ვის შეუძლია ისარგებლოს სუროგაციით საქართველოში – იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა

© Pixabay / StockSnapორსული
ორსული - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუროგატი დედით სარგებლობას 1 სექტემბერიდან შეძლებენ მხოლოდ ის წყვილები, რომლებიც დოკუმენტურად დაამტკიცებენ და ნოტარიულად დაამოწმებენ, რომ ერთად ცხოვრობენ.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით (სუროგატული დედობა) სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის წყვილები, რომლებიც დაქორწინებული არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ ერთად სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში. ეს ნორმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით დგინდება.

ორსულობა - Sputnik საქართველო
გაეროს მომხსენებელმა საქართველოს ხელისუფლებას სუროგატი დედების დაცვისკენ მოუწოდა

შესწორებებში, რომელიც მინისტრმა შეიტანა 2012 წლის 31 იანვრის ბრძანებაში „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, ნათქვამია, რომ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული.

ეს ნიშნავს, რომ ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივი თანაცხოვრება ნოტარიულად დამოწმებულია შესაბამისი დოკუმენტებით – საინფორმაციო-სამისამართო ბარათით, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი; ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი; რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთით ან სხვ.

ქართველი ქალები ხშირად ხდებიან უცხოელი წყვილებისათვის სუროგატი დედები>>

ბრძანებაში გაწერილია სუროგატი დედისა და ბავშვის გენეტიკური მშობლების უფლება–მოვალეობები.

ახალშობილი - Sputnik საქართველო
რატომ არ აძლევენ იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობებს სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება იდება ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის; ან ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის; ან ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის.

ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან გენეტიკური მშობლები, გენეტიკური მშობელი ან პირი, რომელიც დაბადების მოწმობაში მშობლის სახით ჩაიწერება (კონტრაქტის თანახმად).

დეკანოზი კონსტანტინე: ქართული ეკლესია წყვილებს სუროგაციაზე კურთხევას არ აძლევს>>

ამასთან, დაბადების მოწმობაში დონორის ან სუროგატი დედის ჩაწერა ბავშვის მშობლის სახით დაუშვებელია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0