მოსაზრება: დასავლეთი გეგმაზომიერად ცდილობს ისტორიის გადაწერას და მას ეს გამოსდის

© REUTERS / Marco Belloვანდალების მიერ დაზიანებული კოლუმბის ძეგლი
ვანდალების მიერ დაზიანებული კოლუმბის ძეგლი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაერთი მკვლევარი აშშ-ში ძეგლებთან ომის ეპიდემიის შეფასებისას ამ მოვლენას ისტორიის მასობრივ გადაწერას უწოდებს.

ვლადიმირ კორნილოვი

მაგრამ ყველას გვესმის: აქტივისტები, რომლებიც გამალებით ებრძვიან წარსული ეპოქების ბრინჯაოს მოწმეებს, ძირითადად, არაფერსაც არ წერენ. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ მეტისმეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ისტორიაზე. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას სან-ფრანცისკოში მწერალ მიგელ სერვანტესის ძეგლის წაბილწვა, რომელიც ვანდალებს, როგორც ჩანს, მორიგი კონკისტადორი ეგონათ?! ან როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდებას, ძირითადად, ის ხალხი ცდილობდა, რომელიც ამავე პარტიის კანდიდატს უჭერს მხარს?! ისტორიის გადაწერას ცდილობენ არა შემსრულებლები, არამედ ისინი, ვინც აქციების იდეოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ეს გამოსდით.

ამას წინათ Sputnik-ის შეკვეთით ცნობილმა ფრანგულმა სოციოლოგიურმა კომპანია IFop-მა გამოკითხვა ჩაატარა. შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ისტორიისადმი ამერიკელების მსგავსი ნიჰილისტური დამოკიდებულება ეხება არა მხოლოდ ორი საუკუნის წინანდელ მოვლენებს. გამოკითხვამ გამოავლინა, მაგალითად, რომ ამერიკელების მესამედზე ნაკლებმა იცის, რას აღნიშნავენ ისინი 8 მაისს - ევროპაში გამარჯვების დღეს. მათი 11% კი ფიქრობს, რომ მეორე მსოფლიო ომში აშშ რუსეთს ებრძოდა.  

© video: Sputnik / Ruptlyხსოვნისა და მწუხარების დღე: რუსეთში ისტორიის გადაწერის მცდელობას ეწინააღმდეგებიან
მოსაზრება: დასავლეთი გეგმაზომიერად ცდილობს ისტორიის გადაწერას და მას ეს გამოსდის - Sputnik საქართველო
ხსოვნისა და მწუხარების დღე: რუსეთში ისტორიის გადაწერის მცდელობას ეწინააღმდეგებიან

ამ კვლევის დაწვრილებით შესწავლის შემთხვევაში კი ირკვევა, რომ ამერიკელი ახალგაზრდობის ცოდნის დონე საკუთარი ისტორიისა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა სხვა თაობებთან შედარებით. მაგალითად, 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 21% დარწმუნებულია, რომ აშშ ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 13% კი ფიქრობს, რომ -ჩინეთის წინააღმდეგ. საგრძნობი განსხვავებაა 65 წელს გადაცილებულ ასაკობრივ კატეგორიასთან, სადაც ასეთი აღმოჩნდა შვიდი და ორი პროცენტი, შესაბამისად.

ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში აშშ-ში სულ უფრო მოიმატებს იმათი რაოდენობა, ვინც დარწმუნებული იქნება, რომ მათი წინაპრები რომელიღაც მოკავშირეებთან ერთად (აღსანიშნავია, რომ ამას წინათ თეთრმა სახლმა მოკავშირედ დიდი ბრიტანეთი მიუთითა) უტევდნენ მტრულ მოსკოვსა და პეკინს. მოწინააღმდეგის თაობაზე მოსაზრება, რასაკვირველია, დამოკიდებული იქნება ანტირუსული და ანტიჩინური კამპანიების განვითარების ხარისხზე შტატებში, ასევე იმაზე, ვისზე მიუთითებს ჰოლივუდი, როგორც „ძირითად მტერზე“.

ეს უკანასკნელი, თავისთავად, ეხება არა მხოლოდ აშშ-ის ახალგაზრდობას. კლასიკური მაგალითია საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია ფრანგებს შორის იმის თაობაზე, თუ ვინ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ნაციზმის დამარცხებაში. 1945 წელს აბსოლუტური უმრავლესობა (57%) ასეთად სსრკ-ს უთითებდა და მხოლოდ 20% - შეერთებულ შტატებს. იმ პერიოდში ხომ ევროპელები ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდნენ. IFop -ის მიერ 2015 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ კი ცხადყო, რომ 70 წელიწადში შეხედულება მკვეთრად შეიცვალა: ახლა ფრანგების 54% მთავარ გამარჯვებულად აშშ-ს მიიჩნევს და მხოლოდ 23% - საბჭოთა კავშირს. აქაც ნათელია ტენდენცია: რაც უფრო ახალგაზრდაა აუდიტორია, მით უფრო მაღალ შეფასებას აძლევს გამარჯვებაში აშშ-ის წვლილს. რატომღაც არსებობს ეჭვი, რომ ახალგაზრდა ფრანგების გარკვეული ნაწილი დაბეჯითებით გამოაცხადებს, რომ ჰიტლერი და მისი დამქაშები პარიზის კინოთეატრში ბრედ პიტმა გაანადგურა.

