზე კურტ კემპბელი. მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, მათ შორის, კორეის ნახევარკუნძულზე, კონსტრუქციული დიალოგის იმედი გვაქვს.

კაპიტოლიუმის შტურმი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: გახდება თუ არა გახლეჩილი აშშ გარესამყაროსთვის უფრო საშიში?

ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ირანის მიმართულებით დემოკრატიული ადმინისტრაცია წინასაარჩევნო დაპირებების ერთგული იქნება, პირველ რიგში, ყოვლისმომცველ ერთობლივ სამოქმედო გეგმასთან დაბრუნების კუთხით. ველით, რომ ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის განახლებასა და სპარსეთის ყურის ზონაში ვითარების დეესკალაციას.

ვხელმძღვანელობთ იმით, რომ სირიაში ჩვენი ქვეყნების სამხედროები გააგრძელებენ რეგულარულ კონტაქტებს ინციდენტების აღკვეთის მიზნით. გარდა ამისა, სასარგებლო იქნებოდა იმ სფეროების განსაზღვრა, სადაც რუსეთი და აშშ თანამშრომლობას შეძლებდნენ. მაგალითად, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის, კონფლიქტის შემდეგ აღდგენის, განაღმვის, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების, ასევე, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. ამ ტიპის თანამშრომლობისთვის მზად ვართ.

საუკეთესო, რაც ახალ ადმინისტრაციას უკრაინასთან დაკავშირებით შეუძლია გააკეთოს - ესაა ვლადიმერ ზელენსკის გუნდის დაყოლიება, ბოლოსდაბოლოს შეუდგეს მინსკის შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზებას. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა მიუთითებს უკრაინის ხელმძღვანელობას, რომ მინსკის შეთანხმებაზე კიევის დღევანდელი თავდასხმები კონტრპროდუქტიულია. მით უფრო, რომ დოკუმენტი უკვე დიდი ხანია, საერთაშორისო სამართლის ნაწილია და იურიდიულად სავალდებულო ხასიათისაა.

კორონავირუსი ლონდონში - Sputnik საქართველო
დასავლეთი მომწიფდა: COVID-19 ჰიტლერია, ანუ დადგა რუსეთთან კავშირის დრო

ბოლო წლებში უკრაინის ხელმძღვანელობისგან გვესმის სახიფათო რიტორიკა თითქოსდა „მოძველებული მინსკის“ მოდიფიკაციის, ზოგჯერ კი დემონტაჟის აუცილებლობაზე. ვხედავთ ასევე დონეცკთან და ლუგანსკთან პირდაპირი მოლაპარაკებების „ნორმანდიული ფორმატის“ დისკუსიებით ჩანაცვლების მცდელობას.

ამ ფონზე დროულია შეხსენება - მინსკის შეთანხმებას ხელი მოეწერა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2202, რომლითაც შეთანხმება დამტკიცდა, მოწონებულ იქნა იმ დროს აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, სამანტა პაუერის მონაწილეობით. მაშინ ჯო ბაიდენს, რომელსაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუხატავს. იმედი გვაქვს, ასეთი პოზიტიური განწყობა „მინსკის შეთანხმების“ მიმართ სახელმწიფოს მეთაურს დღემდე აქვს შენარჩუნებული.

რაც შეეხება ქვეყნის სათავეში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ცვლილებებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურაში, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. უმცროსი ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ანალოგიური თანამდებობა რუსეთის მიმართულებით თეთრ სახლში უკვე არსებობდა. მხედველობაში გვაქვს თეთრი სახლის აპარატში ამერიკელ კოლეგებთან რეგულარული დიალოგის წარმოება.

ამერიკული სამხდრო ხომალდი ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ვის უმიზნებს იარაღს აშშ-ის სამხედრო ფლოტი

- გეგმავს თუ არა რუსეთი, შესთავაზოს ბაიდენის ადმინისტრაციას გაეროს უშიშროების საბჭოს „ხუთეულის“ შეხვედრაში მონაწილეობა?

