ქართველი ქალები ხშირად ხდებიან უცხოელი წყვილებისათვის სუროგატი დედები

CC BY-SA 2.0 / Jerry Lai / Pregnantექოსკოპიის შედეგები
ექოსკოპიის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუროგატული დედობა საქართველოში უფრო იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ამიტომ უცხოელი წყვილები ხშირად ჩამოდიან აქ იმისათვის, რომ მშობლები გახდნენ.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik.  საქართველოში სუროგატულ დედებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, განსაკუთრებით ამერიკელი, ევროპელი, ავსტრალიელი და ისრელელი წყვილების მხრიდან, უთხრა Sputnik-ს სუროგაციის და დონაციის ცენტრის დამაარსებელმა Family Planning ქეთევან რობაქიძემ. 

ახალშობილთა ტრეფიკინგისაგან დასაცავად საქართველოში იქმნება სუროგატული დედებისაგან დაბადებული ბავშვების ბაზა, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი  განცხადება განთავსებულია „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ გვერდზე.  

„წყვილები საფრანგეთიდან და გერმანიიდან არ ჩამოდიან, რადგან იქ კანონი სუროგატული დედისგან გაჩენილი შვილების ყოლას კრძალავს. ჯერ არ ყოფილა რომ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვები ვინმეს უკანონოდ გაეყვანოს. ეს ხომ წყვილის ღვიძლი შვილია და ისინი ყველაფერს აკეთებენ მისთვის“, — აღნიშნა რობაქიძემ.

სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი 3 ათასს აჭარბებს. 

საქართველოში სუროგატი დედებისაგან შვილის გაჩენა, მშობიარობისა და გამოკვლელვის ჩათვლით 25-30 ათასი დოლარი ღირს. აქედან სუროგატი დედა 15 ათას დოლარს იღებს. 

„თავად ქართველებიც არ არიან წინააღმდეგი სუროგატი დედისაგან შვილი იყოლიონ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ აქვთ. ბევრი ბინას ყიდის ან ვალს იღებს, რომ შვილი იყოლიოს. ამ კუთხით ქართველი წყვილებისათვის ბევრად უფრო რთულია ვიდრე უცხოელებისათვის“, — აღნიშნა მან. 

ორსულობა - Sputnik საქართველო
გაეროს მომხსენებელმა საქართველოს ხელისუფლებას სუროგატი დედების დაცვისკენ მოუწოდა

ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, საქართველოში სუროგატული დედობის მსურველი ბევრია, აღნიშნა რობაქიძემ. მისი თქმით, მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რომლებიც მათ ამისათვის ამზადებენ. 

„ჩვენ არ ვიღებთ ქალებს, რომელთაც არ ყავთ საკუთარი შვილები, რათა მათ რაიმე გრძნობები არ გაუჩნდეთ ბავშვის მიმართ, რომლის გაჩენასაც გეგმავენ. ისინი მოტივირებულნი არიან და მიდიან ამაზე იმისათვის, რომ გააუმჯობესონ თავიანთი ღვიძლი შვილების მატერიალური მდგომარეობა“, — აღნიშნა მან. 

 სუროგატი დედობის მსურველისათვის კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ოჯახის წევრების მხარდაჭერა და თანხმობა. სუროგატი დედები საქართველოში შეიძლება გახდნენ ჯანმრთელი ქალები 20-დან 35 წლამდე. 

რობაქიძის თქმით, ბევრი ქალისათვის სუროგატი დედობა ერთადერთი ხსნაა. 

ბევრი მათგანი საშინელ მდგომარეობაშია, დეპრესიაშია. რაც შეეხება შვილის აყვანას — რისკენაც ხშირად მოუწოდებენ უშვილოებს- ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცედურაა, რისთვისაც ბევრი მზად არ არის, თქვა მან. 

ანანური - Sputnik საქართველო
დეკანოზი კონსტანტინე: ქართული ეკლესია წყვილებს სუროგაციაზე კურთხევას არ აძლევს

„არც გარეგნობით და არც სისხლის ჯგუფით ბავშვი დედას არ ემსგავსება. დედა ამ შემთხვევაში ე.წ. ინკუბატორის როლშია, არანაირი გენეტიკური კავშირი ბავშვს მასთან არ აქვს, იგი უბრალოდ ზრდის მას სხეულში“, — აღნიშნა რობაქიძემ. 

სუროგაციის კუთხით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე იაფ ბაზრად ითვლება, ამიტომ ამ ქვეყანას ხშირად მიმართავენ უცხოელი წყვილები. 

სპერმისა და კვერცხუჯრედის დონაცია, ასევე სუროგაცია საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია 1997 წლიდან. ამ კანონის შესაბამისად, სუროგატი დედა ან დონორი არ შეიძლება ჩაითვალონ დაბადებული ბავშვის მშობლებად. 

ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სუროგაცია კანონით ისჯება, კონკრეტულად — ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის ზოგიერთ შტატში. 

მაგალითისათვის, საფრანგეთში კანონის დამრღვევი იხდის ჯარიმას 45 ათას ევროს, ხოლო გერმანიაში, სუროგაციის შედეგად დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობის უფლება არ აქვთ. 

ყველა ახალი ამბავი
0