მოსაზრება: ევროპა რუსეთთან ბრძოლისთვის „სიცრუის სამინისტროს“ ქმნის

© AP Photo / Francisco Secoევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპა კვლავ ემუქრება რუსეთს სასტიკი და დაუნდობელი სანქციებით, ამჯერად კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამო.

ვლადიმირ კორნილოვი

ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მოხსენებაში ხმამაღალი სათაურით „დეომკრატიის სფეროში მოქმედების გეგმა“. აღნიშნული დოკუმენტი ბრიუსელში გასულ კვირაში წარმოადგინა იუსტიციის საკითხთა ევროკომისარმა ვერა იუროვამ, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპულ დემოკრატიაზე რუსეთისა და ჩინეთის შეტევა ამიერიდან „დაუსჯელი არ დარჩება“, ვინაიდან ამ დოკუმენტის საფუძველზე მომავალი წლისთვის საკანონმდებლო ინიციატივები მზადდება, რომელთა მიზანიც დასახელებული „დამრღვევების“ სამაგალითოდ დასჯა იქნება.

ლონდონი, ტაუერის ხიდი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ლონდონში დაადასტურეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბინძური ომი მიმდინარეობს

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პირველი პირები დასავლეთში რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებენ ბრალს, რაც დემოკრატიის საფუძვლებსა და COVID–19–ის ეპიდემიის წინააღმდეგ საერთო ევროპულ ბრძოლას ანგრევს. ჯერ კიდევ გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „რაც შეეხება ევროპული საგარო უწყების განცხადებას დეზინფორმაციის შესახებ, რომლებსაც თითქოს ჩვენი ქვეყნები ავრცელებენ კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარიც კი მთლად კორექტულად არ მიმაჩნია, ვინაიდან არცერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა მსგავს ბრალდებებს, ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ. სიმართლე ვთქვათ, ამ ფაქტების წარმოდგენას ჩვენ არც ვითხოვთ. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ დასავლელი კოლეგები სულ უფრო ხშირად ცდილობენ იპოვონ რაღაც მოტივები რუსული თუ სხვა სახის მუქარების შესახებ“.

ერთია სხვადასხვა მოღვაწეთა განცხადებები, მაგრამ აქ ხომ ევროკომისიამ მოამზადა მოხსენება, რომლის ბაზაზეც საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება. ამიტომ საინტერესოც კი იყო, გავცნობოდით ევროპის წინაშე რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს, მაგრამ გაირკვა, რომ „რუსეთისა და ჩინეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ“ ერთადერთი მტკიცებულება, ეს ევროკავშირის „საინფორმაციო სპეცრაზმი“ East Stratcom Task Force არის — ევროპული საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალური ქვედანაყოფი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომისთვის.

Вакцина британской компании AstraZeneca  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ვაქცინა და მაიმუნები – ბრიტანული ფეიკი რუსულ ფეიკზე

აღნიშნული სტრუქტურა თავის რესურს EUvsDisinfo–ზე თავს უყრის „პროკრემლური დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზას“, თავად კი უკვე არაერთხელ გამოიჭირეს ფეიკებში. ხოლო როდესაც მისმა „ექსპერტებმა“ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ მტკიცებულებების გარეშე ჩამოკიდონ პროკრემლურის იარლიყი თავად ევროკავშირის მასმედიას, ნიდერლანდელმა დეპუტატებმა მათი დახურვაც კი მოითხოვეს. მას შემდეგ საინფორმაციო სპეცრაზმმა ჭკუა ისწავლა და ცდილობს, არ შეეხოს დასავლეთ ევროპის მედიასაშუალებებს, თუმცა მისი მეთოდები არ შეცვლილა: რუსეთის შესახებ ის კვლავაც ძველებურად წერს. და აი ამ საეჭვო ანტირუსული სტრუქტურის ანგარიში არის ერთადერთი მტკიცებულება რუსეთის „დანაშაულისა“, რისთვისაც უკვე მზადდება ახალი სანქციები.

ევროკომისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ EUvsDisinfo ბაზაში უკვე თავმოყრილია COVID–19–ის შესახებ პროკრემლური დეზინფორმაციის 500–ზე მეტი მაგალითი. თავად „ინფორმსპეცრაზმელები“ კი ამაყად აცხადებენ, რომ ასეთი მაგალითები 640–ზე მეტია. ისინი ჯიუტად ირწმუნებიან, რომ ამ ძირგამომთხრელ კამპანიას თავისი ნაყოფი მოაქვს, ქმნის რა საფრთხეებს მიმნდობი ევროპელებისთვის. ამის დასტურად მოყვანილია ასეთი ფაქტი: „ბრიტანეთის მოქალაქეთა მესამედს სჯერა, რომ არაყი შეიძლება ხელების სანიტაიზერად გამოდგეს“. არაყი! — სხვა რაღა მტკიცებულებებია საჭირო რუსეთის დადანაშაულებისთვის? ბრიტანელებისთვის ასეთი აზრის შთაგონება ალბათ სხვას არავის შეეძლო.