- რუსეთის ინიციატივას ადრე მხარი დაუჭირეს „ხუთეულის“ ქვეყნების ხელმძღვანელებმა და ის კვლავ ძალაშია. დღის წესრიგის შესახებ წინადადებები კოლეგებს გავაცანით. საუბარია საკვანძო პრობლემებზე, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე ახდენენ გავლენას. ასეთი შეხვედრის ჩატარების თარიღი და ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული.

იმედია, ახალი ადმინისტრაცია ყურადღებით შეისწავლის რუსეთის იდეას და „ხუთეულის“ სამიტი ჩატარდება, როგორც კი ეპიდვითარება ამის შესაძლებლობას მოგვცემს. დარწმუნებული ვართ, რომ „ხუთეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების პირდაპირი დიალოგი საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობის საფუძვლებსა და მრავალრიცხოვანი დაძაბულობის კერის ლიკვიდაციის მეთოდებზე დროული და აუცილებელია.

- ანტიტერორის საკითხებზე კონტაქტები გაგრძელდება?

- 2018 წლის დეკემბერში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეთანხმებების შესასრულებლად განახლდა რუსეთი-აშშ-ის მაღალი დონის დიალოგი კონტრტერორის საკითხებზე. 2019 წელს შედგა ორი საექსპერტო შეხვედრა. სექტემბერში გაიმართა კოორდინატორების მოლაპარაკების მეორე რაუნდი. 2019 წლის ოქტომბერში ჩვენ ამერიკელებს შევთავაზეთ 2020 წლის იანვრის ბოლოს კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარება. პარტნიორებს უარი არ უთქვამთ, მაგრამ 2020 წელს კონტაქტი არ შემდგარა. იმედს ვიტოვებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება დიალოგის ამ არხის აღდგენის შესაძლებლობას მოგვცემს.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი: ლავროვმა 2020 წლის შედეგები შეაჯამა

- შესთავაზებს თუ არა რუსეთი აშშ-ს პანდემიასთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას? რა ტიპის თანამშრომლობაზე იქნება საუბარი - მიწოდებაზე, როგორც ადრე, თუ ერთობლივ კვლევებზე?

- პანდემია ყველასთვის გამოწვევად იქცა. სწორედ ამიტომ ჩვენ არაერთხელ გამოვედით ინფექციასთან ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანების წინადადებით. სამედიცინო საქონლისა და თავდაპირველი საჭიროების ნივთების მიწოდებაზე ბარიერების მოხსნის, ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ვალის შემცირების, სამეცნიერო გამოცდილების გაცვლის გაფართოების წინადადებებით.
რაც შეეხება აშშ-ს, მოხერხდა ცალკეულ ასპექტებზე მუშაობის მოგვარება. ჯერ 2020 წლის აპრილში რუსეთმა ნიუ-იორკში გაგზავნა თვითმფრინავი სამედიცინო ტვირთით, რის შემდეგაც აშშ-დან რუსეთში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატი მივიღეთ. ეს მოხდა ეპიდემიური კრიზისის დროს. აღნიშნული შეთანხმება ნათელი დასტურია იმისა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქენი მზად არიან სოლიდარობისა და ურთერთდახმარებისთვის პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად.

კიდევ ერთი პოზიტიური მაგალითია - 2020 წლის 30 ივლისს აშშ-ის მეცნიერებათა, ტექნიკისა და მედიცინის ეროვნული აკადემიისა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი პროტოკოლის გაფორმება COVID-19-თან დაკავშირებული კვლევების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
სერგეი ლავროვი: იმედი გვაქვს, რომ ბაიდენის გუნდი მოსკოვთან თანამშრომლობას არჩევს

რაც შეეხება ვაქცინას, ამ მხრივ ვითარება უფრო რთული აღმოჩნდა. აშშ-ში ზოგი ცდილობს ამ თემის პოლიტიზებას. ვაშინგტონში შეუფარავი სკეპტიციზმით აღიქვამენ ჩვენს მიღწევებს. საუბარია პრეპარატებზე „სპუტნიკV“-სა და „ეპივაკკორონაზე“. ავრცელებენ ცრუ ცნობებს რუსული ვაქცინების არაეფექტურობასა და იმაზე, თითქოს ისინი უსაფრთხო არ არის.

