დეკანოზი კონსტანტინე: ქართული ეკლესია წყვილებს სუროგაციაზე კურთხევას არ აძლევს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliანანური
ანანური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე უშვილო წყვილებს მოუწოდებს, სუროგატი დედების მომსახურებით კი არ ისარგებლონ, არამედ ბავშვები აიყვანონ.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ხელოვნური განაყოფიერება და სუროგაცია საშინელი ცოდვაა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წყვილებს ამის კურთხევას არ აძლევს, განუცხადა Sputnik–ს დეკანოზმა კონსტანტინემ (გიორგაძე).

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
საქართველოში სუროგატი დედების მიერ გაჩენილ ბავშვებზე მონაცემებს შეკრებენ

„არავინ იცის, აქვთ თუ არა ამ ბავშვებს სული. ეს მხოლოდ უფალმა ღმერთმა უწყის. ჩვენი გაგებით, სული არსებობს განაყოფიერების შემთხვევაში. სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერება ყველაზე საშინელი ცოდვაა“, — აღნიშნა მამა კონსტანტინემ.

დეკანოზის თქმით, ქართული ეკლესია სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების წინააღმდეგია, ვინაიდან ეს მიუღებელია.

მამა კონსტანტინემ დააზუსტა, რომ წყვილებმა, რომლებსაც სუროგაციის გზით შვილის გაჩენა სურთ, კურთხევის მისაღებად პატრიარქს ან ეპისკოპოსს უნდა მიმართონ, ვინაიდან ასეთი კურთხევის გაცემის უფლება მხოლოდ მათ აქვთ. თუმცა დეკანოზი დარწმუნებული არ არის, რომ ისინი კურთხევას მიიღებენ.

მანამდე კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ მეცნიერულმა პროგრესმა ეთიკური პრობლემა წარმოშვა ე.წ. სინჯარის ბავშვებისა და სუროგატი დედების სახით. მისი თქმით, სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება და მოუწოდა წყვილებს, სუროგატი დედები კი არ დაიქირავონ, არამედ ბავშვები აიყვანონ.  

პატრიარქის ამ განცხადებამ საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სუროგაციის საკითხებზე რამდენიმე ცენტრი მუშაობს. არაოფიციალური ინფორმაციით, სუროგატი დედა 10–დან 15 ათას დოლარამდე თანხას იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0