ხსოვნისა და მწუხარების დღე: რუსეთში ისტორიის გადაწერის მცდელობას ეწინააღმდეგებიან - Sputnik საქართველო
ხსოვნისა და მწუხარების დღე: რუსეთში ისტორიის გადაწერის მცდელობას ეწინააღმდეგებიან

ამასთან, პროცესი არ ჩერდება, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ბრიტანული სოციოლოგიური ფირმა YouGov-ის 2015 და 2020 წლების ორი გამოკითხვის შედარება ცხადყოფს, რომ იმათი წილი, ვინც საბჭოთა კავშირს ნაციზმზე მთავარ გამარჯვებულად მიიჩნევს, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში მცირდება. ამ საკითხზე ყველაზე დიდხანს ისტორიულ მეხსიერებას, გასაგები მიზეზების გამო, ინარჩუნებდნენ გერმანელები. თუმცა იქაც პირველ ადგილზე თანდათანობით ამერიკელები გადავიდნენ: 2015-ში უკვე 37% ამტკიცებდა, რომ აშშ-მ ნაციზმის განადგურებაში ძირითადი წვლილი შეიტანა, 27% კი სსრკ-ს ასახელებდა. ხუთი წლის შემდეგ ეს ორი კატეგორია კიდევ უფრო მეტად დაშორდა ერთმანეთს: 43% და 21%.

შესაბამისად, სწორედ ესაა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ეტაპობრივი, გეგმაზომიერი გადაწერა. თუმცა იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს მოვლენა თანამედროვე პოლიტიკურ განვითარებას, ამ დღეებში თავის სტატიაში, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა, ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა: „ისტორიული რევიზიონიზმი, რომლის გამოვლინებასაც დასავლეთში ვადევნებთ თვალს, თანაც უპირველეს ყოვლისა, მეორე მსოფლიო ომისა და მისი შედეგების მიმართ, საშიშია იმით, რომ უხეშად, ცინიკურად ამახინჯებს მშვიდობიანი განვითარების პრინციპების გაგებას, რომლებსაც 1945 წელს იალტისა და სან-ფრანცისკოს კონფერენციებმა ჩაუყარეს საფუძველი“.

მიაქციეთ ყურადღება, რამდენად მძაფრი იყო ამ სტატიაზე იმ ხალხის რეაქცია, ვინც ბოლო წლებში ანტირუსული პროპაგანდის გენერაცია კონვეიერზე დააყენა. ჩვენ წინაშე თითქოს რუსეთის პრეზიდენტის მკაფიო და არაორაზროვანი მოწოდებაა, შეწყდეს ისტორიის გადაწერა. მაგრამ CNN არ იქნებოდა CNN, ეს ყველაფერი რომ არ ამოეტრიალებინა და არ გამოეშვა მასალა სათაურით „პუტინი მეორე მსოფლიო ომის ისტორიას ხელახლა წერს“.

სამამულო ომის კადრები - Sputnik საქართველო
„დიდი სამამულო ომის ხსოვნა რუსეთისთვის აბსოლუტურად წმიდაა“ – პუტინი

ასეთივე მეთოდს იყენებს ცნობილი ბრიტანელი პუბლიცისტი ედვარდ ლუკასი, რომელსაც RT პერიოდულად დედამიწის მთავარი რუსოფობების ათეულში ახვედრებს ხოლმე. გაზეთში The Times მან განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, სწორედ პუტინია „ისტორიის რევიზიონისტი“. და ეს თეზისი გაიმეორა ევროპული პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის ვებგვერდზე. თანაც პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, უარი ეთქვათ რევიზიონიზმზე, რომელიც საფრთხის შემცველი იყო! ზემოთ მოყვანილი გამოკითხვების შედარებითი მონაცემები ხომ ყველაზე ნათლად მეტყველებს იმაზე, ვინ წერს ხელახლა ისტორიას და რა მიმართულებით.

შტატიანი „კრემლონოლოგების“ რისხვა გასაგებია. მათი სპეციალიზაცია რუსეთის წინააღმდეგ ყველა ფრონტზე გააფთრებული ბრძოლაა - საკმარისია, მაგალითად, იმის გახსენება, როგორ აძლევდა ხსენებული ცენტრის წამყვანი ანალიტიკოსი იანუშ ბუგაისკი შარშან ვაშინგტონს მეგობრულ რჩევებს რუსეთის ფედერაციის დანაწევრებასთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანებისა და ინსტიტუტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ისტორიის გადაწერის ბოლო ათწლეულების ტენდენციების შენარჩუნება - რათა თეთრზე ითქვას შავი, რათა ომში დამარცხებულები გაუტოლდნენ გამარჯვებულებს, რათა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისკენ მოწოდებები შეირაცხოს „ისტორიის გადაწერის“ მცდელობად. მსგავსი კამპანიების საბოლოო მიზანი რუსეთის დასუსტება ან სულაც განადგურებაა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია სხვადასხვა დონეზე სიმართლისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით, ნაციზმზე ჩვენი ხალხის დიდი გამარჯვების შესახებ ისტორიული სიმართლისთვის ბრძოლა. სასწორზე არა მხოლოდ ისტორია, არამედ ჩვენი მომავალია.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0