თუმცა სამეცნიერო საზოგადოებამ რუსული პრეპარატები დადებითად შეაფასა. ჩვენ მზად ვართ აშშ-თან თანამშრომლობისთვის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.

- გეგმავს მოსკოვი ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსებაზე უარის თქმის თაობაზე?

- აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვისტოში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოსვლის შემდეგ აშშ-ს არ გამოუხატავს შეთანხმების შეწყვეტის დესტრუქციული შედეგების მინიმიზაციის მიზნით თანამშრომლობის მზადყოფნა. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ სარაკეტო შეიარაღებების შეჯიბრის ესკალაციის რისკს. თითქმის ერთი წელია, რუსეთი ცალმხრივად იცავს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას, არ განათავსოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები სხვადასხვა რეგიონში, მანამ სანამ ამერიკული საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე არ გამოჩნდება.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
სერგეი ლავროვი: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ საბაბებს ეძებს

ჩვენ აშშ-სა და მის პარტნიორებს ნატოში შევთავაზეთ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ჩვენი შეთავაზება შემხვედრი მორატორიუმის დაწესებაზე უარყვეს. ვაშინგტონმა ფსონი დადო შეთანხმებით ადრე აკრძალული შეიარაღების დაჩქარებულ წარმოებაზე. ასეთი სისტემები რამდენჯერმე უკვე გამოიცადა. აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ აპირებს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსებას მოკავშირეების, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე.

თავის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ უარესი სცენარით მოვლენათა განვითარება. ასე, მაგალითად, ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების გარეშე მსოფლიოში ვითარების განეიტრალების მიზნით ახალი წინადადებები წამოაყენა. თუ ახალი ადმინისტრაცია დაინტერესებულია საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების პრობლემის მოგვარების ურთიერთმისაღები გზების მოძიებით, ჩვენ მუშაობისთვის მზად ვართ.

- აშშ-მა წარმოადგინა თუნდაც რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ SolarWinds-ზე კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას თუ ბრალდება მხოლოდ სიტყვიერ დონეზე დარჩა? Afghanistan bounties-თან დაკავშირებით მტკიცებულებები თუ წარმოადგინეს?

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ევროპა რუსეთთან ბრძოლისთვის „სიცრუის სამინისტროს“ ქმნის

- ოფიციალური ბრალდება რუსეთის ან რუსეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ ამერიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე მსხვილმასშტაბიან კიბერშეტევასთან დაკავშირებით არ გაჟღერებულა. აშშ-ის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ, „სავარაუდოდ, რუსული წარმომავლობის“ კიბერდამნაშავეებს. ზოგიერთ მაღალი თანამდებობის პირის ვარაუდი მათი პირადი მოსაზრებაა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება, როგორც მტკიცებულება.

ამერიკული მხარე განაგრძობს მეგაფონურ დიპლომატიას - მასმედიის მეშვეობით ავრცელებს მომხდარის ვერსიებს, მაგრამ მტკიცებულებები არ მოჰყავს.

ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ვაშინგტონს კომპიუტერული შეტევებისა და კომპიუტერული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ჩვენი წინადადებები უპასუხოდ დარჩა. ექპერტთა დიალოგის შემოთავაზებულ არხებს ადმინისტრაცია არ აამოქმედებს.

მტკიცება იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოსდა ფულად ჯილდოს იხდიდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობისთვის, ამ ცნობების ავტორთა სინდისზე რჩება. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადასტურეს ავღანეთში აშშ-ის ჯარის მისამართით რუსეთისგან მომდინარე საფრთხის რაიმე მტკიცებულების არარსებობა. მეტიც, თანამშრომლობა ავღანეთის მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს შეწყვეტილა. ჩვენი სპეცწარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი მუშაობა ახალი ადმინისტრაციის პირობებში ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0