თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
„მე, ჯო ბაიდენი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობებს და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მხარი დავუჭირო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია“, — განაცხადა ბაიდენმა მარჯვენა ხელის აწევით და ბიბლიაზე მარცხენა ხელის დადებით.
მანამდე კი ფიცი დადო აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი გახდა.
President-elect Joe Biden was just introduced for his inauguration at the US Capitol and is set to be sworn in as the 46th president of the United States. https://t.co/tcmAzrzqTx pic.twitter.com/5PnKJYzhjk
— CNN (@CNN) January 20, 2021
78 წლის დემოკრატი ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. მან ნოემბერში გამართულ არჩევნებზე დაამარცხა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრის დროს დამაცხდა. ტრამპმა ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრება არ ისურვა.