მალაიზიური Boeing 777-ის კატასატროფის ადგილი  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რუსეთმა დაიწყო ევროპის იძულება, აწარმოოს პატივისცემაზე დამყარებული დიალოგი

მონაცემთა იმ ბაზისთვის თვალის გადავლებაც კი, რომელიც ევროკომისიამ საფუძვლად დაუდო რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალურ ბრალდებებს, აჩვენებს, რომ ის დიდწილად შეიცავს ვიღაცის პირად მოსაზრებებსა და თუ რესურსებზე ბმულებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან. ხოლო თავად EUvsDisinfo–ს დასკვნები ხშირად აბსოლუტურად სუბიექტურია და არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ამასთან, მათ ზოგჯერ საერთოდ არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებები სწორედაც რომ აკრიტიკებენ მოსაზრებას, რომელსაც EUvsDisinfo პროკრემლურს უწოდებს. მაგალითად, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროპელი მებრძოლები კერძო Youtube-არხს ეყრდნობიან, რომელიც მართლაც მთელი ძალებით უწევს პოპულარიზაციას მოსაზრებას, რომ ეპიდემიის მიზეზი 5G ტექნოლოგიების განვითარება გახდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ სწორედ ეს არხი ესხმის თავს გამუდმებით რუსულ სახელმწიფო ტელევიზიას, რომელიც დასცინის ამ კონსპიროლოგიურ თეორიას. თუ ევროპელი მამხილებლების ლოგიკას მივყვებით, გამოდის რომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები მძვინვარედ ებრძვიან პროკრემლურ თვალსაზრისს. მაგრამ EUvsDisinfo რატომღაც მსგავს დასკვნას არ აკეთებს.

„ფეიკების წინააღმდეგ მებრძოლთა“ მთავარი ილეთი წარმოუდგენლად პრიმიტიულია: ისინი იღებენ რუსულ თოქშოუებში გაჟღერებულ რაღაც მოსაზრებას ვიღაც ექსპერტისგან და მას კრემლის გეგმად ასაღებენ. ის ფაქტი, რომ იგივე შოუში საწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის და თანაც უფრო დიდი რაოდენობით, უბრალოდ ყურადღების გარეშე რჩება.

ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ევროპა ლიბერალური ერთსულოვნებისა და დემოკრატიული ტოტალიტარიზმისთვის იბრძვის

ასე მაგალითად, კორონავირუსთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაციის შესახებ ერთ–ერთ მოხსენებაში მისი ავტორები აცხადებენ, რომ რუსული სახელმწიფო მედია „აშკარად იცავს ჩინეთს“ საერთაშორისო კრიტიკისგან. ამ მოსაზრების დასტურად მათ მოიყვანეს „რია ნოვოსტის“ ბმული დმიტრი პესკოვის ციტატით, რომელიც უარყოფდა კონსპიროლოგიურ თეორიას COVID–19–ის ხელოვნურად წარმოშობის შესახებ. არადა რუსეთის საწინააღმდეგო ერთ–ერთ მთავარი ბრალდება, რომელიც გამუდმებით ჟღერს EUvsDisinfo–ს ყველა ანგარიშში, არის იმის მტკიცება, რომ ვირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ თეორია — ეს განმეორებადი პროკრემლური სადეზინფორმაციო ნარატივია. ანუ გამოდის, რომ პესკოვიც პროკრემლური ნარატივის წინააღმდეგ საუბრობს.

და კიდევ ერთი მაგალითი რუსული დეზინფორმაციისა: ოქტომბერში ევროპელმა მებრძოლებმა რუსულ მედიაზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ვარაუდი იმის შესახებ, რომ საბოლოოდ უკრაინის ხელისუფლება, აპრიორი იტყვის რა უარს რუსულ ვაქცინაზე, ფულს ევროპიდან შემოტანილი ვაქცინების გადაყიდვით იშოვის ისეთივე სქემით, როგორითაც შედიოდა რუსული გაზი უკრაინაში ევროპულის სახით. EUvsDisinfo მტკიცედ უარყოფს ამ ვარაუდს, მაგრამ თავისი მკითხველებისა და ევროკომისიისგან მალავს იმ ფაქტს, რომ რუსულმა მედიამ მხოლოდ ცნობილი უკრაინელი ბლოგერის, ანატოლი შარიას ციტატა მოიყვანა უკრაინული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუდან. 

ვანდალების მიერ დაზიანებული კოლუმბის ძეგლი  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: დასავლეთი გეგმაზომიერად ცდილობს ისტორიის გადაწერას და მას ეს გამოსდის

სწორედ ასეთი მონტაჟების, პირველწყაროების არარსებობის, აშკარა მანიპულაციებისგან შედგება „რუსული დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზა“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ბრალდებებს ედება საფუძვლად.

ევროკომისარმა იუროვამ, დაიმუქრა რა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მტკიცე ნაბიჯებით, დასავლელი ჟურნალისტები დაამშვიდა: „ჩვენ არ ვაპირებთ გავხდეთ სიმართლის სამინისტრო“ და იქვე დაამა, „ახალი ტექნოლოგიები უნდა იყოს ემანსიპაციის ინსტრუმენტი, და არა დეზინფორმაციისა. მე არ მსურს, რომ არჩევნები ბინძური მეთოდების შეჯიბრად იქცეს“. 

იუროვას სიტყვები გასაგებია: ევროკომისია ნამდვილად არ აპირებს შექმნას „სიმართლის სამინისტრო“. ევროკავშირის ოფიციალური ქვედანაყოფის ბინძური მეთოდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრიუსელმა უკვე შექმნა თავისი „სიცრუის სამინისტრო“. ასეთი რამ ორუელსაც კი არ მოსვლია აზრად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0